FM97.5 / LIVE
IDFI–ს ინფორმაციით, 2013 წლიდან ხელოვნური აბორტის შემთხვევებმა იკლო

IDFI–ს ინფორმაციით, 2013 წლიდან ხელოვნური აბორტის შემთხვევებმა იკლო

მთავარისაზოგადოება 21.04.2015
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ინფორმაციით, 2012 წლამდე საქართველოში აბორტების რაოდენობის მატების მზარდი ტენდენცია შეინიშნებოდა, 2013 წლიდან კი კლება ფიქსირდება.

IDFI–ს ინფორმაციით, 2013 წლიდან ხელოვნური აბორტის შემთხვევებმა იკლო

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ინფორმაციით, 2012 წელს საქართველოში ოფიციალურად ორსულობის შეწყვეტის 39 225 ფაქტი დაფიქსირდა, 2013 წელს – 36 537, 2014 წელს კი, წინასწარი მონაცემებით, – 31 908.

IDFI–ს ინფორმაციით, 2013 წლიდან ხელოვნური აბორტის შემთხვევებმა იკლო „2004-2012 წლებში ყოველწლიურად შეინიშნებოდა როგორც ხელოვნური ასევე თვითნებური (თავისთავადი) აბორტების შემთხვევების ზრდა. 2013 და 2014 წლის წინასწარი მონაცემების მიხედვით ხელოვნური აბორტების შემთხვევების რაოდენობა ყოველწლიურად დაახლოებით 4000 შემთხვევით კლებულობს. რაც შეეხება თვითნებურ (თავისთავად) აბორტებს, ბოლო წლებშიც კვლავ მზარდი ტენდენცია შეინიშნება და 2014 წელს, წინასწარი მონაცემებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ყველაზე ბევრი 5 895 შემთხვევა ფიქსირდება“, – აცხადებენ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში.

IDFI–ს ინფორმაციით, 2013 წლიდან ხელოვნური აბორტის შემთხვევებმა იკლო ორგანიზაციის მონაცემებით, ორსულობის შეწყვეტის შემთხვევები 15 წლამდე მოზარდების ასაკობრივ კატეგორიაში 2013 და 2014 წლებშიცაა დაფიქსირებული. 2013 წელს 15 წლამდე მოზარდებში აბორტის 32 შემთხვევა დაფიქსირდა (მათ შორის 8 ხელოვნური), ხოლო 2014 წელს წინასწარი მონაცემებით 17 შემთხვევა (მათ შორის 9 ხელოვნური).

განვლილი წლების მსგავსად 2014 წლის მონაცემებითაც აბორტების ყველაზე დიდი წილი 44% (სულ 13 961, მათ შორის ხელოვნური – 12 779) მოდის 20-29 წლამდე ასაკის ჯგუფზე.

„მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში შეინიშნება ხელოვნური აბორტების მაჩვენებლის კლებადი ტენდენცია, 2014 წელს წინასწარი მონაცემებით დაფიქსირებული ოფიციალური რაოდენობა - 26 013 (2014 წლის საბოოლოო მაჩვენებელი სავარაუდოდ გარკვეულწილად გაიზრდება) კვლავ თვალშისაცემია. მაგალითად, თუ შევადარებთ 2014 წელს ხელოვნურად ჩატარებული აბორტების ოფიციალურ მაჩვენებელს, იმავე წელს დაბადებულთა რაოდენობას (60 635) ვნახავთ, რომ დაახლოებით ყოველი მესამე ორსულობა ხელოვნური ჩარევით შეწყდა“.

IDFI –ში ამბობენ, რომ ეს მონაცემები შეიცავს მხოლოდ ოფიციალურად რეგისტრირებულ მაჩვენებელს. სავარაუდოდ, არარეგისტრირებული აბორტების გათვალისწინებით, აღნიშნული მაჩვენებელი გაცილებით მაღალია. მაგალითად, 2013–2014 წლებში ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი, სპეციალობაში „მეანობა გინეკოლოგია“ დაისვა 6 შემთხვევაში, რომელთაგან ყველაზე დიდ სანქციას წარმოადგენდა 6 თვის ვადით სერთიფიკატის შეჩერება.

IDFI–ს ინფორმაციით, 2013 წლიდან ხელოვნური აბორტის შემთხვევებმა იკლო

"აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2014 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც უკანონო აბორტების შესახებ კანონში დაწესებული სანქციები გამკაცრდა. უკანასკნელი ცვლილების მიხედვით უკანონო აბორტი დაისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 120-დან 300 საათამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთით 1-დან 2 წლამდე. იგივე ქმედება ჩადენილი უკანონო აბორტისათვის მსჯავრდებულის მიერ, რამაც გამოიწვია შვილოსნობის სამუდამოდ მოშლა, ან სხვა მძიმე შედეგი, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით 2-დან 5 წლამდე. უკანონო აბორტი რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, დასჯადი გახდება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 6 წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით 3 წლამდე", - აცხადებენ IDFI– ში.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

2014 წელს საპატრულო პოლიციის მიერ 1 316 006 პირია დაჯარიმებული
2014 წელს 2013 წელთან შედარებით ვირუსული C ჰეპატიტის შემთხვევები 644-ით გაიზარდა
4 წლის განმავლობაში, 23 ქვეყანაში, 3715 საქართველოს მოქალაქეა დაკავებული
შსს: 2013 წელს სამცხე-ჯავახეთში დანაშაულმა 24,6%-ით მოიმატა
საქსტატი: 2014 წელს ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა 4,8%–ით გაიზარდა
საქსტატი: 2014 წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა შემცირდა
ახალციხის ხელოვნური ტბა გახსნისას და გახსნიდან 2 წლის შემდეგ [Photo]