FM97.5 / LIVE
საველე პირობებში მუშაობა დაასრულა. დღეიდან კოალიციას დაბაში ორი ოფისი აქვს">

”ქართული ოცნების” ადიგენის შტაბმა კარვიდან ოფისში გადაინაცვლა

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 27.08.2012
კოალიცია ”ქართული ოცნების” ადიგენის შტაბმა საველე პირობებში მუშაობა დაასრულა. დღეიდან კოალიციას დაბაში ორი ოფისი აქვს

”ქართული ოცნების” ადიგენის შტაბმა კარვიდან ოფისში გადაინაცვლა

როგორც კოალიციის შტაბის ხელმძღვანელი დავით ბაციკაძე აცხადებს, ახალი შტაბის პრეზენტაციას რამდენიმე წუთში გამართავენ.

”ორი ბინა ვიქირავეთ, ორივე ადგილობრივი მცხოვრებისაა, ხელშეკრულებები გაფორმებულია, პრობლემები არ შეგვქმნია”, - განაცხადა ბაციკაძემ.

მისივე თქმით, ერთ-ერთი ქალბატონი მათ თავად დაუკავშირდა, მას შემდეგ, რაც ტელევიზიით კოალიციის კარვის შესახებ შეიტყო. ბაციკაძის განცხადებით, ორივე ბინის მფლობელი უმუშევარია.

15 აგვისტოდან დღემდე კოალიციის შტაბი ადიგენის რაიონული სამმართველოს გვერდით დადგმულ კარავში ფუნქციონირებდა. კოალიციაში აცხადებდნენ, რომ თვენახევრის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ ბინის დაქირავებას. ადგილობრივები ფართის მიქირავებაზე შიშის გამო ეუბნებოდნენ უარს. მაშინ კოალიციამ შტაბი ვერც აქტივისტების ბინებში გახსნა, იმის გამო, რომ არცერთი მათგანის საცხოვრებელი მათ სახელზე რეგისტრირებული არ იყო.

[ნინო ნარიმანიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

”ქართული ოცნების” შტაბი კარავში
”ქართულ ოცნებას” ბორჯომში დარბაზის მიქირავებაზე უარს ეუბნებიან
სამცხე-ჯავახეთში ”ოცნების” შტაბები დაიკეტა
„ქართული ოცნების“ ადიგენის შტაბში ბრიფინგი გაიმართა
”ოცნების” აქციისთვის ახალციხეში მოსახლეობას მთელი რეგიონიდან ელოდებიან
ადიგენში „ქართული ოცნების“ წევრები ერთმანეთს უპირისპირდებიან
”ოცნების” ადგილობრივი შტაბები ახალციხის აქციისთვის ემზადებიან