FM97.5 / LIVE

სამცხე – ჯავახეთში 4 445 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია რეგისტრირებული

მთავარისაზოგადოება 07.05.2015
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით 2015 წლის 1 მარტისთვის სამცხე – ჯავახეთში რეგისტრირებულია სახელმწიფო სოციალური დახმარების მიმღები 4 445 პირი.

სამცხე – ჯავახეთში 4 445 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია რეგისტრირებული2015 წლის 1 მარტისთვის საქართველოში რეგისტრირებულია სახელმწიფო სოციალური დახმარების მიმღები 118 651 შშმ პირი, რაც საქართველოს საერთო მოსახლეობის დაახლოებით 3% -ია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ქვეყნების უმეტესობაში ეს რიცხვი საშუალოდ 10%–ს აღწევს.

"მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 15%-ს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები შეადგენენ, შშმ პირები წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჯგუფს მსოფლიოში იმ უმცირესობათა შორის, რომელიც ყურადღების მიღმა რჩება და ხშირად საზოგადოებისა თუ სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციას განიცდის",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

IDFI-მ სტატისტიკური ინფორმაცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურისგან მიიღო, თუმცა დღესდღეობით სახელმწიფო შშმ პირთა ოდენობას აღრიცხავს სოციალური პაკეტის პირთა რაოდენობის მიხედვით, ამიტომ ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ შშმ პირთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე ამას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ასახავს.

ინსტიტუტის ინფორმაციით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2015 წლის 1 იანვრის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 30% თბილისში ცხოვრობს (1 118 300 ადამიანი), შესაბამისად ყველაზე მეტი შშმ პირიც სწორედ თბილისში ფიქსირდება.

არც ჯანდაცვის სამინისტრო და არც სტატისტიკის დეპარტამენტი არ ფლობს სტატისტიკურ ინფორმაციას შეზღუდული შესაძლებლობების კატეგორიების მიხედვით. საქსტატის ცნობით, შშმ პირების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 2016 წლის აპრილის ბოლოს, მას შემდეგ რაც დამუშავდება 2014 წლის საყოველთაო აღწერის პირველადი მონაცემები.

IDFI-მ აღმოაჩინა სხვაობა იმ სტატისტიკურ მონაცემებს შორის, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ და საქსტატმა ცალ-ცალკე მიაწოდა. კერძოდ, საქსტატის ცნობით სოციალური პაკეტის მიმღები შშმ პირების რაოდენობა (2014 წლის ბოლო) ჯამში შეადგენს 123 722 ადამიანს, მაშინ როდესაც ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით 2015 წლის 1 მარტის მდგომარეობით მათი რიცხვი 5 071-ით ნაკლებია და შეადგენს 118 651-ს. IDFI-სთვის გაურკვეველია 3 თვის განმავლობაში ასეთი კლების მიზეზი.

[Sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

2014 წელს საპატრულო პოლიციის მიერ 1 316 006 პირია დაჯარიმებული
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით  2015 წელს გარდაცვლილთა რაოდენობა 0,7%–ით გაიზარდა
4 წლის განმავლობაში, 23 ქვეყანაში, 3715 საქართველოს მოქალაქეა დაკავებული
დღეს შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეა
სახალხო დამცველი შშმ პირთა  დასაქმების მდგომარეობას საგანგაშოდ აფასებს
თბილისში მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები იწყება
5 ნოემბრიდან მოსახლეობის საყოველთაო აღწერა იწყება