FM97.5 / LIVE

დაბა ასპინძაში ორი ბაღი რემონტდება – პროექტის ღირებულება 900.000 ლარია

მთავარისაზოგადოება » განათლება 04.09.2015
პროექტი, რომლის ღირებულება 900.000 ლარს შეადგენს, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ასპინძის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

დაბა ასპინძაში ორი ბაღი რემონტდება – პროექტის ღირებულება 900.000 ლარია
N 1 საბავშვო ბაღში სრულად შეიცვალა კარ–ფანჯარა და იატაკი, ეწყობა სათამაშო და საძინებელი ოთახები, სამზარეულო, სველი წერტილები, მიმდინარეობს გარე ფასადის მოპირკეთებაც. მომდევნო ეტაპზე დაგეგმილია ბაღის ახალი ავეჯით, სათამაშოებითა და საჭირო ინვენტარით აღჭურვა. ასევე კეთილმოეწყობა ეზო და საბავშვო გასართობი მოედანი.

კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს N2 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაშიც. მუნიციპალიტეტის გამგებლის ლევან ცაბაძის ინფორმაციით, ბაღების რეაბილიტაციის შემდეგ დამატებითი ჯგუფების გახსნის შესაძლებლობა გაჩნდება: „რაც შესაბამისად ახალი სამუშაო ადგილების შექმნას გულისხმობს. ვგეგმავთ ასევე სპეციალური ტრანსპორტის დანიშვნას, რათა ახლომდებარე სოფლებიდანაც უზრუნველვყოთ ბავშვების ჩამოყვანა. გარდა ამისა გაიხსნება ინტეგრირებული ჯგუფი, სადაც არაქართული სოფლის, დამალის 80 -მდე პატარა ქართველ თანატოლებთან ერთად ისწავლის“.

რეაბილიტაციის შემდეგ დაბა ასპინძის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა კონტიგენტი 250-დან 700 აღსაზრდელამდე გაიზრდება.

როგორც სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინსტრაციაში ამბობენ, ბოლო ხანებში მხარის მასშტაბით, აშენდა 5 ახალი საბავშვო ბაღი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 23 ბაგა-ბაღს, მოხდა მათი ინვენტარითა და სხვა საჭიროებებით უზრუნველყოფა. წლის ბოლომდე დასრულდება კიდევ 6 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია. მათ შორის არის, ასპინძის მუნიციპალიტეტში - დაბა ასპინძის N1 და N2 საბავშვო ბაღები, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში - ქალაქ ახალქალაქის N2, N3, სოფლების კუმურდოსა და კარწახის საბავშვო ბაღები.
დაბა ასპინძაში ორი ბაღი რემონტდება – პროექტის ღირებულება 900.000 ლარია

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘მეორე შახტაში’ ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
სოფელ ყვიბისში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა
ბორჯომში ბაღების რეაბილიტაცია დასრულდა
ასპინძაში საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სოფელ ლელოვანში საბავშვო ბაღი გაიხსნა
ახალციხის N1 საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ®
ადიგენში საბავშვო ბაღი ოფიციალურად გაიხსნა