FM97.5 / LIVE
2014 წელს 2013 წელთან შედარებით ვირუსული C ჰეპატიტის შემთხვევები 644-ით გაიზარდა

2014 წელს 2013 წელთან შედარებით ვირუსული C ჰეპატიტის შემთხვევები 644-ით გაიზარდა

მთავარისაზოგადოება 28.04.2015
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, 2013-14 წლებში ვირუსული C-ჰეპატიტის 4 690 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 2014 წელს 2013 წელთან შედარებით შემთხვევები 644-ით არის მომატებული.

2014 წელს 2013 წელთან შედარებით ვირუსული C ჰეპატიტის შემთხვევები 644-ით გაიზარდა

2015 წლის აპრილიდან საქართველოში სახელმწიფო პროგრამა დაიწყო, სახელწოდებით: „საქართველო C ჰეპატიტის გარეშე“. 21 აპრილს, თბილისში, საქართველოს მთავრობასა და ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანია "გილეადს" შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის C ჰეპატიტის ახალი პრეპარატით ხელმისაწვდომ მკურნალობას ითვალისწინებს. 28 აპრილს კი C ჰეპატიტის სამკურნალო სახელმწიფო პროგრამაში პაციენტების რეგისტრაცია დაიწყო.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი C ჰეპატიტით დაავადებულთა სტატისტიკური მონაცემებით დაინტერესდა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, C ჰეპატიტით ინფიცირებულთა რაოდენობის, შესახებ ინსტიტუტის მოთხოვნაზე სამინისტროდან მიწოდებულია ინფორმაცია, მხოლოდ დარეგისტრირებული ახალი შემთხვევების შესახებ. როგორც მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა 2013-14 წლებში დაფიქსირდა სულ 4 690 ახალი შემთხვევა. 2014 წელს 2013 წელთან შედარებით ვირუსული C-ჰეპატიტის ახალი შემთხვევები 644-ით არის მომატებული.

„გასულ წლებში (კერძოდ, 2012 წელს) IDFI-სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2008 წელს ჩატარდა კვლევა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოზრდილ მოსახლეობაში დაახლოებით 200 000 ადამიანია ვირუსული C-ჰეპატიტით ინფიცირებული. მხოლოდ ახალი შემთხვევების შესახებ ინფორმაციის მოწოდება მიგვანიშნებს იმაზე, რომ დღემდე არ არსებობს ოფიციალური მონაცემები საქართველოში აღნიშნული ვირუსით ინფიცირებულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაციის მიხედვით C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის პირველი ეტაპის ღონისძიებები გულისხმობს C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკას მკურნალობაში ჩართვამდე, მკურნალობის პროცესის მონიტორინგისთვის აუცილებელი კვლევების ჩატარებას და C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა მკურნალობას სპეციალური სამკურნალო მედიკამენტებით.

„საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობა საწყის ეტაპზეა და გარკვეული წარმატებები არსებობს. C ჰეპატიტის სამკურნალო სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს ისარგებლონ ხშირ შემთხვევაში მათთვის ხელმიუწვდომელი მკურნალობით, მნიშვნელოვან შედეგს იქონიებს C ჰეპატითით ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირების თვალსაზრისით“, – აცხადებენ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე რეგისტრაცია იწყება
28 ივლისს C ჰეპატიტის საერთაშორისო დღე აღინიშნება
С ჰეპატიტის სამკურნალოდ პაციენტების რეგისტრაცია 28 აპრილიდან დაიწყება
ხვალ 34 პაციენტი C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტს მიიღებს
დღეიდან C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვა ნებისმიერს შეუძლია
მსჯავრდებულ ქალებს C ჰეპატიტის გამოკვლევა ჩაუტარდათ
C ჰეპატიტის პრეპარატის პირველი პარტია საქართველოში მიმდინარე კვირის ბოლოს შემოვა