FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში ნატოს საინფორმაციო ცენტრის ოფისი გაიხსნება

მთავარისაზოგადოება 31.03.2016
4-19 აპრილს საქართველოში ნატოს კვირეული იმართება, რომლის ფარგლებში ახალციხეში გაიმართება ორდღიანი სემინარი რეგიონის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი პედაგოგებისთვის და გაიხსნება საინფორმაციო ცენტრის რეგიონული ოფისი ახალქალაქში.

სამცხე–ჯავახეთში ნატოს საინფორმაციო ცენტრის ოფისი გაიხსნება

კვირეული, 4 აპრილს, ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით დაიწყება, რომელსაც გახსნიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწე ტედ ვაითსაიდი, ხოლო 5 აპრილს ფორუმს გახსნიან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი.

ნატოს საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, სახალხო დიპლომატიასა და კომუნიკაციების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო სტრუქტურებისა და ნატოს შტაბ-ბინის წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტები. ფორუმზე განიხილავენ უახლეს ტენდენციებს, გამოწვევებსა და სიახლეებს სახალხო დიპლომატიისა და კომუნიკაციის სფეროში.

კვირეული 19 აპრილამდე გაგრძელდება. დედაქალაქსა და რეგიონებში დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის ღონისძიება. მათ შორის, ორდღიანი სემინარი სამცხე- ჯავახეთის რეგიონის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი პედაგოგებისთვის, საინფორმაციო ცენტრის ახალქალაქის რეგიონული ოფისის გახსნა, სემინარი ჟურნალისტებისთვის კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის შეხვედრა სტუდენტებთან, ნატოსა და ევროკავშირის აუდიტორიების გახსნა უნივერსიტეტებში, საინფორმაციო ტური ოზურგეთის მუნციპალიტეტის სტუდენტებისთვის, 2008 წლის აგვისტოს ომსა და ISAF-ის მისიაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილების ნახატების გამოფენა, ვიზიტები კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში, საჯარო ლექციები, კონკურსები, კონფერენციები, დებატები, მოხალისეების ვიზიტი პრეზიდენტის სასახლეში, მინი ტურნირი ფეხბურთში და სხვ.

ნატოს კვირეული საქართველოში წელს მეცხრედ ტარდება. ღონისძიება სსიპ "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" ორგანიზებით და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, თავდაცვის სამინისტროს, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და რუმინეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეიდან ნატოს კვირეული დაიწყო
საქართველოში ნატოს დღეები დაიწყო
ახალქალაქში ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა
ნატოს დღეების ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციაში, სემინარი ჩატარდა
საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი გადახედვას არ ექვემდებარება
“მოსახლეობამ უნდა იცოდეს ნატოს როლის შესახებ საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაში”[R]
ნატო–საქართველოს ურთიერთობები – დისკუსია ახალციხეში