FM97.5 / LIVE

საგზაო მოძრაობის წესებს არდამორჩილებული სამთავრობო მანქანები?!

მთავარისაზოგადოება 26.05.2015
წესების დარღვევით გაჩერებული სამი ჯიპი ახალციხის ცენტრალურ ქუჩაზე და უმოქმედო პატრული - რა ფოტო და რის სადემონსტრაციოდ დაუდო ახალციხის საკრებულოს უმცირესობამ ქალაქის მერს საკრებულოს სხდომაზე და რა პასუხი აქვთ მერიაში.

საგზაო მოძრაობის წესებს არდამორჩილებული სამთავრობო მანქანები?!
25 მაისს, ქალაქ ახალციხის საკრებულოს სხდომაზე მერიის ინიციატივას ააიპ-ის შექმნაზე, რომელმაც ახალციხის ხელოვნურ ტბაზე უნდა იზრუნოს, უმცირესობის პროტესტი მოჰყვა. ახალციხის მერს, გიორგი კოპაძეს, რომელიც სხდომას ესწრებოდა, უმცირესობის პროტესტი არ გაჰკვირვებია.

„თქვენი წინააღმდეგობა მესმის, თქვენ ხომ უნდა გქონდეთ სალაპარაკო“, – მიმართა მერმა უმცირესობას, რამაც სხდომა მოულოდნელად სხვა თემაზე გადართო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ზურაბ სადათიერაშვილმა მერს ფურცელზე ამობეჭდილი ფოტო დაუდო და განაცხადა: „ჩხუბი მიზეზი რომ იყოს და გამოსაქვეყნებლად რომ მინდოდეს, მაშინ ეს ნახეთ“.

ფოტოზე ასახულია სამი ჯიპი, რომლებიც დღის საათებში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით დგას, იქვე ახლოს ჩანან ადამიანები, რომლებიც სავარაუდოდ ამ ავტომობილებიდან არიან გადმოსული და საუბრობენ.

„კი ვნახე და შენ რა გგონია, არ არის ამის შესახებ საქმის კურსში ჩაყენებული ვინც საჭიროა?! შენ ეს სურათი საიდან მოიპოვე?“ – ჰკითხა მერმა დეპუტატს.

ზურაბ სადათიერაშვილმა კი უპასუხა, რომ ფოტო 18 მაისს თავად გადაიღო.

„ხოდა სხვებმაც გადაიღეს და წასულია ეგ სადაც საჭიროა“– განაცხადა ქალაქის მერმა.

ფოტოს ავტორი, ზურაბ სადათიერაშვილი, ვერ აკონკრეტებს ვის ეკუთვნოდა აღნიშნული მანქანები. მისი ვარაუდით, ავტომობილებით ძალოვანი უწყების წარმომადგენლები იყვნენ და ისინი პატრულს არ დაუჯარიმებია: „ადმინისტრაციული შენობის წინ, ხალხმრავალ ადგილას, ავტომობილების სავალ ნაწილზე სამი ჯიპი იყო გაჩერებული. კერძო პირები ნამდვილად არ იყვნენ, რადგან პატრული მოძრაობდა და დააჯარიმებდა. პირებს, რომლებიც მანქანების გარშემო ტრიალებდნენ, იარაღი ჰქონდათ თან“.

ახალციხის მერი ფოტოზე ასახულ ფაქტზე პასუხისმგებლობას იმ მოტივით იხსნის, რომ ქალაქში მოძრაობის წესებს მერია არ არეგულირებს. „სამხრეთის კარიბჭესთან“ ამბობს, რომ ისინი ვისაც ეს საკითხი ეხებათ, ამ ფაქტის შესახებ ინფორმირებული არიან.

„მე როგორც ვიცი, ვინც უნდა იცოდეს ამის შესახებ ყველამ იცის“, – აღნიშნა გიორგი კოპაძემ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში.

ნამდვილად ეკუთვნოდა თუ არა აღნიშნული მანქანები შსს–ს სამცხე– ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს წარმომადგენლებს და რატომ არ მოახდინა რეაგირება საპატრულო პოლიციამ საგზაო წესების დარღვევაზე, "სამხრეთის კარიბჭე" შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პასუხს ორი დღის განმავლობაში ელოდებოდა. თუმცა, შსს–ს ამ ფაქტზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დაჯარიმდნენ თუ არა მოძრაობის წესების დამრღვევი პოლიციის მანქანები – შსს–ს განმარტება
ჯიმშერ გოგოლაური ურბანული დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარეს დაუპირისპირდა
ახალციხის მერს პროკურატურაში უჩივლეს
ენმ ახალციხის ოფისთან გამართული აქცია საკრებულოს სხდომაზე განიხილეს
შს სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე ფოტოკონკურსს აცხადებს
მოძრაობა წესების გარეშე
დეპუტატი მერის წინააღმდეგ – გოგოლაურმა ამჯერად სასამართლოს მიმართა