FM97.5 / LIVE

მოძრაობა წესების გარეშე

მთავარისაზოგადოება 19.10.2012
ახალქალაქში საგზაო მოძრაობის წესებს არც მძღოლები იცავენ და არც ფეხით მოსიარულეები. ამას ისიც ემატება, რომ საგზაო მოძრაობის ნიშნები ზოგან არასწორადაა დამონტაჟებული

მოძრაობა წესების გარეშე
ახალქალაქის ქუჩებში პირველად მოხვედრილ მძღოლს მოძრაობა ძალიან უჭირს. ფეხით მოსიარულეთა ადგილები ან არსადაა, ან ისეთ მდგომარეობაშია, რომ მოქალაქეები იძულებული არიან სამანქანო გზით ისარგებლონ.

“ზოგ ქუჩაზე, ტროტუარებზე, რომლებიც ფეხით მოსიარულეებისთვისაა განკუთვნილი, მანქანები დგას, ამიტომა ხალხს, უნდა თუ არ უნდა, ქუჩის სავალ ნაწილზე უწევს სიარული”, - ამბობს ახალქალაქელი აშუშა აკოფიანი.

იგივე მოსაზრებას იზიარებს გოარ ავაკიანიც. იგი ფიქრობს, რომ საგზაო მოძრაობის ნიშნები ზოგან არასწორად დგას.

“ჩვენთან საშინელი მოძრაობაა, არასწორად პარკირებული მანქანები და ფეხით მოსიარულეებიც იქ დადიან, სადაც
მოესურვებათ. უბრალოდ ჩვენთან საგზაო მოძრაობის წესებს არავინ იცავს”, - ამბობს იგი.

მართალია ახალდაგებულ გზებზე ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელებიც დაიხაზა, მაგრამ მოქალაქეთა უმრავლესობა მაინც გზის იმ მონაკვეთზე კვეთს ქუჩას, რაც მისთვის სასურველი ან მოსახერხებელია. ამიტომაა, რომ მანქანების საყვირების ხმა და საბურავების ღრჭიალი ახალქალაქში ხშირი მოვლენაა.

მოუწესრიგებელი მოძრაობით ყველაზე მეტად უკმაყოფილებას ტაქსის მძღოლები გამოთქვამენ.

“კანონის მიხედვით, ფეხით მოსიარულეს, თუ იგი მისთვის განკუთვნილ ბილიკზე გადადის, გზა უნდა დავუთმოთ. მაგრამ აქ ასე არ არის. ნიშნები დაკიდებულია, მაგრამ არავინ ჩერდება. ჩვენთან როგორც უნდათ, ისე დაყავთ მანქანები”, - ამბობს ტაქსისტი კამო.

ტაქსის მძღოლები ჩივიან, რომ ახალქალაქში ფეხით მოსიარულეები ქუჩებზე იქ გადადიან, სადაც მოუნდებათ. ქალაქში ხშირად იქმნება ავარიული სიტუაცია, როცა ფეხით მოსიარულე გზაზე გადადის, ამ დროს მძღოლი ანელებს სიჩქარეს, რომელიც წინა ფეხით მოსიარულისთვის გზის დათმობის შემდეგ ის-ის იყო აკრიფა.

“თუ ნიშანი არ არის ან წაიშალა, ფეხით მოსიალემ მაინც უნდა იცოდეს, რომ მას გზის გადაჭრის უფლება აქვს გზაჯვარედინიდან 5 მეტრში. მას არ აქვს უფლება 10 მეტრი გაიაროს და ქუჩის შუაში გადაკვეთოს გზა. თუ ტროტუარი არ არის, ფეხით მოსიარულეს აქვს უფლება გზის სავალ ნაპირზე დადგეს და საგზაო მოძრაობის შემხვედრი მიმართულებით იმოძრაოს, რათა ხედავდეს, მანქანები როგორ დადიან, მაგრამ თუ არის ტროტუარი, მას გზის სავალ ნაწილზე დგომის უფლება არ აქვს. ჩვენს შემთხვევაში მარცხენა ტროტუარი არ არის, არსებობს მხოლოდ მარჯვენა მხარეს”, - ამბობს ავტოსკოლის მასწავლებელი ხორენ ჩოლახიანი.

ზოგ ქუჩაზე ფეხით მოსიარულეთა ბილიკის ნიშნები არის, თუმცა, კაზუსებს ვერც ეს სიტუაცია აცდა.

“ზოგ ადგილას ფეხით მოსიარულეთა ბილიკზე წითელი ნიშანია, მაგრამ ეს ამკრძალავი ნიშნებია. მაგალითად, მესროპ მაშტოცის ძეგლთან. სწორი ნიშანი ლურჯი უნდა იყოს. ლურჯი ნიშნავს, რომ აქ ფეხით მოსიარულეთ ბილიკია. წითელი ნიშნავს, რომ ფეხით მოსიარულეთა ბილიკი 50-100 მეტრშია, ანუ ადამიანმა ამ ნიშნიდან აღნიშნული მანძილი უნდა გაიაროს და მხოლოდ შემდეგ გადაკვეთოს გზა”, - ამბობს ავტოსკოლის მასწავლებელი ხორენ ჩოლახიანი.
არასწორი ნიშნები სხვა ადგილებშიცაა.

“არის ნიშანი ხელოვნური დაბრკოლება, ამ ნიშნის ნაცვლად დაყენებულია უსწორმასწორო გზის ნიშანი”, - ამბობს ხორენ ჩოლახიანი.

შეცდომები სხვა ნიშნებშიცაა, რის გამოც მძღოლები ზარალდებიან. ბევრგან გაჩერების ამკრძალავი ნიშანი ისეთ ადგილზეა მიმაგრებული, რომ მძღოლი ვერ ხედავს, აჩერებს და ამით მოძრაობის წესებს არღვევს, საპატრულო პოლიცია კი აჯარიმებს.

“თავისუფლების ქუჩაზე არის გზაჯვარედინი, საიდანაც გზა სამხედრო კომისარიატისკენ მიდის. იქ დააყენეს ნიშანი, რომელიც სატვირთო მანქანების მოძრაობას კრძალავს. ამ ნიშანს მანქანების მძღოლები, რომლებიც იქ უხვევენ, ვერ ხედავენ. რაც ნიშნავს, რომ თუ იმ გზაზე შეუხვევ, დაგაჯარიმებენ. ფაქტობრივად კი, მძღოლი ამ ნიშანს ვერასდროს ხედავს”, - ამბობს ავტოსკოლის მასწავლებელი.

მისივე თქმით, შუქნიშანი, რომელიც თავისუფლებისა და დარბინიანის ქუჩების გზაჯვარედინზე დგას, სრული არ არის.
“საერთოდ, როცა ციფრულ შუქნიშანს კიდებენ ან ის ძალიან მაღლაა დამაგრებული, კიდევ ერთი უნდა დაკიდონ მძღოლებისთვის ხილვად ადგილზე. მაღლა დაკიდებული შუქნიშანი შორიდან მომავალი მძღოლებისთვისაა განკუთვნილი”, - ამბობს იგი.

ბევრი ნიშანი, რომელიც არასწორად იყო დადგმული, უკვე მოხსნეს. მაგალითად, მიასნიკიანისა და ნალბანდიანის ქუჩებზე ცალმხრივი მოძრაობისა და შესვლის აკრძალვის ნიშნები ერთად ეკიდა და მძღოლს, რომელიც ამ ადგილამდე მივიდოდა, წესები რომ არ დაერღვია, უმოძრაოდ უნდა გაჩერებულიყო, იქ მოხვევისა და უკან წამოსვლის საშუალება არ ჰქონდა.

“ნიშნები სარემონტო სამუშაოების მწარმოებელმა კომპანიამ დააყენა, ეს იყო შპს “ბლექსი გრუპი”. ნიშნების სისწორე საპატრულო პოლიციამ შეამოწმა. ყველაფერი შეთანხმებული და სწორია. იყო ადგილები, სადაც ნიშნები არასწორად ეკიდა, მაგრამ ისინი უკვე მოხსნილია. წლიდან წლამდე ქუჩებში მოძრაობა, დაძაბულობა იზრდება და ამ დროს ნიშნების რაოდენობაც იმატებს”, - ამბობს გამგეობის ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელი ვაან ბატოიანი.

[ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღის ფოტო: ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელი [Photo]
რას უჩივიან ახალციხეში მძღოლები
ახალციხეში რუსთაველის ქუჩიდან მესამე სკოლისკენ ავტომობილით შესვლა აიკრძალა
ახალქალაქის ქუჩებში დამონტაჟებული საგზაო ნიშნების საკითხს სამუშაო ჯგუფი სწავლობს
„მერიამ  დახაზულის წაშლა მოგვთხოვა“ – რატომ დაიხაზა შეცდომით ქვეითთა გადასასვლელი
ახალქალაქში ფეხით მოსიარულეს მანქანა დაეჯახა
ახალციხეში ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა [Photo]