FM97.5 / LIVE

„სამცხე–ჯავახეთის ახალგაზრდული ფორუმი 2015“ ჩატარდა

მთავარისაზოგადოება 24.05.2015
სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით ეკოლოგიის, ჯანსაღი ცხოვრების წესის, მოხალისეობის, ტურიზმისა და თანასწორობის მიმართულებით შექმნილი პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.

„სამცხე–ჯავახეთის ახალგაზრდული ფორუმი 2015“ ჩატარდა24 მაისს ახალციხეში „სამცხე – ჯავახეთის ახალგაზრდული ფორუმი 2015“ ჩატარდა. ფორუმზე ახალგაზრდებმა ეკოლოგიის, ჯანსაღი ცხოვრების წესის, მოხალისეობის, ტურიზმისა და თანასწორობის მიმართულებით პროექტების პრეზენტაცია გამართეს.

ფორუმი დემოკრატ მესხთა კავშირის, World Vision Georgia–სა და ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით მოეწყო. ფორუმში აღნიშნული სამი ორგანიზაციის ასობით ახალგაზრდა იყო ჩართული.

„ეს პირველი მასშტაბური ახალგაზრდული ფორუმია ჩვენს რეგიონში, რომლის ძირითადი მიზანია ახალგაზრდების გაძლიერება, ხელშეწყობა, მათი კავშირების გამყარება, საჭიროებების გამოვლენა, მათი ხედვების ჩამოყალიბება და მიტანა შესაბამის გადწყვეტილების მიმღებ პირაბამდე“, – ამბობს World Vision Georgia–ს სამცხე – ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის მენეჯერი ნინო ლომიძე.

"სამცხე – ჯავახეთის ახალგაზრდულ ფორუმს" World Vision Georgia – ს დირექტორი სამხრეთ კავკასიაში ჰანს ბედერსკი, რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მენეჯერი თამარ ფრუიძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ბესარიონ აბაშიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანი, საქართველოს პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის წარმომადგენელი ხათუნა ხვიჩია, სამცხე – ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ავთანდილ კაჭკაჭაშვილი, ახალციხის მერი გიორგი კოპაძე, მუნიციპალიტეტების გამგებლები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფორუმი ორგანიზატორების წარმომადგენლების მისალმებით გაიხსნა. თითოეულმა მათგანმა ახალგაზრდობის გაძლიერების კუთხით ორგანიზაციის საქმიანობები მიმოიხილა და აღნიშნული ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო დღეა. ჩვენ მოვისმენთ იმ საჭიროებებს და საპროექტო ინიციატივებს, რაზეც მოზარდებმა იმუშავეს. ეს არის პროექტები და აქტივობები რის განხორციელებაც ძალიან კარგი იქნება, როგორც სამცხე – ჯავახეთში, ისე ზოგადად ქვეყანაში“, – განაცხადა World Vision Georgia – ს დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ჰანს ბედერსკიმ ფორუმზე.

ფორუმის მეორე ნაწილი „დემოკრატ მესხთა კავშირის“, World Vision Georgia–სა და „ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის“ ახალგაზრდებს დაეთმო, სადაც მათ ხუთი პროექტის თანასწორობის, ჯანსაღი ცხოვრების წესის, ეკოლოგიისა და გარემოსდაცვითი საკითხების, ტურიზმის განვითარებისა და მოხალისეობის პრეზენტაცია გამართეს.

თანასწორობის ჯგუფის წევრებმა პროექტი ბულინგის შესახებ მოამზადეს. მათ სურთ, რომ ბულინგი სასწავლო პროგრამაში შეიტანონ, ამისთვის კი ხელმოწერების შეგროვებას და განათლების სამინისტროში გაგზავნას გეგმავენ.

„ამ პროექტის ფარგლებში გადავწყვიტეთ, რომ გავაკეთოთ ორი აქტივობა გვინდა, რომ ახალციხის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მოვაწყოთ ფილმის ჩვენება, შემდეგ მოხდება ამ ფილმის განხილვა და ამით მოსახლეობა დაინახავს იმ სავალალო შედეგებს, რომელიც შეიძლება ბულინგს მოჰყვეს“, – ამბობენ თანასწორობის ჯგუფის წევრები.

ჯანსაღი ცხოვრების წესის ჯგუფის წევრებმა განაცხადეს, რომ სამცხე – ჯავახეთში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ამ კუთხით ნაკლებად მუშაობენ, ამიტომ მათ გადაწყვიტეს, რომ ადგილობრივ მოსახლოებას შეუქმნან პირობები იმისთვის, რომ მათ ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ. ისინი ამ პრობლემის მოგვარებას საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებით იწყებენ. პროექტის ფარგლებში ასევე გეგმავენ სხვადასხვა სპორტული აქტივობების გამართვასაც.

ეკოლოგიისა და გარემოსდაცვითი ჯგუფის წევრებმა პროექტი ოთხი ძირითადი პრობლემისგან შეადგინეს.
„ძირითადი პრობლემა არის ის, რომ რეგიონებში და სოფლებში არ იციან თუ როგორ უნდა მოახდინონ ნარჩენების გადამუშავება და მარვთა. ამ საკითხებზე გვინდა, რომ ჩავატაროთ ტრეინინგები, ასევე რამდენიმე სოფელში მოვაწყოთ სკვერები, რომელიც იქნება გამწვანებული, დაიდგმება ნაგვის ურნები და პერიოდულად გაიმართება დასუფთავების აქციები“, – განაცხადეს ეკოლოგიისა და გარემოსდაცვითი ჯგუფის წევრებმა.

ახალგაზრდები რეგიონში ტურიზმის განვითარებასაც გეგმავენ. ტურიზმის განვითარების ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ რეგიონში ბევრი ისეთი ისტორიული ძეგლია, რომლის შესახებაც ტურისტებმა არაფერი იციან, ამიტომ მათ პროექტი სწორედ ამ ძეგლების პოპულარიზაციისთვის შეადგინეს.

„გვინდა, რომ ზიკილიაში, კლდეში, ვალეში და ზანავში არსებული ისტორიული ძეგლების შესახებ ინფორმაცია მოვიძიოთ, დავამუშაოთ და განვათავსოთ ვებ გვერდზე თავისი ვიდეო და ფოტომასალით, ასევე ვგეგმავთ აღნიშნულ ძეგლებზე ბუკლეტებისა და ბილბორდების გაკეთებას. ეს ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს“, – ამბობენ ტურიზმის განვითარების ჯგუფის წევრები.

მოხალისეობის ჯგუფის წევრები, მოხალისეობის პოპულარიზაციას გეგმავენ, ამ კუთხით ახალგაზრდებისთვის ტრეინინგების ჩატარებას, ორდღიან სასწავლო კურსს თბილისში და აღნიშნულ თემაზე საჯარო სკოლებში სხვადასხვა აქტოვობების ჩატარებას აპირებენ.

ფორუმის დასასრულს ორგანიზატორებმა და მოწვეულმა სტუმრებმა პროექტების დაფინანსების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ბესარიონ აბაშიძემ განაცხადა, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო მზად არის ახალგაზრდების მიერ ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის კუთხით მომზადებული პროექტები განიხილოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია მსგავის ფორუმების გამართვა, რადგან გამორიცხულია კაბინეტიდან მართო ეს საკითხები ადგილობრივი თვითმმართველობის და მოსახლეობის გარეშე. მოვისმინე ახლგაზრდების მიერ გაკეთებული პროექტები და მინდა ვთქვა, რომ გარემოს დაცვის და ეკოლოგიის კუთხით მომზადებულ პროექტებს განვიხილავ და შეძლებისდაგვარად ახალგაზრდებს დავეხმარები“, – ამბობს ბესარიონ აბაშიძე.

„სამცხე–ჯავახეთის ახალგაზრდული ფორუმი 2015“ ჩატარდა

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეს ''სამცხე – ჯავახეთის ახალგაზრდული ფორუმი 2015'' გაიმართება
სამცხე-ჯავახეთი ახალგაზრდული ფორუმისთვის ემზადება
ახალგაზრდული ფორუმი - მიღწევები და გამოწვევები
ახალციხეში ახალგაზრდული ფორუმი მოეწყო
ბორჯომში, ნახანძრალ ტყეში, ახალგაზრდებმა 500 ნერგი დარგეს [Photo]
ადიგენში ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნა
ახალციხეში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა