FM97.5 / LIVE

ახალციხეში 284 მეთორმეტეკლასელიდან გამოსაშვები გამოცდა 25–მა ვერ ჩააბარა

მთავარისაზოგადოება » განათლება 27.05.2014
საჯარო სკოლებში გამოსაშვები გამოცდები დასრულდა. ახალციხეში 284 მეთორმეტეკლასელიდან სკოლის დამამთავრებელ ატესტატს წელს 25 მოსწავლე ვერ აიღებს.

ახალციხეში 284 მეთორმეტეკლასელიდან გამოსაშვები გამოცდა 25–მა ვერ ჩააბარა
საჯარო სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მიმდინარე წლის 21 მაისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 24 მაისს მათემატიკის გამოცდით დასრულდა. 22 და 23 მაისს მეთორმეტეკლასელებმა გამოცდა უცხო ენასა და ისტორიაში ჩააბარეს.

ახალციხის საჯარო სკოლის დირექტორების თქმით, გამოცდები საშუალო სირთულის იყო.

ახალციხის მეექსვე საჯარო სკოლაში 26 მეთორმეტეკლასელიდან გამოსაშვები გამოცდები მხოლოდ ერთმა ვერ ჩააბარა.

ორ მოსწავლეს გაუჭირდა ქართულის ენისა და ლიტერატურის, ასევე ისტორიის გამოცდის ჩაბარება მეორე საჯარო სკოლაში. 26–მა მეთორმეტეკლასელმა კი გამოსაშვები გამოცდა წარმატებით ჩააბარა.

ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში გამოცდაზე 85 მეთორმეტეკლასელი გავიდა, აქედან ატსეტატს 6 მოსწავლე ვერ აიღებს.

„6 ბავშვიდან სამი იყო ისეთი, რომლებსაც მხოლოდ ერთი გამოცდის ჩაბარება გაუჭირდათ, დანარჩენ სამს კი რამდენიმე საგანის“,–ამბობს პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მაკა ჯანაშვილი.

მესამე საჯარო სკოლის 38 მეთორმეტეკლასელიდან 5–მა მოსწავლემ ქიმიის, რუსულის და მათემატიკის გამოცდა ვერ ჩააბარა.

რაც შეეხება ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლას, აქ გამოსაშვებ გამოცდებზე 92 მოსწავლე გავიდა, თუმცა 11–მა მათგანმა გამოცდები ვერ ჩააბარა. როგორც სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ინგა ვარდიძე ამბობს, მეთორმეტეკლასელებს ძირითადად ისტორიის გამოცდის ჩაბარება გაუჭირდათ.

ამავე სკოლაში დამამთავრებელი კლასის გამოცდები სოფელ კლდის საჯარო სკოლის 12–მა მეთორმეტეკლასელმაც ჩააბარეს, აქედან 4–მა მოსწავლემ საჭირო ქულების რაოდენობა ვერ დააგროვა.

კერძო სკოლა „მზექაში“ 17 მეთორმეტეკლასელიდან გამოსაშვები გამოცდები ყველამ წარმატებით ჩააბარა.

შეგახსენებთ, რომ გამოსაშვები გამოცდები საჯარო სკოლებში ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს
საჯარო სკოლებში მე–11 კლასის გამოსაშვები გამოცდები დასრულდა
ახალციხის სკოლებში 21–მა მეთერთმეტეკლასელმა საატესტატო გამოცდები ვერ ჩააბარა
სკოლებში საატესტატო გამოცდები დაიწყო
ქართულის გამოცდაზე ორი პირი ჩაიჭრა
დღეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოსწავლეებმა ისტორიასა და ფიზიკაში ჩააბარეს
უცხო ენა და ბიოლოგია – რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა ახალციხის სკოლებში