FM97.5 / LIVE

ჯიმშერ გოგოლაური ურბანული დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარეს დაუპირისპირდა

მთავარიპოლიტიკა 01.02.2016
ახალციხის საკრებულოს უმცირესობის წევრი, ჯიმშერ გოგოლაური, ურბანული დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარის სამველ ოვეიანის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს.

ჯიმშერ გოგოლაური ურბანული დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარეს დაუპირისპირდა

აღნიშნულის შესახებ გოგოლაურმა, 29 იანვარს საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ დეპუტატის, ჯიმშერ გოგოლაურის თქმით, ურბანული დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარე სამველ ოვეიანი ანაზღაურებას დაუმსახურებლად იღებს და ამიტომ კომისიის თავმჯდომარის პოსტი უნდა დატოვოს. მისი თქმით, გასული, 2015 წლის განმავლობაში ოვეიანს არცერთი სხდომა არ აქვს ჩატარებული.

„დაინიშნოს ისეთი ადამიანი, რომელიც საქმეს გააკეთებს“, – ამბობს ჯიმშერ გოგოლაური, რომელიც ამავე კომისიის წევრია.
მისი თქმით, ოვეიანი რამდენჯერმე გააფრთხილა, რომ სხდომა ჩაეტარებინა, თუმცა უშედეგოდ: „შემპირდა, მაგრამ მთელი წელი ისე გავიდა, არაფერი გაუკეთებია“.

გოგოლაურის ბრალდებების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია კომისიის თავმჯდომარეს სამველ ოვეიანს. საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე კი აცხადებს, რომ ოვეიანი სხდომებს ნამდვილად ატარებდა.

„გოგოლაური არ მონაწილეობდა სხდომებში“, – ამბობს დავით ლომიძე.

ატარებდა თუ არა სამველ ოვეიანი სხდომებს, „სამხრეთის კარიბჭემ“ საკრებულოს აპარატში გადაამოწმა. აპარატში გვითხრეს, რომ სხდომები ნამდვილად ტარდებოდა, თუმცა, რა პერიოდულობით, ვერ დაგვიკონკრეტეს.

„გოგოლაური წინა წლების შესახებ საუბრობს. ძალიან სასწრაფო ინფორმაციები მაქვს გასაგზავნი, ცეცხლზე ვზივარ“, – განაცხადა სატელეფონო საუბარში თამარ აბულაძემ.

ჯიმშერ გოგოლაურის გარდა, ურბანული დაგეგმარების კომისიის წევრები არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ზურაბ სადათიერაშვილი და „ქართული ოცნების“ წევრი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე.

„ერთ სხდომას ნამდვილად დავესწარი, დანარჩენი არ მახსოვს“, – განაცხადა ზურაბ სადათიერაშვილმა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვინ იქნებიან ქალაქის საკრებულოში მუდმივმოქმედი კომისიის წევრები
ჯიმშერ გოგოლაური: საკრებულოს თავმჯდომარეს ერთ აქციაში მაინც უნდა მიეღო მონაწილეობა
უმცირესობის პროტესტის ფონზე არჩეული კომიისიის თავმჯდომარე
თვითმმართველი ქალაქის ახალციხის საკრებულოს პირველი სხდომა ხმაურით დაიწყო
გუბერნატორის მოადგილე: დეპუტატი მინისტრებთან შეხვედრაზე ეტყობა შეიპარა
ახალციხის მერიის ‘მიწის კომისიას’ მამუკა მიქელაძე უხელმძღვანელებს
დაპირისპირება საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატსა და პატრულს შორის