FM97.5 / LIVE

ბოლო 10 წელიწადში საქართველომ დახმარების სახით 2.071.470.000 აშშ დოლარი მიიღო

მთავარიეკონომიკა 28.12.2015
1995-2015 წლებში საქართველოსთვის სხვადასხვა ქვეყნებისა და ორგანიზაციების მიერ გაცემული გრანტების საერთო ოდენობა 2 071 470 000 აშშ დოლარს შეადგენს. ამათგან, ყველაზე დიდი ოდენობის დახმარება საქართველომ 2008 წელს მიიღო.

აღნიშნულ მონაცემებს ორგანიზაცია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ფინანსთა სამინისტროსგან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს.

საქართველოს დამოუკიდებლობის მიღების შემდგომ, უცხო ქვეყნებისა და გაერთიანებების მიერ საქართველოსთვის უსასყიდლოდ გაწეული ფინანსური დახმარებების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით IDFI-იმ ფინანსთა სამინისტროს 2015 წლის 4 დეკემბერს მიმართა.

ბოლო 10 წელიწადში საქართველომ დახმარების სახით 2.071.470.000 აშშ დოლარი მიიღო
1995-2015 წლებში საქართველოსთვის უსასყიდლოდ გაწეული ფინანსური დახმარება. IDFI-ს ინფოგრაფიკა


მიღებული მონაცმების მიხედვით, 1995-2015 წლებში საქართველოსთვის სხვადასხვა ქვეყნებისა და ორგანიზაციების მიერ გაცემული გრანტების საერთო ოდენობა შეადგენს 2 071 470 000 აშშ დოლარს.

აღნიშნული თანხიდან, საქართველოს ყველაზე დიდი თანხა უსასყიდლოდ გადმოეცა 2008 წელს - 392 260 000 აშშ დოლარი. მიღებული გრანტების სიდიდის თვალსაზრისით გამორჩეულია აგრეთვე 2010 წელი - 272 870 000 აშშ დოლარი. 2014 წელს საქართველოსთვის უსასყიდლოდ გაწეულმა ფინანსურმა დახმარებამ 182 140 000 აშშ დოლარი, ხოლო 2015 წელს 31 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოსთვის გამოყოფილმა უსასყიდლო ფინანსურმა დახმარებამ 129 500 000 აშშ დოლარი შეადგინა.

ბოლო 10 წელიწადში საქართველომ დახმარების სახით 2.071.470.000 აშშ დოლარი მიიღო
სხვადასხვა ქვეყნებისა და ორგანიზაციების მიერ გაცემული გრანტები. წყარო: IDFI


როგორც IDFI-ის ინფორმაციაში ვკითხულობთ, 1995-2015 წლებში უცხო ქვეყნების მიერ საქართველოსთვის უსასყიდლოდ გაწეული ფინანსური დახმარებების თვალსაზრისით გამორჩეულია ამერიკის შეერთებული შტატები - 912 140 000 აშშ დოლარი ( USA Government – 258 940 000, USA-MCC – 414 410 000, USA USAID – 238 790 000).

საქართველოსთვის აღნიშნულ პერიოდში უსასყიდლოდ გაწეული ფინანსური დახმარების თვალსაზრისით გამორჩეულია აგრეთვე: გერმანია - 118 090 000 აშშ დოლარი, ნიდერლანდების სამეფო - 65 850 000 აშშ დოლარი, იაპონია - 40 920 000 აშშ დოლარი, ჩინეთი - 38 010 000 აშშ დოლარი და უკრაინა 12 600 000 აშშ დოლარი.

ბოლო 10 წელიწადში საქართველომ დახმარების სახით 2.071.470.000 აშშ დოლარი მიიღო
მაჩვეებელი ქვეყნების მიხედვით. წყარო: IDFI


1995-2015 წლებში საერთაშორისო გაერთიანებების და ორგანიზაციების მიერ გაწეულ ფინანსურ დახმარებებს შორის აღსანიშნავია ევროპის კავშირი (EC)- 550 370 000 დოლარი, გლობალური ფონდი (GlobalFund) – 56 090 000 აშშ დოლარი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის კომპანია (BTC Co) – 45 320 000 აშშ-დოლარი, მსოფლიო ბანკი (WorldBank) – 22 310 000 აშშ დოლარი.

ბოლო 10 წელიწადში საქართველომ დახმარების სახით 2.071.470.000 აშშ დოლარი მიიღო
მაჩვეებელი საერთაშორისო გაერთიანებების და ორგანიზაციების მიხედვით. წყარო: IDFI


„ზემოთ წარმოდგენილი მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მიღების შემდგომ უსასყიდლოდ მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას უწევენ ამერიკის შეერთებული შტატები, სხვადასხვა ევროპული ქვეყნები თუ გაერთიანებები. მხოლოდ შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა საქართველოსთვის ერთობლივად გამოყვეს მილიარდ ნახევრამდე აშშ დოლარის უსასყიდლო ფინანსური დახმარება და ეს იმის ფონზე, როდესაც ფინანსურ დახმარებასთან ერთად საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორებმა ასევე გაგვიწიეს სხვა მნიშვნელოვანი დახმარებაც (შეღავათიანი კრედიტები, მატერიალურ-ტექნიკური დახმარება, დააფინანსეს თავდაცვის, უსაფრთხოების, განათლების თუ კულტურის მხარდაჭერის პროგრამები და სხვა)“, – აცხადებენ IDFI-ში.

IDFI –ს ინფორმაციით, ნიშანდობლივია აგრეთვე ის ფაქტიც, რომ მიღებული მონაცემების მიხედვით1995 წლიდან რუსეთის ფედერაციას საქართველოსთვის უსასყიდლოდ არანაირი სახის ფინანსური დახმარება არ გაუწევია.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

54 მილიონი დოლარი სკოლების განახლებისთვის
1.1 მილიონი დოლარი საქართველოს ამერიკისგან
1 დოლარი 3.45 ლარი, 1 ევრო - 3.74  - ეროვნული ვალუტა მკვეთრად გაუფასურდა
ლარი ისევ უფასურდება – ერთი დოლარი 2.4310 ლარია
ერთი ამერიკული დოლარი 2.73 ლარი გახდა
ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 10 თვის მონაცემები [R]
2015 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა შემცირდა