FM97.5 / LIVE

ადიგენში ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნა

მთავარისაზოგადოება 20.10.2015
ადიგენში ახალგაზრდების მიერ დაგეგმილი შეხვედრებისა და პროექტების განხორციელების მიზნით, ასევე, მათი გააქტიურებისა და განვითარებისთვის, ცენტრი გაიხსნა; კეთილმოწყობილი დარბაზი ყოველდღე იმუშავებს;

ადიგენში ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნა
ახალგაზრდული ცენტრი ადიგენში, არტემ ბალახაშვილის ქუჩაზე, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „world vision- საქართველოს“ ერთობლივი ინიციატივით განხორციელდა.

შენობა, რომელიც ადიგენის მუნიციპალიტეტის ბალანსზეა, თვითმმართველობამ გაარემონტა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 22 ათასი ლარი გაიწერა, მისი ინვენტარით აღჭურვა კი „world vision- საქართველომ“ უზრუნველყო და ეს დაახლოებით 15 ათასი ლარი დაჯდა.

„ჩვენს თემში ბევრი პრობლემაა და მათ გადაწყვეტაში ახალგაზრდების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. სამი ძირითადი მიმართულება, რაზეც ვიმუშავებთ, უკვე გამოვყავით, ეს არის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, ახალგაზრდების ჩართულობა სასკოლო კლუბებში და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობა“, – ამბობს ადიგენის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენელი რუსუდან მიქელაძე და ამატებს, რომ "world vision- საქართველოს" დახმარებით, ახალგაზრდებს უკვე სტრატეგიული დოკუმენტიც შემუშავებული აქვთ.

სამცხე–ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის მენეჯერი ნინო ლომიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცენტრი არა ერთი პრობლემის მოგვარებას, არა მხოლოდ მუნიციპალურ, არამედ რეგიონის დონეზეც კი შეძლებს: „შესაძლოა დღეს ეს არის ძალიან მცირე წვლილი ახალგაზრდების განვითარებაში, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მისი როლი უფრო გაიზრდება. თუნდაც ადიგენიდან, რომელიც ყველაზე ღარიბი მუნიციპალიტეტია რეგიონში, იმის გამო რომ ელემენტარული ინფრასტრუქტურა არ არსებობს, ახალგაზრდები ტოვებენ მას, გარკვეულწილად ეს ცენტრი ადგილზე დააკავებს მათ“.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე პირობას დებს, რომ ახალგაზრდებთან აქტირუად ითანამშრომლებს. მისი თქმით, თვითმმართველობამ ახალგაზრდებთან ერთად დასუფთავების მიმართულებით ერთი პროექტი უკვე განახორციელა და მუნიციპალიტეტის მასშტაბით 30 ნაგვის ურნა დადგა: „ეს ამ ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობით გაკეთდა“.

ადიგენში განხორციელებულ პროექტს მიესალმება სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ირაკლი ჟორჟოლიანი: „კარგი პრაქტიკაა, როცა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ერთად ზრუნავენ თემის გაძლიერებისათვის. პრობლემების მოგვარება საკუთარი სივრციდან იწყება, სახლიდან იწყება“.

ახალგაზრდული ცენტრი ადიგენში ყოველდღე იმუშავებს, ხარჯებს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობა დაფარავს. თვითმმართველობა პირველი ნოემბრიდან აქ კოორდინატორად მერაბ გორგოძეს დანიშნავს.

"world vision- საქართველო“ ამ დროისთვის რეგიონის მასშტაბით 18 თემში მუშაობს და 250 ახალგაზრდას აერთიანებს.

ადიგენში ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნა

ადიგენში ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნა

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეს ''სამცხე – ჯავახეთის ახალგაზრდული ფორუმი 2015'' გაიმართება
ზარზმაში საბავშვო ბაღი გაიხსნა
ადიგენის ახალგაზრდულ ცენტრში ერთწლიანი მუშაობა შეაჯამეს
ახალგაზრდული ფორუმი - მიღწევები და გამოწვევები
ადიგენში ახალგაზრდული კულტურული ფესტივალი ჩატარდა
ახალციხეში ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის ცენტრი გაიხსნა
ფარეხასთან გარდაცვლილი და–ძმის გამო, ადიგენში ახალგაზრდული ფესტივალი აღარ ჩატარდება