FM97.5 / LIVE

დიდიმამიშვილის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციას ითხოვენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.12.2019
ახალციხეში, დიდიმამიშვილის ქუჩაზე მცხოვრები 15–მდე ოჯახის ძველი საკანალიზაციო სისტემის შეცვლას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამორტიზებული საკანალიზაციო ქსელის გამო, მათი ეზო ფეკალური მასებით იტბორება.

დიდიმამიშვილის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციას ითხოვენ

მოსახლეობის განმარტებით, ეზოში, სადაც ფეკალური მასები ამოდის, ბავშვები თამაშობენ, ამიტომ ხშირია მოწამვლის ფაქტებიც.

„ოთხი შვილიშვილი მყავს ოთხივე მოიწამლა და საავადმყოფოში ვუმკურნალეთ. არ მახსოვს უკვე რამდენი წელია, რაც ასე ვწვალობთ. ახალციხის მერიასაც მივმართეთ, მაგრამ გვითხრეს ჩვენ ვერ გავაკეთებთ და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას მიმართეთო“ , –ამბობს ჟენია ხაჩატურიანი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ საკანალიზაციო სისტემა მათ ეზოში არასდროს შეცვლილა.

„ყოველ მეორე დღეს იჭედება და გადმოდის. ამ ბოლოს ცენტრალური მილი გამოცვალეს, ჩვენი კი არა“, – ამბობს მამუკა ბერიძე.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის ფილიალის მენეჯერმა ბესო ფილაურმა განაცხადა, რომ დიდიმამიშვილის ქუჩაზე არსებული პრობლემის შესახებ, მას ინფორმაცია არ ჰქონდა: „ადგილობრივები დამიკავშირდნენ და საკითხში გავარკვევთ“.

მისი თქმით, 2020 წელს ახალციხეში საკანალიზაციო სისტემის სრული რეაბილიტაცია იგეგმება, თუმცა კონკრეტულად როდის შეიცვლება დიდიმამიშვილის N26–ში მოძველებული საკანალიზაციო სისტემა, ჯერ უცნობია.

[რიმა სარუხანიან, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დიდიმამიშვილის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა გაწმინდეს
ახალციხეში, დიდიმამიშვილის ქუჩაზე ფეკალური მასა ამოდის
მესხეთის ქუჩაზე მცხოვრებ ბაღდასაროვებს საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებაში დაეხმარებიან
ახალციხეში, დიდიმამიშვილის ქუჩაზე ფეკალური მასა იღვრება
ივანე ახალციხელის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ
მესხეთის ქუჩაზე კანალიზაციის მოუწესრიგებლობის გამო ანტისანიტარიის პრობლემა ისევ დგას
ბორჯომის სკვერში საკანალიზაციო სისტემა შეაკეთეს