FM97.5 / LIVE

‘სასმელ წყალს სავარაუდოდ კანალიზაცია ერევა’ – მესხეთის ქუჩის მცხოვრებლები

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.07.2020
ახალციხეში, მესხეთის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ სასმელ წყალში ფეკალური მასები ჩადის, რის გამოც, წყალს მძაფრი სუნი აქვს, განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობა დილის საათებშია.

‘სასმელ წყალს სავარაუდოდ კანალიზაცია ერევა’ – მესხეთის ქუჩის მცხოვრებლები

მესხეთის ქუჩაზე წყლის პრობლემა მეორე წელია აქვთ.

„ვინც დილით პირველი აღებს ონკანს, იმასთან მღვრიე და სუნიანი წყალი მოდის, დღის განმავლობაში იწმინდება, მაგრამ სუნი მაინც საშინელი აქვს“, – ამბობს ადგილობრივი ვარსენიკ სტეფანიანი.

ამავე ქუჩაზე მცხოვრებ შუშან ავაკიანს სასმელი წყლის მიტანაში ყოველდღიურად მეზობლები ეხმარებიან, ამბობს, რომ წყალმომარაგების კომპანიამ რამდენიმე ადგილას ამოთხარა, მაგრამ დაზიანების ადგილს ვერ მიაგნო.

„მარტოხელა ქალი ვარ, მეზობლების იმედზე ვარ დარჩენილი, შესაძლებლობა არ მაქვს რომ ვიყიდო წყალი. ხან ერთ მეზობელს მოაქვს, ხან მეორეს. წელიწადნახევარია წყალკანალი მუშაობს, ხან ერთ ადგილას თხრის, ხან მეორე ადგილას, მაგრამ ვერ გააკეთეს. იქნებ ვინმემ დაგვეხმაროს, აღარ შეგვიძლია“, – ამბობს იგი.

‘სასმელ წყალს სავარაუდოდ კანალიზაცია ერევა’ – მესხეთის ქუჩის მცხოვრებლები

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხშირად წყალს ჭიებიც მოჰყვება. მათი თქმით, დაზიანებული ადგილის სანახავად აუცილებელია საკანალიზაციო სისტემაც შემოწმდეს.

„წყალს ვავსებდი, ონკანიდან ჭიაყელა გადმოვარდა, ჩემ რძალს დავუძახე, რომ ენახა. წყალს ვყიდულობთ ან სხვა უბნიდან მოგვაქვს, როდემდე უნდა გაგრძელდეს ესე არ ვიცი“, – ამბობს სუსანა გიორგაძე.

„ოქტომბერში ორი წელი გახდება, რაც ასეთი ბინძური წყალია. ორმაგი ხარჯი გვაქვს, სასმელ წყალს ვყიდულობთ და წყლის გადასახადსაც ვიხდით. ამაზე რომ ვსაუბრობთ ძალიან წყინთ. თუ კანალიზაციის მილებიც არ შემოწმდება, ისე ვერ მოგვარდება ჩვენი პრობლემა“, – ამბობს მანანა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ მათთან შეტყობინება არ შესულა და არც პრობლემის შესახებ იცოდნენ.

„დღესვე ავალთ მესხეთის ქუჩაზე და ადგილზე შევამოწმებთ“, – განაცხადა წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის ფილიალის ხელმძღვანელმა გიორგი გრიგოლაშვილმა.

‘სასმელ წყალს სავარაუდოდ კანალიზაცია ერევა’ – მესხეთის ქუჩის მცხოვრებლები

[რიმა სარუხანიან, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მესხეთის ქუჩაზე  სასმელი წყლის სინჯები აიღეს
‘სასმელ წყალში ფეკალიები არ აღმოჩნდა’ –  წყალმომარაგების კომპანია
ოცი წელი წყლის გარეშე
დაბა ასპინძას  წყალს  ისევ წყალმზიდებით აწვდიან
რაბათში სასმელად უვარგისი წყალი მოდის
უწყლობის მესამე დღე - წყალმომარაგების კომპანია ქუჩაში წყალს დაარიგებს
ახალციხეში, ვარძიის ქუჩაზე ადგილობრივები წყლის პრობლემაზე ჩივიან