FM97.5 / LIVE

სოფელ ლელოვანში საბავშვო ბაღი გაიხსნა

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 21.12.2016
ადიგენის სოფელ ლელოვანში ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება გაიხსნა. იგი 10-მდე სოფელს მოემსახურება. საბავშვო ბაღისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 114 184 ლარი დაიხარჯა.

სოფელ ლელოვანში საბავშვო ბაღი გაიხსნა

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 60 აღსაზრდელზეა განკუთვნილი. აქ ორი სათამაშო, ორი საძინებელი, აღმზრდელთა ოთახი, სამზარეულო და დერეფანია განთავსებული.

საბავშვო ბაღი ახალი ავეჯით, სათამაშოებით და საჭირო ინვენტარით აღიჭურვა, სადაც 12 ადგილობრივი დასაქმდა.
შენობა დღეს, 21 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილემ გიორგი მიქელაძემ, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ იმედა მღებრიშვილმა გახსნეს.

როგორც ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, აღნიშნულ შენობაში, წლების წინ, გამგებლის წარმომადგენლის კაბინეტი იყო განთავსებული. თუმცა ბოლო პერიოდში, შენობა არ ფუნქციონირებდა. პროექტის ფარგლებში, შეიცვალა მისი სახურავი, კარ-ფანჯარა და იატაკი, მოეწყო ცენტრალური გათბობის სისტემა, კეთილმოეწყო შენობის ინტერიერი და გარე ფასადი.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ ბოლაჯურში საბავშვო ბაღი გაიხსნა
სოფელ ყვიბისში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა
‘მეორე შახტაში’ ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
საძელში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
სოფელ ფერსაში საბავშვო ბაღი გაიხსნა
ადიგენში, სოფელ მოხეში საბავშვო ბაღი გაიხსნა
ბორჯომში ბაღების რეაბილიტაცია დასრულდა