FM97.5 / LIVE

დაჯარიმდნენ თუ არა მოძრაობის წესების დამრღვევი პოლიციის მანქანები – შსს–ს განმარტება

მთავარისაზოგადოება 18.05.2016
გასული წლის დეკემბრიდან დღემდე, „სამხრეთის კარიბჭე“ სამართალდამცეველების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის 5 ფაქტს შეესწრო. 5–ვე შემთხვევაში ავტომანქანები არასწორად იყო გაჩერებული. რედაქცია დაინტერესდა რა რეაგირება მოჰყვა ასეთ შემთხვევებს.

დაჯარიმდნენ თუ არა მოძრაობის წესების დამრღვევი პოლიციის მანქანები – შსს–ს განმარტება

„სამხრეთის კარიბჭემ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი კითხვებით მიმართა და ასეთი პასუხი მიიღო:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობების დაცვით გადაუხვიოს კანონით განსაზღვრულ კონკრეტულ მოთხოვნებს.

ასევე, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის №1310 ბრძანების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის - საპატრულო პოლიციის მოსამსახურეებს უფლება აქვთ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გადაუხვიონ საგზაო მოძრაობის ცალკეულ წესებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარგებლობაშია როგორც სპეციალური შეფერილობის მქონე, ასევე ჩვეულებრივი შეფერილობის ავტომანქანები, რომელთაც, ოპერატიული საქმიანობიდან გამომდინარე, არ აქვთ განმასხვავებელი ნიშანი.

შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის №1310 ბრძანებით გათვალისწინებული გამონაკლისი ვრცელდება ჩვეულებრივი შეფერილობის ავტომანქანებზეც“, – ვკითხულობთ პასუხში.

„სამხრეთის კარიბჭემ“ მოძრაობის წესების, უფრო კონკრეტულად, პარკირების წესის დარღვევის ამსახველი პირველი ფოტო გასული, 2015 წლის 13 დეკემებრს გადაიღო, ბოლო კი 2016 წლის 9 აპრილს.

5 შემთხვევიდან ორში, წესს პოლიციის პიკაპი არღვევს, სამ შემთხვევაში კი არასწორად შსს სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის კუთვნილი ავტომანქანაა დაპარკინგებული. 5 შემთხვევიდან 4 დღის განმავლობაშია გადაღებული, 1 კი გვიან საღამოს. 2 შემთხვევაში წესს ერთი და იგივე ავტომობილი არღვევს, სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის კუთვნილი ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით: SH-011-SS.

საინტერესოა ისიც, რომ სამ შემთხვევაში, ფოტოზე ჩანს საპატრულო პოლიციის მანქანაც, რომელსაც დარღვევაზე რეაქცია არ აქვს.



[ვარლამ წიკლაური, ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაკვეთილებს ჩაუტარებენ
სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის კუთვნილი ავტომანქანა პარკირების წესს არღვევს [Photo]
რა შემთხვევაში დაგაჯარიმებთ პატრული 200 ლარით – შსს–ს განმარტება
დღის ფოტო: პრივილეგირებულთა პარკინგი [Photo]
შსს: უკონტაქტო პატრულირებას ‘თვალთვალთან’ საერთო არაფერი აქვს
შს მინისტრი სომხეთის პოლიციის უფროსს მასპინძლობს
ბაკურიანში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა