FM97.5 / LIVE

სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს

მთავარისაზოგადოება » განათლება 22.05.2014
საჯარო სკოლებში გამოსაშვები გამოცდები დაიწყო. 21 მაისს მეთორმეტეკლასელებმა გამოცდა ქართულ ენაში ჩააბარეს, 22 მაისს კი უცხო ენაში.

სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს
ახალციხის საჯარო სკოლების დირექტორები ამბობენ, რომ უფროსკლასელებს გამოცდების ჩაბარება არ უჭირთ.

ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში დამამთავრებელი კლასის გამოცდებს 92 მოსწავლე აბარებს. ამათგან, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ორმა ვერ ჩააბარა, უცხო ენის გამოცდა კი ერთმა.

ორ მოსწავლეს გაუჭირდა ქართულის გამოცდა ახალციხის მეორე საჯარო სკოლაში. უცხო ენა კი ყველამ წარმატებით ჩააბარა.

სამ მოსწავლეს გაუჭირდა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში, სადაც 85 მეთორმეტეკლასელია. „უცხო ენის გამოცდის შედეგები კი ჯერ ცნობილი არ არის“, - ამბობს პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მაკა ჯანაშვილი.

მეექვსე საჯარო სკოლაში, დირექტორის, ზაზა თამარაშვილის თქმით, მოსწავლეებს არცერთი გამოცდის ჩაბარება არ გასჭირვებიათ.
ორივე საგანში წარმატებით ჩააბარეს გამოცდები ახალციხის მესამე საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებმაც.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდები გუშინ, 21 მაისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. დღეს გამოცდა უცხო ენაში ჩატარდა. ხვალ, 23 მაისს მეთორმეტეკლასელები გამოცდას ისტორიაში ჩააბარებენ, 24 მაისს კი სკოლის გამოსაშვები გამოცდები მათემატიკის გამოცდით დასრულდება.

გამოსაშვები გამოცდები საჯარო სკოლებში ტარდება და მას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები აკვირდებიან.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში 284 მეთორმეტეკლასელიდან გამოსაშვები გამოცდა 25–მა ვერ ჩააბარა
საჯარო სკოლებში მე–11 კლასის გამოსაშვები გამოცდები დასრულდა
სკოლის გამოსაშვები გამოცდები უცხო ენასა და ბიოლოგიაში ტარდება
ხვალ, 21 მაისს, საჯარო სკოლებში გამოსაშვები გამოცდები იწყება
სკოლებში საატესტატო გამოცდები დაიწყო
მეთორმეტეკლასელები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ
ახალციხის სკოლებში 21–მა მეთერთმეტეკლასელმა საატესტატო გამოცდები ვერ ჩააბარა