FM97.5 / LIVE
4 წლის განმავლობაში, 23 ქვეყანაში, 3715 საქართველოს მოქალაქეა დაკავებული

4 წლის განმავლობაში, 23 ქვეყანაში, 3715 საქართველოს მოქალაქეა დაკავებული

მთავარისაზოგადოება 24.06.2015
IDFI–ს მონაცემებით, საზღვარგარეთ ჩადენილ სამართალდარღვევათა გამო 2010-2014 წლებში დაკავებულია 3 715 საქართველოს მოქალაქე, 8610 კი დეპორტირებულია.

4 წლის განმავლობაში, 23 ქვეყანაში, 3715 საქართველოს მოქალაქეა დაკავებული

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI–ს) განცხადებით, ეს ციფრები 23 ქვეყნის მონაცემებს ასახავს.

2010-2015 წლებში საზღვარგარეთ დაკავებული და საზღვარგარეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ დეტალური (დანაშაულის სახეების და ქვეყნების მიხედვით) სტატისტიკური ინფორმაციის მოთხოვნით IDFI-იმ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 25 მარტს მიმართა.

„2015 წლის 28 აპრილს სამინისტროდან მოწოდებული იქნა, მხოლოდ 23 ქვეყანაში (არგენტინა, აშშ, ბელარუსი, ბულგარეთი, დანია, ეთიოპია, თურქეთი, თურქმენეთი, იაპონია, კანადა, კორეა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, საუდის არაბეთი, უკრაინა, უნგრეთი, ქუვეითი და ჩინეთი) საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის და 4 ქალაქში (სალონიკი, ტრაპზონი, განჯა და მაინის ფრანკფურტი) საკონსულო დაწესებულების მონაცემები დაჯამებული სახით“, – აცხადებენ IDFI–ში .

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აღნიშნული ქვეყნების მაგალითზე მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2010-2014 წლებში საზღვარგარეთ ჩადენილ სამართალდარღვევათა გამო დაკავებულია 3 715 საქართველოს მოქალაქე.

„აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2013 წლამდე ყოველწლიურად შეინიშნება დაკავებულთა რაოდენობის მზარდი ტენდენცია. 2013 წელს 2010 წელთან შედარებით დაკავებულთა რაოდენობა გასამმაგებულია და შეადგენს 1 178 საქართველოს მოქალაქეს. 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 695 მოქალაქემდე შემცირდა“, – ნათქვამია IDFI–ს კვლევაში.

ამავე ორგანიზაციის მონაცემებით, 2015 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების მაგალითზე უკვე დაკავებულია საქართველოს 342 მოქალაქე.

„რაც შეეხება საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტირების/გამოძევების შემთხვევებს, როგორც ირკვევა 2010-2014 წლებში აღნიშნული ქვეყნებიდან სულ დეპორტირებულია 8 610 საქართველოს მოქალაქე.

საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების დაკავებების მსგავსად, დეპორტირების შემთხვევაშიც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 წელს ფიქსირდება - 2 280 პირი. 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი განახევრებულია, ხოლო 2015 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში სულ დეპორტირებულია 201 საქართველოს მოქალაქე“, – აცხადებენ IDFI–ში.

IDFI –ს ინფორმაციით, წარმოდგენილი მონაცემები აერთიანებს მხოლოდ 27 ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან მიღებულ ინფორმაციას: „ამასთან, აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები მოიცავს მხოლოდ იმ ფაქტებს, რომლის შესახებაც ინფორმირებულია ხსენებული დიპლომატიური უწყებები, შესაბამისად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ როგორც დაკავების, ასევე დეპორტირების მაჩვენებელი მთლიანი მსოფლიოს მასშტაბით გაცილებით მაღალია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით დანარჩენი ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან და საკონსულო დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაცია ინსტიტუტს მიეწოდებოდა აღნიშნული უწყებებიდან მიღებისთანავე. სამწუხაროდ აღნიშნული ინფორმაცია ინსტიტუტს დღემდე არ მიუღია“.

4 წლის განმავლობაში, 23 ქვეყანაში, 3715 საქართველოს მოქალაქეა დაკავებული

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

2014 წელს საპატრულო პოლიციის მიერ 1 316 006 პირია დაჯარიმებული
IDFI–ს ინფორმაციით, 2013 წლიდან ხელოვნური აბორტის შემთხვევებმა იკლო
2014 წელს 2013 წელთან შედარებით ვირუსული C ჰეპატიტის შემთხვევები 644-ით გაიზარდა
სამცხე – ჯავახეთში 4 445 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია რეგისტრირებული
ბოლო 10 წელიწადში საქართველომ დახმარების სახით 2.071.470.000 აშშ დოლარი მიიღო
სამინისტრო: სახმელეთო და საზღვაო გზებით საქართველოში 6747 მოქალაქე დაბრუნდა
IDFI: საქართველოში გამჭვირვალობის ხარისხი გაუარესდა