FM97.5 / LIVE

ახალციხელი გამომგონებლები

მთავარისაზოგადოება 28.03.2015
ახალციხელი მეათე კლასის მოსწავლეების გამოგონილი მულტიკლიმატიზატორი ფერმერებს მუშაობას გაუადვილებს და მოსალოდნელი ზიანისგან დაიცავს; ვინ არიან ახალციხელი გამომგონებლები, რომლებსაც ამერიკაში ნასას ცენტრში სხვა პატარა გამომგონებლებს გააცნობენ;

ახალციხელი გამომგონებლები

ახალციხეში მცხოვრებმა მეათე კლასის მოსწავლეებმა ირაკლი კაპანაძემ და კარლო ხუციშვილმა მულტიკლიმატიზატორი გამოიგონეს. მოწყობილობა ფერმერებს მიწის ტენიანობის, ტემპერატურისა და მოსალოდნელი ამინდის შესახებ აცნობებს.

მისი შექმნის იდეა ირაკლის ეკუთვნის: „კახეთში ძლიერი წვიმის გამო გლეხებს ვენახი ხშირად უფუჭდებათ. ამის შესახებ ტელევიზიით თითქმის ყოველ დღე გვესმის. ამიტომ გამიჩნდა იდეა ისეთი ხელსაწყო შემექმნა, რომელიც გლეხებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ შეატყობინებდა“.

ირაკლიმ იდეა მისი ბავშვობის მეგობარს, კარლო ხუციშვილს გაუზიარა. ირაკლი და კარლო ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლაში თანაკლასელები იყვნენ. კარლო საჯარო სკოლიდან სასწავლებლად კერძო სკოლა, „მზექაში“ გადავიდა, მაგრამ ამას მეგობრებისთვის ერთად მუშაობაში ხელი არ შეუშლია. მულტიკლკიმატიზატორის შესაქმნელად გაკვეთილების შემდეგ კარლო ირაკლისთან სახლში მიდიოდა და სხვადასხვა ნივთებისგან აყრილ ოთახში გვიანობამდე მუშაობდნენ.

ახალციხელი გამომგონებლები „პროექტის აწყობა რომ დავიწყეთ, იდეები გვემატებოდა. ხელსაწყოს გარდა კლიმატის გაგებისა სხვა ფუნქციებიც მივანიჭეთ, ტემპერატურისა და ტენიანობის გამზომი აპარატი დავამატეთ“, – გვიყვება ირაკლი.

ხელსაწყოს საშუალებით ფერმერი ნებისმიერი მანძილიდან მიწის ტენიანობის, ტემეპრატურისა და მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ტელეფონზე მესიჯად მიიღებს. ასევე მოწყობილობას დამაგრებული აქვს ვიდეო კამერა, ის ფოტოს იღებს და ტელეფონზე მას ემემესის სახით აგზავნის.

„რამდენ ტელეფონის ნომერსაც გინდა იმდენს მიუთითებ და შესაბამისად, ინფორმაციასაც იმდენი ადამიანი მიიღებს. ამ მოწყობილობით ნაკვეთში უცხო პირის შესვლასაც დააფიქსირებ. განგაშის სიგნალი აქვს დამაგრებული და ყვირილს დაიწყებს“, – გვიხსნიან გამომგონებლები.

ხელსაწყო სამი ნაწილისგან შედგება, მუტლიკლიმატიზატორი, ინფორმაციის მიმღები და დრონი. იგი შესაძლებელია იკვებებოდეს მზის ენერგიით და ეს მისით სარგებლობას უფრო მოსახერხებელს ხდის.

გამომგონებლები ფიქრობენ, რომ ამ მოწყობილობის საშუალებით ფერმერებს მუშაობას ბევრად უფრო გაუადვილებენ და მოსალოდნელ ზიანს ააცილებენ თავიდან.

მეათეკლასელებმა ამ გამოგონებით ათასწლეულის ინოვაციის ეროვნულ კონკურსში 11 თებერვალს პირველი ადგილი დაიკავეს. ახალციხელი გამომგონებლები კონკურსში წარდგენილ ათ გუნდს შორის საუკეთესოები აღმოჩნდნენ. ისინი, როგორც პირველ ადგილზე გასულები, სამ აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან და აქ კონრადის ფონდის ორგანიზებულ ინოვაციების სამიტში, ნასას კენედის კოსმოსურ ცენტრში გამართულ კონკურსში, მონაწილეობას მიიღებენ.

ახალციხელი გამომგონებლები

ირაკლი და კარლო ამ გამოგონებამ და გამარჯვებამ ქალაქში პოპულარული გახადა. ამბობენ, რომ ახლა მათ, როგორც გამომგონებლებს ისე იცნობენ. თუმცა, პოპულარობას, მათი ყოველდღიურობა არ შეუცვლია. დილით ორივე ცხრაზე იღვიძებს, ათის ნახევარზე სწავლა ეწყებათ და საუზმის გარეშე სკოლისკენ ჩქარობენ. შინ შუადღეს ბრუნდებიან, მეცადინეობენ და დარჩენილ დროს ჩხირკედელაობას უთმობენ. ან რაღაცას შლიან და აწყობენ, ან ფიზიკის შესახებ დამატებით ლიტერატურას კითხულობენ, ყველაზე მეტ დროს კი ინტერნეტს უთმობენ, აქ სხვადასხვა ვიდეო გაკვეთილებს უყურებენ. შემდეგ კი მიღებულ ინფორმაციას ერთმანეთს უზიარებენ.

ფიზიკის სწავლა გამომგონებლებმა მეშვიდე კლასიდან დაიწყეს, თუმცა, მანამდე სწორედ ვიდეო გაკვეთილებითა და ძველი ნივთების დაშლა–აწყობით, ფიზიკის კანონების შესახებ უკვე ბევრი იცოდნენ.

კარლომ პირველად სახლში გაფუჭებული ტელევიზორი შეაკეთა. შემდეგ კომპიუტერი დაშალა და მისი თავიდან აწყობა სცადა: „რომ გამომივიდა, ინტერესი გამიჩნდა რაღაცა ჩემითაც ამეწყო“.

ბავშვობდან უყვარდა სხვადასხვა ნივთების დაშლა ირაკლისაც. ვიდრე პატარა იყო პულტიან მანქანებს შლიდა და აწყობდა. კაბელიანებს უკაბელოდ აკეთებდა. შემდეგ სახლში ტელეფონი დაშალა, ამას რადიო და ტელევიზორიც მოჰყვა. დაშლილი ნივთებით კი მოგვიანებით ციმციმა ააწყო: „ნათურა ციმციმებდა 55 ტაიმზე, მიკრო სქემაა ასეთი. ამის შემდეგ მაგნიტური ლევიტაცია გავაკეთე: ელექტრო მაგნიტის საშუალებით რკინის საგნები ჰაერში რჩებოდა. ეს რომ ავაწყე მეექვსე კლასში ვიყავი“.

ახალციხელი გამომგონებლები ირაკლისაც და კარლოსაც განსაკუთრებით ფიზიკის გაკვეთილი უყვართ, თუმცა, ამბობენ რომ ცუდად არც სხვა საგნებს სწავლობენ. მართალია, ირაკლის ისტორიაში მეცადინეობა განსაკუთრებით არ უყვარს, მაგრამ თავს ძალას ატანს და საგანს მაინც ყოველთვის ამზადებს.

ირაკლისგან განსხვავებით, კარლო სპორტით იყო დაკავებული, ცხრა წელი კარატეზე დადიოდა, თუმცა, გამოგონებაზე მუშაობა ბევრ დროს ითხოვდა და საყვარელ ჰობს იოლად შეელია. თუმცა, მას შემდეგ რაც მულტიკლიმატიზატორზე მუშაობა დაასრულა, ახალი სფეროთი დაინტერესდა, ადამიანის უფლებების შესახებ ბლოგების წერა დაიწყო და ახლა სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობის მიღებას, ამ მიმართულებითაც გეგმავს.

მიუხედავად იმისა, რომ კარლო ბოლო დროს იურისპონდენციამ გაიტაცა, დროის დიდ ნაწილს კვლავ ფიზიკას უთმობს და ამას მის სამომავლო გეგმებში არაფერი შუცვლია.

„ელექტრო ინჟინერიაზე მინდა ჩავაბარო თბილისში“, – ამბობს იგი და ამატებს, რომ სტუდენტობამდე ქუთაისში ფიზიკის სკოლაში სწავლის გაგრძელება სურს – „იქ ფიზიკაზე მეტი იციან, მეტ ინფორმაციას მივიღებ“.

ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით სურს სწავლის გაგრძელება ირაკლისაც. გარდა პროფესიისა, გამომგონებლებს სხვა საერთო სურვილებიც აქვთ, ორივე ამერიკაში სწავლაზე და კიდევ იმაზე ოცნებობს, რომ ცნობილი გამომგონებლები გახდნენ. ამ მხრივ პირველ ნაბიჯებს მომავალ თვეში, ამერიკაში ნასას ცენტრში გადადგამენ. თავიანთ გამოგონებას მსოფლიოს სხვადასხვა წარმომადგენლებს გააცნობენ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]

სტატია მომზადებულია National Goegraphic საქართველოსთვის.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხელი გამომგონებლის წარმატება საერთაშორისო ოლიმპიადაზე
წლის საუკეთესო გამოგონებად ახალციხელი ახალგაზრდების ‘მულტიკლიმატიზატორი’ დასახელდა
ახალციხელი გამომგონებლები ინტელის საერთაშორისო გამოფენაში მიიღებენ მონაწილეობას
კვირის აქცენტი: ‘მე მივეცი იდეა’ – რას მალავენ ნასაში მიმავალი ახალგაზრდები [Video]
პრემიერ-მინისტრი ახალციხელ გამომგონებლებს შეხვდა
‘მე მივეცი იდეა’ – რას მალავენ ნასაში მიმავალი ახალგაზრდები [Video]
ახალციხელი გამომგონებელი: „არ ჩავთვალე საჭიროდ მადლობა საქვეყნოდ გამომეცხადებინა“