FM97.5 / LIVE

საქართველოში ‘კლიმატის ცვლილებების კვირეული’ მიმდინარეობს

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.09.2019
„კლიმატის ცვლილებების კვირეულის“ ფარგლებში ახალციხეში სემინარი ჩატარდა, სადაც განიხილეს, თუ რა გავლენა აქვს ენერგოეფექტურობას კლიმატის ცვლილებებზე.

საქართველოში ‘კლიმატის ცვლილებების კვირეული’ მიმდინარეობს

საქართველოში კლიმატის ცვლილებების კვირეული დღეს, 27 სექტემბერს დაიწყო და ოთხ ოქტომბრამდე გაგრძელდება.

კვირეულის ფარგლებში, ახალციხის საზოგადოებრივი განვითარების ცენტრმა სემინარი ჩაატარა, ადგილობრივი საჯარო მოხელეებისთვის, ვინც ამ მიმართულებით მუშაობენ. შეხვედრა ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

შეხვედრაზე საუბარი იყო, ენერგიის დაზოგვაზე განახლებადი ენერგიებით, როგორც მზის კოლექტორების გამოყენებით, ასევე ბიოგაზით და სხვა.

„ახალციხე, ენერგოეფექტურობის მხრივ, საკმაოდ დაწინაურებულია. ჩვენი მიზანია, რეგიონი კიდევ უფრო დაწინაურდეს, მოსახლეობაც გააქტიურდეს და წვლილი შეიტანონ ჩვენი ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებაში და ეს ყველაფერი მხოლოდ იმ ადამიანებზე არ იყოს დამოკიდებული, ვინც ამ სფეროში არიან ჩართულნი“, – გვითხრა სემინარის ორგანიზატორმა და ახალციხის საზოგადოებრივი განვითარების ცენტრის თავმჯდომარემ ნუგზარ თათეშვილმა.

„კლიმატის ცვლილებების კვირეულის“ ფარგლებში, მოეწყო ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეების ნახატების გამოფენაც. მოსწავლეებმა ფურცლებზე გადაიტანეს თავიანთი ხედვა, თუ რა კლიმატური ცვლილებები მიმდინარეობს დედამიწაზე.

საქართველოში „კლიმატური ცვლილებების კვირეულს“, ახალციხის გარდა, კიდევ 11 ქალაქი შეუერთდა, რომლებიც კლიმატის ცვლილების თემაზე სხვადასხვა ღონისძიებებს აწყობენ.

საქართველოში ‘კლიმატის ცვლილებების კვირეული’ მიმდინარეობს

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ენერგოეფექტურობის შესახებ იმსჯელეს
ენერგოეფექტურობის პროექტის შეჯამება
დედამიწის დღე ახალციხეში ერთი დღის დაგვიანებით აღნიშნეს
ახალციხის მერია ელექტროენერგიის დაზოგვაზე დაფიქრდა
ახალციხის საზოგადოებრივი განვითარების ცენტრმა ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა
ახალციხეში ენერგოეფექტურობაზე იმსჯელეს
ახალციხის ციხეზე 'ფორტი ბოიარდი' მოეწყო