FM97.5 / LIVE

ადიგენელთა ნაწილი გამგებლის შეცვლას ითხოვს

მთავარიპოლიტიკა 06.12.2012
ადიგენში გამგებლის შეცვლის მოთხოვნით მოსახლეობა აქციის გამართვას გეგმავს. „ოცნების“ ადიგენელი აქტივისტები კი აცხადებენ, რომ მოსახლეობის ამ ჯგუფს ემიჯნებიან და ადგილობრივი ხელისუფლების ცივილური წესით შეცვლას ემხრობიან

ადიგენელთა ნაწილი გამგებლის შეცვლას ითხოვს
მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაყენების მოთხოვნით, მოსახლეობის ნაწილი დღეს ადიგენის გამგეობის შენობასთან საპროტესტო აქციის გამართვასაც გეგმავს.

„ქართული ოცნების“ ადიგენელი აქტივისტი თემურ ნარიმანიშვილი, რომელიც ამავე დროს „ქართული ოცნების“ ადიგენის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ბიძინა გუჯაბიძის ნდობით აღჭურვილი პირია, აცხადებს რომ „ოცნებას“ მოსახლეობის ამ ჯგუფთან შეხება არ აქვს: „არიან ხალხი, არაჯანსაღად მოაზროვნეები, რომლებიც ითხოვენ გამგებლის გადადგომას. თუმცა, ეს მათი გადასაწყვეტი არ არის და ეს არის საკრებულოს განსახილველი. ეს პროცესები უნდა განვითარდეს ცივილურად“.

იგივეს აცხადებს ბიძინა გუჯაბიძეც: „მიმდინარეობს ჩვეულებრივი პროცესი, არავითარი ჩარევა და არავითარი შეჭრა-შემოჭრა ადიგენში არ ხდება. ხელისუფლების ცვლასთან ერთად ჩვეულებრივად იცვლებიან თვითმმართველობის წევრებიც, მაგრამ ვიმეორებ, ეს არ არის იძულებითი პროცესი“.

ძეწოლისა და იძულების ფაქტებს უარყოფს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი სიმონ პარუნაშვილიც: „არაფერი არ ხდება, არანაირი შეხლა-შემოხლა, არავის არაფერი მოუთხოვია. გამგეობის შენობასთანაც სიმშვიდეა“.

თემურ ნარიმანიშვილი აცხადებს, რომ ადიგენში გამგებლის შეცვლა ნამდვილად იგეგმება. „ქართული ოცნების“ თბილისის ოფისში შექმნილია კომისია, რომელშიც კოალიციაში შემავალი ყველა პარტიის წევრია გაერთიანებული. სწორედ ეს კომისია განიხილავს გამგებლობის სავარაუდო კანდიდატებს: „რამდენადაც ვიცი, არის ოთხი კანდიდატი, მათ ვინაობას ვერ დავაკონკრეტებ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს განხილვა, შეირჩევა ბიძინა გუჯაბიძის რეკომენდაციით და საბოლოო რეზოლუციას დაადებს კომისიის თავმჯდომარე დავით საგანელიძე“.

მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არ საუბრობენ. მათი განცხადებით, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ. თუმცა, საკრებულოში დაწყებულია ფრაქცია „ქართული ოცნება-რესპუბლიკელების“ შექმნა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ენდელაძე ამბობს, რომ ფრაქციის საკითხი ბიუროს სხდომაზე უკვე განიხილეს. ამ ეტაპზე ფრაქციაში სამი წევრია. ჯამში, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 24 დეპუტატია.

[ნინო ნარიმანიშვილი,ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აქცია ადიგენის გამგეობასთან
’’საკრებულოს თავმჯდომარის შეცვლას არ ვაპირებთ”
ლევან ლობჯანიძე ადიგენის საკრებულოს წინააღმდეგ მეორე საჩივარს ამზადებს
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ექვსი ფრაქცია შეიქმნება
ადიგენის გამგებლის პირველ მოადგილედ, შესაძლოა, იმედა მღებრიშვილი დაინიშნოს
გივი ენდელაძე: 'საკრებულოში ვრჩები და ვაგრძელებ მუშაობას'
ახალქალაქში „ოცნების“ ფრაქციის შექმნა ჭიანურდება