FM97.5 / LIVE

ახალციხეში "ევროპის კვირეულის" ფარგლებში ღონისძიებები გაიმართა

მთავარისაზოგადოება 27.05.2015
ინტელექტუალური თამაში, კონკურსები და ფლეშმობი, დღეს 27 მაისს ახალციხეში "ევროპის კვირეული" სხვადასხვა ღონისძიებებით დასრულდა.

ახალციხეში "ევროპის კვირეულის" ფარგლებში ღონისძიებები  გაიმართა"ევროპის კვირეულის" ფარგლებში დღეს დაგეგმილი ღონისძიებები ინტელექტუალური თამაშით დაიწყო. "რა, სად, როდის" კონკურსში მონაწილეობა ახალციხის საჯარო სკოლების და კერძო სკოლა "მზექას" მოსწავლეებმა მიიღეს. თითოეული სკოლიდან 6 – 6 მოსწავლე შეირჩა.

"მანამდე ამ მოსწავლეებს "ევროპის კვირეულის" ფარგლებში ტრენინგები ჩაუტარდათ, სადაც მათ ევროკავშირის თემაზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს", – ამბობს მერიის კულტურისა და განათლების განყოფილების უფროსი მარინა მერაბიშვილი.

"რა, სად, როდის" გამარჯვებულები მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეები გახდნენ. ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები და ახალციხის მერის მოადგილე ზაზა თამარაშვილი, ესეებისა და პოსტერების კონკურსში გამარჯვებულებიც გამოავლინა.

ესეების კონკურსში პირველი ადგილი ისევ მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლემ აიღო, მეორე ადგილი კი მესამე საჯარო სკოლის მოსწავლემ მოიპოვა. პოსტერების კონკურსის გამარჯვებული კერძო სკოლა "მზექა" გახდა.

გამარჯვებულები მერიამ წიგნებით და სიგელებით დააჯილდოვა, ხოლო ნატოსა და ევროკავშირის ცენტრის წარმომადგენლებმა მათ ფასიანი საჩუქრები გადასცეს. ასევე ივნისში "რა, სად, როდის" და "ფორტი ბოიარდის" კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები ნატოსა და ევროკავშირის ცენტრის ორგანიზებით ექსკურსიაზე თბილისში წავლენ.

"ბავშვები ყველა კონკურსისთვის ძალიან კარგად იყვნენ მომზადებულები", – ამბობს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი თამარ მედუაშვილი.

დღის ბოლოს სამცხე – ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში ახალციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ასევე ევროკავშირის თემაზე ფლეშმობი გამართეს.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში "ევროპის კვირეული" ოფიციალურად 8 მაისს გაიხსნა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით იმართება. პროექტის ავტორი კი სამოქალაქო განათლების პედაგოგთა რეგიონული კოორდინატორი ნინო ნადირაძეა.

ნინო ნადირაძის თქმით "ევროპის კვირეული" ახალციხეში 2 ივნისს მთავრდება.

"პროექტის ფარგლებში კვირას, 31 მაისს ევროკავშირის თემაზე "ფორტი ბოიარდი" მოეწყობა, 2 ივნისს კი თომა ჩაგელიშვილის ფილმის, "მოგზაურობა ევროპაში" ჩვენება გაიმართება.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხეზე 'ფორტი ბოიარდი' მოეწყო
ახალციხეში ევროპის კვირეული გაიხსნა
მინი ფეხბურთში ტურნირი ‘ევროპის თასი’ დასრულდა
ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ ახალციხეში ფილმის ჩვენება გაიმართა
ესეების კონკურსში  ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს
ახალქალაქში ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს
განათლების მინისტრმა იდუმალისა და ჭვინთის სკოლების მოსწავლეები დააჯილდოვა