FM97.5 / LIVE
კონკურსში გამარჯვებულ ახალციხელ მოსწავლეებს - ირაკლი კაპანაძეს და კარლო ხუციშვილს შეხვდა, რომლებიც 9-11 აპრილს NASA-ს კენედის კოსმოსურ ცენტრში, კონრადის ფონდის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საერთაშორისო სამიტში მიიღებენ მონაწილეობას.">

პრემიერ-მინისტრი ახალციხელ გამომგონებლებს შეხვდა

მთავარისაზოგადოება 31.03.2015
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებულ ახალციხელ მოსწავლეებს - ირაკლი კაპანაძეს და კარლო ხუციშვილს შეხვდა, რომლებიც 9-11 აპრილს NASA-ს კენედის კოსმოსურ ცენტრში, კონრადის ფონდის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საერთაშორისო სამიტში მიიღებენ მონაწილეობას.

პრემიერ-მინისტრი ახალციხელ გამომგონებლებს შეხვდა
შეხვედრას სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების ინსტრუქტორი ნუგზარ კაპანაძე და ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი დაესწრნენ.პრემიერ-მინისტრმა გამომგონებლებს წარმატება უსურვა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

„ძალიან მიხარია და ვამაყობ, რომ ასეთი ნიჭიერები და ინტერესიანები ხართ. გილოცავთ ამ დიდ წარმატებას. ეს მნიშვნელოვანია არა მარტო თქვენი მომავლისთვის, არამედ კარგი მაგალითი და სტიმულია ყველა თქვენი თანატოლისთვის. მინდა მივულოცო თქვენს მშობლებსა და მასწავლებლებს, ეს წარმატება მათი შრომისა და ამაგის დაფასებაა. საინტერესოა, რომ თქვენი ასაკის ბავშვებმა სოფლის, გლეხების პრობლემებს მიაქციეთ ყურადღება და თქვენი ცოდნა და ნიჭი სწორედ ამ მიმართულებით წარმართეთ. თქვენი გამოგონებული „მულტიკლიმატიზატორი", რომელიც მიწის ტენიანობას, ტემპერატურასა და მოსალოდნელ ამინდს განსაზღვრავს, ფერმერებს ძალიან გაუადვილებს მუშაობას,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე.

მანვე დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა ამერიკის საელჩოს და ხაზგასმით აღნიშნა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის" წვლილი საქართველოში ინოვაციების, საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიების და საინჟინრო განათლების პოპულარიზაციაში.



ახალციხელი მოსწავლეების პროექტი „მულტიკლიმატიზატორი" ათასწლეულის ინოვაციის შესარჩევმა კომისიამ გამარჯვებულად სცნო. პროექტი სთავაზობს ფერმერებს, წინასწარ მიიღონ ინფორმაცია ნიადაგის ტენიანობისა და ტემპერატურის, ასევე მოსალოდნელი ამინდის შესახებ. შექმნილია ხელსაწყო, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე არაძვირადღირებული ტექნოლოგიებით. ხელსაწყოს მიერ დათვლილი ყველა მონაცემი შესაძლებელია, აიტვირთოს ინტერნეტ სერვერზე ან გამოიტანოს LCD Display-ზე. მოწყობილობას შესაძლებელია, შეუერთდეს მრავალი სენსორი.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ კონკურსს იწყებს
ახალციხელი გამომგონებლის წარმატება საერთაშორისო ოლიმპიადაზე
წლის საუკეთესო გამოგონებად ახალციხელი ახალგაზრდების ‘მულტიკლიმატიზატორი’ დასახელდა
ახალციხელი გამომგონებლები
გახარია მხარის რწმუნებულებს -'თქვენი ამოცანაა პრობლემების მოგვარება და არა პრობლემების შექმნა'
ახალციხელი მოსწავლეების მიერ შექმნილი აპლიკაცია GOGEOGO ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალშია
რაზე ისაუბრეს აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერმა