FM97.5 / LIVE

ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

მთავარისიახლე, განათლება 14.09.2019
წიგნის ინგლისურად კითხვის კონკურსში, ახალციხელმა მოსწავლეებმა პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს. კონკურსში მონაწილეობას, საქართველოს მასშტაბით, 75 მოსწავლე იღებდა.

ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

„Get Caught Reading – Sakartvelo“ – ასე ჰქვია კონკურსს, რომლის მიზანიც მოზარდების წიგნის კითხვით დაინტერესებაა. კონკურსის დაჯილდოების ცერემონია თბილისში, 13 სექტემბერს ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართა. მასში ახალციხიდან პირველი ადგილი ლიკა ჩიგოგამ, მეორე ადგილი კი ანანო გიგოლაშვილმა აიღო. ერთ–ერთი კომპანიის ფავორიტი გახდა ზურა ბერიძე.

„Get Caught Reading“ ამერიკული კონკურსია. იგი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში იმართება. მას საქართველოში, ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, „ინგლისური ენის ინტეგრირებული ცენტრი“ ახორციელებს.

კონკურსში საქართველოდან სულ 75 მოსწავლე იყო ჩართული. ახალციხის გარდა, მონაწილეობა მიიღეს მოზარდებმა, თბილისიდან, ბათუმიდან, ქუთაისიდან, ქარელიდან და ადიგენიდან. საბოლოოდ, გამარჯვებულები ხუთ ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდნენ: მეორე–მესამე კლასები, მეოთხე–მეხუთე კლასები, მეექვსე–მეშვიდე კლასები, მერვე–მეცხრე კლასები, მეათე–მეთერთმეტე–მეთორმეტე კკლასები.

კონკურსში ახალციხიდან „M&S language centre“–ის ცხრა მოსწავლე მონაწილეობდა.

„ამ კონკურსის მიზანია, რომ ზაფხულის განმავლობაში, ბავშვებმა დრო ტყულად არ დაკარგონ და წაიკითხონ წიგნი ინგლისურ ენაზე. შემდეგ ეს წიგნი შინაარსობრივად უნდა გადმოსცენ ასევე ინგლისურ ენაზე და ჩაწერონ ვიდეო. მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორ გადმოსცემენ, რამდენად შინაარსობრივად. მათ ნამუშევარს ამერიკელების ჯგუფი აფასებს. ისინი ბავშვებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უწერენ ქულებს და ასე გამოვლინდება გამარჯვებული“, – ამბობს „M&S language centre“–ის დამფუძნებელი და ინგლისური ენის პედაგოგი მაია შაინიძე.

კონკუსრში მონაწილეობისათვის მოსწავლეებს ვადა 15 ივნისიდან 15 აგვისტომდე ჰქონდათ.

"Get caught reading –sakartvelo” უკვე მეორე წელია იმართება: „ინტეგრირებული სკოლის წარმომადგენლები, მაიკო სულავა და ქეროლინ რაისი, აპირებენ ამ კონკურსის გაგრძელებას და ვფიქრობთ, რომ უკეთესი შედეგის მისაღებად, ჯერ ადგილზე ჩავატაროთ კონკურსი, ანუ ახალციხეში და შემდეგ საუკეთესოს ნამუშევარი გავაგზავნოთ. იმიტომ, რომ მინიმალური შეცდომები ჰქონდათ ბავშვებს და ამან დაგვხია უკან, რომ უფრო მეტი საპრიზო ადგილი წამოგვეღო“, – ამბობს მაია შაინიძე.

ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კონკურსში ‘ჩემი მასწავლებელი’, ორგანიზატორის რჩეული ბორჯომელი მოსწავლე გახდა
კონკურსში 'ჩემი თვალით დანახული ახალციხე' გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
აბასთუმნელი მოსწავლე ოქსფორდის საზაფხულო სკოლაში ისწავლის
„ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნეების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
შემაჯამებელი ღონისძიება ინგლისური ენის შემსწავლელთათვის
ახალციხის მერიამ ნახატების კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა
ახალციხეში "ევროპის კვირეულის" ფარგლებში ღონისძიებები  გაიმართა