FM97.5 / LIVE

რიგები სასკოლო წიგნებთან

მთავარისაზოგადოება » განათლება 03.10.2012
სად ყიდულობენ სასკოლო სახელმძღვანელოებს მოსწავლეების ოჯახები და რატომ არ წყდება სწავლის დაწყებიდან დღემდე რიგები ქალაქის ერთ-ერთ საკანცელარიო მაღაზიასთან

რიგები სასკოლო წიგნებთან

სწავლის დაწყებიდან დღემდე კოსტავას #10-ში მდებარე საკანცელარიო მაღაზიასთან მოსწავლეებისა და მშობლების რიგი არ წყდება. რეგიონების სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსულებს სასკოლო სახელმძღვენელოების საყიდლად რიგში დგომა საათობით უწევთ.

მარინა ჯანაშვილი წიგნების შესაძენად ახალციხეში ვალედან ჩამოვიდა.

”ნახევარი საათია რაც რიგში ვდგავარ, კიდევ დიდხანს მომიწევს ლოდინი, ბევრი ხალხია. ამბობენ, მეხუთე საჯარო სკოლაშიც იყიდებაო, მაგრამ აქ მირჩევნია. სახელმძღვანელოების გარდა რვეულებიც უნდა ვიყიდო”, -ამბობს იგი.

სასკოლო წიგნების ფასს ტრანსპორტის ფასიც დაემატა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროში მცხოვრები ია ბერიძისთვისაც.

”ამხელა გზაზე მიწევს ჩამოსვლა, ხომ შეიძლებოდა ჩვენს რაიონშიც ყოფილიყო ამის შესაძლებლობა?” - კითხულობს იგი.

აღნიშნული საკანცელარიო მაღაზია ერთადერთია ქალაქში, სადაც სასკოლო სახელმძღვანელოები იყიდება.
ზორბეგ ჩიტაური, რეგიონის მასშტაბით, განათლების სამინისტროს მიერ ოფიციალურად რეგისტრირებული დისტრიბუტორია.

”განათლების სამინისტროსგან თანამშრომლობის შეთავაზება სხვა საკანცელარიო მაღაზიებსაც მიუვიდათ, მაგრამ უარი თქვეს. ალბათ სირთულეების შეეშინდათ”, - ამბობს იგი.

მისი თქმით, მყიდველი ძალიან ბევრია, მაგრამ მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებენ: ”ნამდვილად ვერ გეტყვით დღეში რამდენი შემოდის. ეს ბუნებრივია,რადგან რეგიონის მასშტაბით წიგნების შეძენა მხოლოდ ახალციხეშია შესაძლებელი”.

ჩიტაური ამბობს, რომ სახელმძღვანელოები საკმარისი რაოდენობით აქვს.

”ამ მხრივ რაიმე შეფერხება ჯერ არ გვქონია. მაღაზიას მე თვითონ ვამარაგებ”, - ამბობს მაღაზიის მეპატრონე.

სასკოლო სახელმძღვანელოების შეძენა მსურველებს ინტერნეტის საშუალებითაც შეუძლიათ. თუმცა, იმის გამო, რომ რეგიონის უმეტეს სოფელში ინტერნეტი არ აქვთ, მშობლები ამ სერვისით ვერ სარგებლობენ.

”წიგნების საყიდელი ფული არ მაქვს და ინტერნეტი საიდან მექნება?! მეზობელს უნდა მოვეხმარო კარტოფილის ამოყრაში, აღებული ფულით ახალციხეში წავიდე და იქ ვიყიდო წიგნები”, - ამბობს სოფლ რუსთავში მცხოვრები თამარ ზედგინიძე.

ასპინძის საფოსტო განყოფილებაში სასწავლო წლის დაწყებიდან დღემდე 70 შეკვეთა მიიღეს. გამოწერილ სახელმძღვანელოებს კურიერი შესაბამის მისამართებზე არიგებს. ქვეგანყოფილების უფროსი გელა პაპაშვილი ამბობს, რომ მსურველები ბევრია, თუმცა სოფლებიდან შეკვეთები ჯერ არ მიუღიათ.

”სახელმძღვენელოების გამოწერა ელექტრონულად ხდება. შეკვეთების მიღება გრძელდება და ნებისმიერ მსურველს შეუძლია სახელმძღვანელო 24 საათში მიიღოს”, -განმარტავს პაპაშვილი.

ასპინძაში მცხოვრებმა ჯილდა ივანიძემ წიგნების ინტერნეტით გამოწერა მას შემდეგ მოახერხა, რაც ფოსტაში აუხსნეს როგორ უნდა გაეკეთებინა.

”ინტერნეტით როგორ გამეგზავნა შეკვეთა ფოსტაში გვასწავლეს. ასე არ უნდა ხდებოდეს. ხომ შეიძლებოდა სკოლის დირექტორს მოეთხოვა, რომ წიგნები ჩვენს სკოლაშიც გაყიდულიყო. მაგრამ ასე არ მოხდა. ახლა დავდივარ ბავშვებიანად ქუჩაში, რომ სახელმძღვანელოები ვიშოვო. მეორე კვირაა სწავლა დაიწყო და წიგნები ჯერ კიდევ არ გვაქვს”, - ამბობს იგი.

რაც შეეხება სკოლებს, იმ 400 სკოლის სიაში, სადაც სახელმძღვანელოები იყიდება, რეგიონიდან მხოლოდ ახალციხის #5 საჯარო სკოლა მოხვდა.

რა კრიტერიუმებით შეირჩა მეხუთე საჯარო სკოლა ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრში არ იციან.

”წიგნების რაოდენობა საკმარისია, ჯერ ამ მხრივ პრობლემა არ გვქონია, არავინ მოსულა რესურსცენტრში იმის გამო, რომ წიგნები არ შეხვდათ. რის მიხედვით მოხდა სკოლების შერჩევა, ნამდვილად ვერ გეტყვით”, - ამბობს ახალციხის რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დიანა ინასარიძე.

წინა წლებისგან განსხვავებით, სახელმძღვანელოების ფასი წელს ათ ლარს არ აღემატება. დაწყებითი კლასების სრული კომპლექტი 65 ლარი ღირს. გაცილებით მეტო თანხაა საჭირო მაღალი კლასის სახელმძღვანელოების შესაძენად. სახელმძღვანელოებს გრიფირება გასულ წელს მიენიჭა და ხუთი წლის განმავლობაში აღარ შეიცვლება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში უფასო სახელმძღვანელოები ყველას არ შეხვდა
სამმაგი ხარჯი სასკოლო წიგნებისთვის
ახალქალაქის სკოლებში სახელმძღვანელოებს ელოდებიან
არაქართულენოვან სკოლებს რამდენიმე საგნის სახელმძღვანელო ჯერ არ მიუღიათ

უფასო წიგნები - შეფასებები ახალციხიდან
უფასო სახელმძღვანელოები ყველას არ შეხვდა