FM97.5 / LIVE

ახალციხელი გამომგონებლის წარმატება საერთაშორისო ოლიმპიადაზე

მთავარისაზოგადოება 05.05.2015
ახალციხელმა შალვა გიორგაძემ ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მეცხრე საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით საუკეთესო პროექტისთვის პირველი ადგილი აიღო და ოქროს მედალი მოიპოვა.

ახალციხელი გამომგონებლის წარმატება საერთაშორისო ოლიმპიადაზე
მეთორმეტე კლასის მოსწავლემ შალვა გიორგაძემ ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მეცხრე საერთაშორისო ოლიმპიადაზე, რომელიც სამი დღის განმავლობაში "თბილისი მოლში" იმართებოდა, საქართველოს სახელით საკუთარი გამოგონება წარადგინა. მან ისეთი მოწყობილობა შექმნა, რომელიც ვერტმფრენს და მგზავრებს ავარიულ სიტუაციაში გადაარჩენს.

"მინდა რომ ჩავაბარო საავიაციოზე, კერძოდ ავიაინჟინერიის განხრით, ჩემი გამოგონებაც სწორედ ამას უკავშირდება. ამ სისტემით, რომელიც შევქმენი ავიაკატასტროფის დროს როგორც ვერტმფრენს, ისე მგზავრის სიცოცხლეს გადავარჩენთ", – ამბობს შალვა გიორგაძე.

მისივე თქმით, აღნიშნული მოწყობილობა 2014 წელს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გამართული ღონისძიებისთვის შექმნა: "მას შემდეგ მონაწილეობა კიდევ რამდენიმე კონკურსში და გამოფენაში მივიღე, საიდანაც ყოველთვის გამარჯვებული ვბრუნდებოდი".

ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მეცხრე საერთაშორისო ოლიმპიადა უკვე მე-9 წელია თბილისში ტარდება.
წლევანდელ ოლიმპიადაში 30 ქვეყნიდან, 280 მოსწავლე და მასწავლებელი მონაწილეობდა.

ოლიმპიადაში 101 პროექტიდან 17 ქართული იყო. ღონისძიებაში მე-7 კლასიდან მე-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ოლიმპიადა 6 კატეგორიაში ჩატარდა ფიზიკის, ქიმიის, მათემატიკის, ბიოლოგიის, ინფორმატიკის და საინჟინრო მიმართულებებით. სწორედ ინჟინერიის დარგში მიიღო მონაწილეობა შალვა გიორგაძემ.

მონაწილეებს გამოფენილი ჰქონდათ საკუთარი გამოგონებები, რომელთა დათვალიერება და ტექნიკური შესაძლებლობების გაცნობა ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო.

შალვა გიორგაძე ახალციხიდან მესამე ახალგაზრდა გამომგონებელია.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში მცხოვრებმა მეათე კლასის მოსწავლეებმა ირაკლი კაპანაძემ და კარლო ხუციშვილმა მულტიკლიმატიზატორი გამოიგონეს. მოწყობილობა ფერმერებს მიწის ტენიანობის, ტემპერატურისა და მოსალოდნელი ამინდის შესახებ აცნობებს.მეათეკლასელებმა ამ გამოგონებით ათასწლეულის ინოვაციის ეროვნულ კონკურსში 11 თებერვალს პირველი ადგილი დაიკავეს. ახალციხელი გამომგონებლები კონკურსში წარდგენილ ათ გუნდს შორის საუკეთესოები აღმოჩნდნენ.

ისინი, როგორც პირველ ადგილზე გასულები, სამ აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ და კონრადის ფონდის ორგანიზებულ ინოვაციების სამიტში, ნასას კენედის კოსმოსურ ცენტრში გამართულ კონკურსში, მიიღეს მონაწილეობა.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხელი გამომგონებლები ინტელის საერთაშორისო გამოფენაში მიიღებენ მონაწილეობას
წლის საუკეთესო გამოგონებად ახალციხელი ახალგაზრდების ‘მულტიკლიმატიზატორი’ დასახელდა
ახალციხელი გამომგონებლები
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ კონკურსს იწყებს
პრემიერ-მინისტრი ახალციხელ გამომგონებლებს შეხვდა
მათემატიკის ოლიმპიადაში რეგიონში პირველ ადგილზე უდის სკოლა გავიდა
ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს