FM97.5 / LIVE

საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობა გრძელდება

მთავარისაზოგადოება » განათლება 06.05.2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლებში ექიმის კაბინეტების მოწყობასა და აღჭურვას აგრძელებს. სამედიცინო კაბინეტი უკვე მოეწყო ახალციხის მესამე და პირველ სკოლებში.

საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობა გრძელდება

ახალციხის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ჟუჟუნა გოგოლაური ამბობს, რომ სკოლაში სამედიცინო კაბინეტის მოწყობის პროცესი გასული წლის სექტემბრიდან დაიწყო. ამ ეტაპზე კაბინეტი უკვე მზადაა და ფუნქციონირებს.

რაც შეეხება მესამე საჯარო სკოლას, როგორც სკოლის დირექტორი სვეტლანა არუთუნიანი ამბობს, სამედიცინო კაბინეტი მზად არის, თუმცა სკოლას ექიმი არ ჰყავს.

„ჩემი ინფორმაციით, აღნიშნულ ვაკანსიაზე 4 განაცხადია შესული. ამ კანდიდატურებს რესურსცენტრი განათლების სამინისტროს გადაუგზავნის, განიხილავენ და ამის შემდეგ დაინიშნება”, – ამბობს იგი.

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, ამ პროექტის ამოქმედება გადაუდებელმა აუცილებლობამ განაპირობა: „წლების განმავლობაში სკოლების უმეტესობა დამოკიდებული იყო მხოლოდ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მომსახურებაზე და არ იყო ჩართული იმუნიზაციის ხელშემწყობ პროცესებში. არ არსებობდა სკოლის მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემთა ბაზა. იყო ეპიდემიოლოგიურად არაკეთილსაიმედო მდგომარეობა და ჰიგიენის საკითხებთან დაკავშირებით ცოდნის ნაკლებობა. ყველა ეს პრობლემა ახალი პროექტის ფარგლებში გადაიჭრება. მოსწავლეები, საჭიროების შემთხვევაში, კვალიფიციურ პირველად სამედიცინო დახმარებას სკოლაშივე მიიღებენ“.

სამინისტროს ინფორმაციით, საჭირო ინვენტარით, მედიკამენტებითა და სხვა აუცილებელი რესურსებით აღჭურვილი ექიმის კაბინეტი ყველა საჯარო სკოლას ექნება.

კაბინეტებისთვის ექიმების შერჩევას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კომისია უზრუნველყოფს, სამედიცინო კაბინეტების მოწყობასა და აღჭურვას კი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აფინანსებს.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტები აღდგება
ახალციხის საჯარო და კერძო სკოლებში 330 პირველკლასელი დარეგისტრირდა
შესაძლოა სკოლებში ექთნის შტატი აღდგეს
ბუღაშენში პირველი ენერგოეფექტური სკოლა აშენდა
თამარ სანიკიძემ არალში სკოლის მშენებლობის პროცესი მოინახულა
სკოლები ექიმის გარეშე
სკოლებში ექიმები არაა, ბავშვების ექსკურსიებზე მათი წაყვანა კი აუცილებელი ხდება