FM97.5 / LIVE

უფასო წიგნები - შეფასებები ახალციხიდან

მთავარისაზოგადოება » განათლება 24.04.2013
როგორ აფასებენ ახლციხეში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი მარგველაშვილის განცხადებას უფასო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით და რა პრობლემებზე საუბრობენ კერძო სკოლაში

უფასო წიგნები - შეფასებები ახალციხიდან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით 2013-2014 სასწავლო წლისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით 2084 საჯარო სკოლის 650 000 ათასი მოსწავლე სასკოლო სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებს. ამ სიახლეს ახლციხის საჯარო სკოლების მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები მიესალმებიან.

”რა თქმა უნდა ეს არ არის ცუდი სიახლე, პირიქით ძალიან კარგია, მაგრამ შეიძლება ერთი პრობლემა გაჩნდეს, რამდენად გაუფრთხილდება მოსწავლე ნაჩუქარ სახელმძღვანელოს. ეს წიგნი შემდეგ სკოლას რჩება და კარგი იქნება ამაზე რაღაც კონტროლი თუ დაწესდება”, - ამბობს მეექვსე საჯარო სკოლის პედგოგი ეკა დალალიშვილი.

სკოლის მოსწავლეების თქმით, უფასო სახელმძღვანელოების დარიგება მათი ოჯახების ფინანსურ მდგომარეობას შეუწყობს ხელს.

”ეს ინიციატივა, როგორც ეკონომიკურ მდგომარეობას შუწყობს ხელს, ასევე, სასწავლო პროცესის დროულად დაწყებასაც. თითქმის ყოველ წელს, სწავლას რომ ვიწყებთ ბავშვებს წიგნები ერთი თვე არ აქვთ”, - მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლე ქეთევან ჩილინგარაშვილი.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით ამ ეტაპზე უფასო სახელმძღვანელოები მხოლოდ საჯარი სკოლის მოსწავლეებს გადაეცემათ. ეს სიახლე კერძო სკოლებს არ ეხება .

ახალციხის კერძო სკოლის ”მზექას” დირექტორის ბელა კაპანაძის თქმით საჯარო სკოლისა და კერძო სკოლის ასე გამორჩევა არ შეიძლება. უფასო სახელმძღვანელოები ყველა მოსწავლესთვის უნდა იყოს.

”სახელმწიფომ შეიძლება კერძო სკოლას რემონტის თანხა არ გადაუხადოს, მაგრამ უფასო სახელმძრვანელოებისგან კერძო სკოლის მოსწავლეები არ უნდა გამოყონ, ამ მხრივ არ უნდა მოხდეს მათი დისკრიმინაცია. გაიჟღერა, რომ კერძო სკოლებში უფასო სახელმძღვანელოების დარიგება პირველ ეტაპზე არ ხდება, ალბათ განათლების მინისტრი გაითვალისწინებს კერძო სკოლის მოსწავლეებსაც”, - ამბობს ბელა კაპანაძე.

ახალციხის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის მაკა ჯანაშვილის თქმით, მას ესმის სახელმწიფოს განცხადება, რომ კერძო სკოლებს არ აფინანსებენ უფასო სახელმღვანელოებით.

”ვისაც ბავშვი კერძო სკოლაში დაჰყავს, იმის საშუალება აქვს, რომ თანხა გადაუხადოს. კერძო სკოლა ასევე ბავშვებზე ვაუჩერსაც იღებს, ამიტომ ისინი უნდა უზრუნველყოფდნენ წიგნებით აქედან გამომდინარე ალბათ განათლების სამინისტრომ ჩათვალა, რომ ამ ეტაპზე მათ არ დაუფინანსოს სახელმძღვანელოები”, - ამბობოს მაკა ჯანაშვილი.

ამ სიახლემ გამომცემლების უკმყოფილება გამოიწვია, მათი განცხადებით ახალი ინიციატივის გამო დაზარალდებიან. ახალციხეში კი ფიქრობენ, რომ მათ ისეთი წიგნები უნდა ბეჭდონ რომელიც საზოგადოებას დააინტერესებს.

”ეს სიახლე მისაღებია, ის მოსაზრება, რომ ვინმე ზარალდება არასწორია, გამომცემლებმა ბეჭდონ ის წიგნები, რომლებიც მათ სარგებელს მოუტანს და არ დაზარალდებიან. ასეთი სიახლესთვის ხელის შეშლა მიუღებელია”, - ამბობს ახალციხეში მცხოვრები ნაირა სამსონიძე.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
ახალქალაქის სკოლებში სახელმძღვანელოებს ელოდებიან
ახალციხის კერძო და საჯარო სკოლებში 344 პირველკლასელი დარეგისტრირდა
უფასო სახელმძღვანელოები ყველას არ შეხვდა
ეთნიკური უმცირესობები უფასო სახელმძღვანელოების გარეშე არ დარჩებიან
ახალციხის საჯარო და კერძო სკოლებში 330 პირველკლასელი დარეგისტრირდა
საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება