FM97.5 / LIVE
ადიგენში სპორტსკოლა დაიწვა

ადიგენში სპორტსკოლა დაიწვა

მთავარისაზოგადოება 18.09.2012
გამთენიისას, ადიგენის სპორტულ მოედანზე, სადაც 20 სექტემბერს ”ქართული ოცნების” აქცია-კონცერტია დაგეგმილი, ხანძარი გაჩნდა და სპორტსკოლა დაიწვა

ადიგენში სპორტსკოლა დაიწვა

სახანძრო სამსახურში ზარი დაახლოებით დილის 6 საათზე შევიდა. შემთხვევის ადგილზე ორი ჯგუფი გავიდა, თუმცა, მათ შენობა თითქმის დამწვარი დახვდათ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ ზედაპირული გათვლებით ზარალი 20,000-დან 25,000 ლარამდეა. მთლიანად დაიწვა შენობა და განადგურდა სპორტსკოლის ყველა ინვენტარი.

დაბა ადიგენის ცენტრალურ მოედანზე, სადაც სპორტსკოლა მდებარეობდა, 20 სექტემბერს ”ქართული ოცნების” აქცია და ბერას კონცერტია დაგეგმილი. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი სიმონ პარუნაშვილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ხანძარი ამ ფაქტს დაუკავშირონ: ”რაც შეეხება 20 სექტემბერს დგეგმილ აქცია-კონცერტს, ხელი არ შეეშლებათ. უკვე დასუფთავებულია მოედანი, ელექტროენერგიაც იქნება”.

”ქართული ოცნების” ადიგენის შტაბში პროვოკაციის მცდელობას კატეგორიულად გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ხმებს ხანძართან მათ სავარაუდო კავშირზე ადგილობრივი ხელისუფლების წევრები ავრცელებენ.

”სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ უკვე რამდენიმე ადამიანი მოვიდა, ვინც მითხრა, რომ ავრცელებენ ხმებს, რომ მიმდინარეობს გამოძიება და ჩვენი ხელი ურევია ამ ამბავში. შეიძლება შემთხვევითობა იყო, მაგრამ ასეთი შემთხვევითობებიც იშვიათად ხდება ხოლმე. და ცხადია, რაღაც შეკითხვები გაჩნდება”, - აცხადებს ”ქართული ოცნების” ადიგენის შტაბის ხელმძღვანელი დავით ბაციკაძე.

ბაციკაძის მოსაზრებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ადგილობრივ ხელისუფლებაში.

”არავინ არაფერს ავრცელებს. ხელი არ ეშლებათ, ატარებენ კონცერტს! ვინ და როგორ გააჩინა, ამას შესაბამისი სამსახური დაადგენს”, - აცხადებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.

შემთხვევის ადგილი უკვე დასუფთავებულია ხანძრის ნარჩენებისგან. მომხდარს კრიმინალისტიკური სამსახური იკვლევს.

[ნინო ნარიმანიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„ქართული ოცნების“ ადიგენის შტაბში ბრიფინგი გაიმართა
სოფელ ღორთუბანში სკოლის შენობა მთლიანად დაიწვა
”ქართული ოცნების” შტაბი კარავში
”ქართული ოცნების” ადიგენის შტაბმა კარვიდან ოფისში გადაინაცვლა
ადიგენის სოფლებში დაშინებაზე საუბრობენ
ხანძრის შედეგად დამწვარი სკოლა ღორთუბანში [Photo]
ადიგენელთა ნაწილი გამგებლის შეცვლას ითხოვს