FM97.5 / LIVE

ახალციხეში, დანიელაშვილის ქუჩა ფეკალური მასით იტბორება

მთავარისამართალი » შემთხვევა 16.05.2014
დანიელაშვილის ქუჩაზე დაზიანებული საკანალიზაციო სისტემის გამო, ფეკალური მასა ეზოსა და სახლებს ტბორავს. ადგილობრივები დახმარებას 'გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა' და ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვენ.

ახალციხეში, დანიელაშვილის ქუჩა ფეკალური მასით იტბორება
ახალციხეში, დანიელაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ ყოველი წვიმის შემდეგ საკანალიზაციო არხი იბიდნება და ფეკალური მასა ეზოში ამოდის. ახლა საკანალიზაციო არხი გადათხრილია, ადგილობრივები ამბობენ, რომ არხი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა გაწმინდეს.

„ხან ერთ ადგილასაა ამოთხრილი კანალიზაცია, ხან მეორე ადგილას. საერთო ჯამში, თითქმის წელიწადია, ღიადაა და ამ ჰაერს ვსუნთქავთ. ფეკალური მასა პირდაპირ სადარბაზოებში დაცურავს“, – ამბობს დანიელაშვილის ქუჩაზე მცხოვრები გრიგოლ ფერაძე.

ახალციხეში, დანიელაშვილის ქუჩა ფეკალური მასით იტბორებამდგომარეობით შეწუხებულმა ადგილობრივებმა, დღეს, 16 მაისს, ადგიობრივ თვითმმართველობას მიაკითხეს. დანიელაშვილის მცხოვრებლები ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს მალხაზ ჟუჟუნაძესა და გამგებლის მოადგილეს თამარ გოგოლაძეს შეხვდნენ. გამგეობაში იმყოფებოდნენ „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ფილიალის წარმომადგენლებიც.

მოსახლეობის მოთხოვნით, გამგეობისა და გაერთიანებული წყალმომარაგების წარმომადგენლები დანიელაშვილის ქუჩაზე მოსახლეობასთან ერთად მივიდნენ და იქ არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულეს.

ახალციხეში, დანიელაშვილის ქუჩა ფეკალური მასით იტბორებამალხაზ ჟუჟუნაძის თქმით, დანიელაშვილის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა საერთოდ არ არსებობს: „კომუნისტების დროს აშენებული კორპუსებია და ტუალეტები გარეთ იყო. მაშინ რუსი სამხედროები ცხოვრობდნენ, მერე ვინც შესახლდა, საპირფარეშოები სახლებში მოაწყეს და საკანალიზაციო სისტემა სანიაღვრე არხს მიუერთეს. არხმა ვერ გაუძლო და ხშირად იქმნება პრობლემა“.

მისივე თქმით, დანიელაშვილის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის მოსაწესრიგებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა ვერ გამოიყოფა, რადგან არჩევნებამდე ორი თვით ადრე ამის უფლება არ აქვთ.

„ჩვენ შესაბამის სამინისტროში გაგზავნილი გვქონდა ეს პროექტიც, თუმცა იქიდან მხოლოდ ხუთი ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდა. მათ შორის ეს ქუჩა არ ყოფილა“, – ამბობს მალხაზ ჟუჟუნაძე და ამატებს, რომ ამ ქუჩას საკანალიზაციო სისტემის გარდა, გზის რეაბილიტაცია და გარე განათებაც სჭირდება. თუმცა, ვიდრე საკანალიზაციო სისტემა არ მოწესრიგდება, აღნიშნულ სამუშაოებს ვერ შეასრულებენ.

‘საქართველოს გაერთიანებული სწყალმომარაგების კომპანიის’ სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ფილიალის მენეჯერი გიორგი ბაგინაშვილი ამბობს, რომ ამ უბანში საკანალიზაციო სისტემა დაახლოებით 300 მეტრზეა გასაკეთებელი.

„სანიაღვრე არხს ვწმენდდით და გადათხრილი იმიტომაა. დაახლოებით 60–70 წელია აქ არავის არაფრისთვის ხელი არ მოუკიდია და გაბიდნულია. ახალი ქსელია მოსაწყობი“, – ამბობს გიორგი ბაგინაშვილი და ამატებს, რომ ‘გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის’ წინაშე კიდევ ერთხელ დაისმება ამ ქუჩაზე საკანალიზაციო ქსელის მოწყობის საკითხი, – „ეს არ არის ლოკალური ავარია, რომელიც სერვისცენტრის ძალებით უნდა გადაწყდეს“.

ახალციხეში, დანიელაშვილის ქუჩა ფეკალური მასით იტბორებაიქამდე, სანამ გადაწყდება ვინ გააკეთებს საკანალიზაციო სისტემას დანიელაშვილის ქუჩაზე, მოსახლეობა და ხელისუფლების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ არხი გაიწმინდება და გადათხრილი გზა მოწესრიგდება. მალხაზ ჟუჟუნაძე და გიორგი ბაგინაშვილი ირწმუნებუიან, რომ დანიელაშვილის ქუჩაზე ტექნიკა მუშაობას ხვალ დილიდანვე დაიწყებს. ადგილობრივები კი ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ, რომ გამგეობასა და წყალმომარაგების კომპანიას განცხადებით მიმართონ.

„შევაგროვებთ ხელმოწერებს, რომ ვითხოვთ საკანალიზაციო სისტემის თავიდან ბოლომდე მოწესრიგებას“, – ამბობს დანიელაშვილის ქუჩაზე მცხოვრები რომან გოგოლაძე.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დიდიმამიშვილის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციას ითხოვენ
დანიელაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ 50-მდე ოჯახს საფრთხე ემუქრება
ივანე ახალციხელის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ
დიდიმამიშვილის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა გაწმინდეს
დანიელაშვილის ქუჩას ვენეციას ადარებენ
ახალციხეში, დანიელაშვილის ქუჩაზე სახლები დაიტბორა
რუსთაველის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა გაწმინდეს