FM97.5 / LIVE

პროგრამა ‘მომავლის თაობამ’ სამწლიანი მუშაობა შეაჯამა

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.06.2017
დღეს, 9 ივნისს, სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობამ“ სამწლიანი მუშაობა შეაჯამა. პროგრამა 2014 წლიდან ხორციელდებოდა და მასში სამცხე–ჯავახეთის 42 საჯარო სკოლა იყო ჩართული.

პროგრამა ‘მომავლის თაობამ’ სამწლიანი მუშაობა შეაჯამა

პროგრამის მონაწილეებმა შეკრებილებს იმ აქტივობებზე უამბეს, რაც სამი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა.

საპროექტო ჯგუფის „გარემოს დაცვა“ წევრებმა წარადგინეს ახალგაზრდული ფორუმის ფარგლებში ერთ-ერთი წარმატებული პროექტის „სუფთა გარემო ჩვენი ჯანმრთელობის საწინდარია“ პრეზენტაცია. ამ პროექტში ახალციხის სოფლების – სვირის, ზიკილიის, მუსხისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბები მონაწილეობდნენ. მათი ინიციატივითა და ადგილობრივი მოსახლეობისა და თვითმმართველობის თანამშრომლობით სკოლების მიმდებარე ტერიტორიები გამწვანდა და გალამაზდა.


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა „სამყურა“ გამართა მცირე საგრანტო პროექტის პრეზენტაცია "მუზეუმი მომავალი თაობებისათვის", რაც ითვალისწინებდა სკოლაში ეთნოგრაფიული მუზეუმისათვის ფართის რეაბილიტაციასა და ამით სოფლის კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას.


გარდა ამისა, ინტეგრირებული გაცვლითი პროგრამის პარტნიორი საჯარო სკოლებიდან ,ქართული და სომხური სექტორის სკოლის მოსწავლეებმა, პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს. საქმე ეხებოდა იმ აქტივობებს, რაც 6 დღის განმავლობაში ჩატარდა ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით.

შეკრებილებმა მოისმინეს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის “იმედის“ - დამოუკიდებელი პროექტის " მეგობრობა გზად და ხიდად" შესახებ. პროექტი დაფინანსებული იყო "მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის" The Mclain Association For Children - მიერ და მისი მიზანი იყო გურკელში მცხოვრები შშმ პირისთვის შემოსავლის წყაროს შექმნა და დასაქმება. კერძოდ კი კომპიუტერული ოთახის შექმნა, რომლის მუშაობასაც თავადვე უზრუნველყოფს.

ახალგაზრდებმა აჩვენეს ვიდეო-კოლაჟიც, რომელშიც პროგრამის კურსდამთავრებულები სამოქალაქო განათლების პროგრამის როლზე, მნიშვნელობასა და ინიციატივებზე საუბრობდნენ.

სამცხე-ჯავახეთის თვითმმართველობების წარმომადგენელებმა კი პროგრამაში ადგილობრივი თვითმმართველობის მონაწილეობაზე ისაუბრეს.

„ამ სამი წლის განმავლობაში მოსწავლეების მიერ განხორციელებულ იქნა 450 ინიციატივა და ჩართული იყო 1500 ზე მეტი მოსწავლე. ამ ინიციატივებმა შეცვალა გარემო, გარემონტდა სკოლები, მოპირკეთდა გზა, გარემონტდა სკოლის საპირფარეშო. რეაბილიტაცია ჩაუტარდათ სააქტო და სპორტულ დარბაზებს. ახლა დავასრულეთ ტაბაწყურის სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია. ჩვენ დავიწყეთ და ადგილობრივებიც დაგვეხმარნენ. ასევე მოწესრიგდა სკოლასთან მისასვლელი გზა, სკოლის ეზოებში მოეწყო ახალგაზრდული სკვერები“, – ამბობს პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი მაკა სუდაძე.

„ბევრ აქციაში მივიღეთ მონაწილეობა, მაგალითად, ჰაერის გასუფთავებასთან დაკავშირებით, ჩვენს სოფელში ერთი დღე ისე მოვაწყეთ, რომ არცერთი მანქანა არ მოძრაობდა. დავასუფთავეთ ბუნება. პროექტის ფარგლებში ვუმასპინძლეთ მოსწავლეებს ახალციხის სკოლებიდან, გავიცანით ერთმანეთი და მონაწილეობა მივიღეთ სხვადასხვა ტრენინგებში“, – ამბობს ახალქალაქის სოფელი ხულგუმოს საჯარო სკოლის მოსწავლე ვენერა ჩივჩიანი.

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო განათლების პროგრამა – „მომავლის თაობა“ საქართველოს მასშტაბით 480 სკოლაში ხორციელდებოდა, აქედან 42 სკოლა სამცხე–ჯავახეთში იყო შერჩეული.

პროგრამას ახორციელებდა PH international–ი ამერიკის საერთაშორისო სააგენტოს USAID–ის ფინანსური მხარდაჭერით.

პროგრამა ‘მომავლის თაობამ’ სამწლიანი მუშაობა შეაჯამა

პროგრამა ‘მომავლის თაობამ’ სამწლიანი მუშაობა შეაჯამა

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პროგრამა ‘მომავლის თაობამ’ მუშაობა შეაჯამა
სამოქალაქო განათლების პროგრამამ ექვსთვიანი მუშაობა შეაჯამა
ახალგაზრდულმა ცენტრმა პროგრამა ‘მომავლის თაობა’ შეაჯამა
ახალციხის სკოლებმა სოფელ ხულგუმოს სამოქალაქო კლუბს უმასპინძლეს
“ახალგაზრდულმა ცენტრმა” პროექტის შედეგები შეაჯამა
”ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის” აქტივობების ანგარიში
ფესტივალი „მრავალკულტურული საქართველო“ სოფელ ვაჩიანში