FM97.5 / LIVE

ახალციხეში თაბუკაშვილის ქუჩა ფეკალური მასით იტბორება

მთავარისამართალი » შემთხვევა 20.06.2015
ახალციხეში თაბუკაშვილის ქუჩა, ყოველ დილით, წყლის გამოსვლისას, ფეკალური მასით იტბორება. ადგილობრივები ინფექციების გავრცელების საშიშროებაზე საუბრობენ და დახმარებას ითხოვენ.

ახალციხეში თაბუკაშვილის ქუჩა ფეკალური მასით იტბორებათაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ ეგრეთ წოდებული ძველი საავადმყოფოს დასახლებაში საკანალიზაციო ჭა არის გაჭედილი. ამის გამო, ყოველ დილით, მაშინ როდესაც დასახლებაში წყალი გამოდის, ამ ჭიდან წამოსული ნიაღვარი თაბუკაშვილის ქუჩას მოუყვება.

„კომუნისტების დროს ამ დასახლებაში მცხოვრებმა ერთ – ერთმა ოჯახმა უნებართვოდ, კუსტარულად გააკეთა საკანალიზაციო სისტემა და ამ ჭას მიუერთა, შემდეგ კიდევ რამდენიმე ოჯახმა მიუერთა. ხუთი წლის წინ პრობლემა არ იყო, მაგრამ ახლა უკვე გაჭედილია და ვეღარ ატარებს წყალს“, – ამბობს თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრები აშოტ კავალერიანი და იმ ორ საკანალიზაციო ჭასთან მივყავართ, საიდანაც მათი ქუჩა იტბორბა. ჭიდან წყალი ახლაც მოდის, მთელს ქუჩასა და გზაზეც უსიამოვნო სუნია.

ადგილობრივები ინფექციის გავრცელების საშიშროებაზეც საუბრობენ: „დიდი დასახლებაა, უამრავი ბავშვი ცხოვრობს. ზაფხულში დილიდან საღამომდე გარეთ არიან და თამაშობენ. ეს ხომ საშიშია მათთვის?! ღმერთმა იცის რა ინფექციები შეიძლება გავრცელდეს. გარდა ამისა საშინელი სუნია, ფანჯრები ვერ გაგვიღია“, – ამბობენ თაბუკაშვილის ქუჩის მცხოვრებლები.

ადგილობრივები ამბობენ, რომ „საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის სამცხე – ჯავახეთის რეგიონულ ფილიალს“ რამდენჯერმე მიაკითხეს.

„პირადად მე რამდენჯერმე შევხვდი და ჩვენი პრობლემა მოვახსენე გია ბაგინაშვილს (წყალმომარაგების კომპანიის სამცხე-ჯავახეთის სერვისცენტრის მენეჯერი. ს.კ.). კომპანიის წარმომადგენლებმა ნახეს კიდეც, მაგრამ კერძო საკუთრებაა და ჩვენი გასაკეთებელი არ არის, თვითონ მოსახლოებამ უნდა გააკეთოსო“, – ამბობს აშოტ კავალერიანი.

„საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის“ სამცხე – ჯავახეთის რეგიონული ფილიალის მენეჯერმა გიორგი ბაგინაშვილმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ამ პრობლემის შესახებ არ იცის. თუმცა, თუ აღნიშნული საკანალიზაციო სისტემა კერო პირს ეკუთვნის, კომპანია მას ვერ შეაკეთებს.

აშოტ კავალერიანი ამბობს, რომ გუშინ მან დასახმარებლად უკვე თბილისში, კომპანიის ცენტრალურ ოფისში დარეკა: „როგორც ჩანს, ღამე წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებმა ჭა დროებით შეაკეთეს, რადგან დღეს წყლის ნაკადს ფეკალიები აღარ გამოყვა, მაგრამ მერწმუნეთ, ორ დღეში იგივე მდგომარეობა იქნება. აღნიშნული ჭა ან საერთოდ უნდა გაუქმდეს ან შეკეთდეს ისე, რომ ჩვენ პრობლემა აღარ გვქონდეს“.

თაბუკაშვილის ქუჩის მცხოვრებლები დახმარების მოლოდინში არიან. მათ იმედი აქვთ, რომ ვიდრე ფეკალიებმოფენილი ეზოდან რამე ინფქცია გავრცელდება, მათი პრობლემით ვინმე დაინტერესდება.

„თუ კერძო პირების ვალდებულებაა, მაშინ მათ მოსთხოვონ შეკეთება, თუ არა, თავად შეაკეთონ. სახლში ვეღარ შევდივართ ქუჩიდან იმის შიშით, რომ ბაქტერიებს შევიყოლებთ. ბოტკინის გავრცელებას მეტი კი არაფერი უნდა. მოგვხედონ, მითუმეტეს, რომ აგერ ქუჩის ბოლოს რომ გახედო, ადმინისტრაციის შენობა გიყურებს“, - ამბობენ თაბუკაშვილის მცხოვრებლები.

ახალციხეში თაბუკაშვილის ქუჩა ფეკალური მასით იტბორება

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში, დანიელაშვილის ქუჩა ფეკალური მასით იტბორება
ახალციხეში გუბერნიასთან საკანალიზაციო ჭა დაზიანდა და ქუჩა იტბორება
დიდიმამიშვილის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციას ითხოვენ
რუსთაველის ქუჩა ფეკალური მასით იტბორება
‘სასმელ წყალს სავარაუდოდ კანალიზაცია ერევა’ – მესხეთის ქუჩის მცხოვრებლები
ფეკალური მასა ღია არხებში და პირდაპირ მდინარეში
კორპუსის სარდაფი ფეკალიებით ივსება, შეკეთებაზე პასუხისმგებლობას კი ყველა იცილებს