FM97.5 / LIVE

ახალციხელი გამომგონებლები ინტელის საერთაშორისო გამოფენაში მიიღებენ მონაწილეობას

მთავარისაზოგადოება » განათლება 10.05.2015
ახალციხელი გამომგონებლები ირაკლი კაპანაძე და კარლო ხუციშვილი, რომლებმაც ნორჩ გამომგონებელთა კონკურსში მეორე ადგილი დაიკავეს, ინტელის საერთაშორისო-საინჟინრო გამოფენაში მიიღებენ მონაწილეობას.

ახალციხელი გამომგონებლები ინტელის საერთაშორისო გამოფენაში მიიღებენ მონაწილეობას

ინტელის საერთაშორისო-საინჟინრო გამოფენა - Intel ISEF მსოფლიოს უდიდესი კონკურსია. ამ გამოფენაში საქართველოდან ნორჩ გამომგონებელთა კონკურსის, „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებული მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას.

კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ გრანპრის მფლობელები არიან: თემურ ჩიჩუა, ალექსანდრე თოიძე და ნიკოლოზ მინაშვილი. პირველი ადგილი ვახტანგ დონაძემ და ირაკლი ჩხეიძემ, მეორე ადგილი ირაკლი კაპანაძემ და კარლო ხუციშვილმა, ხოლო მესამე ადგილი ნიკა ალავიძემ დაიკავა.

ქართველი მოსწავლეები ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს დილით გაემგზავრნენ. მათ გამოგონებებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები პიტსბურგში დაგეგმილ გამოფენაზე გაეცნობიან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ნორჩ გამომგონებელთა კონკურსს „ლეონარდო და ვინჩი“ ყოველწლიურად ატარებს. კონკურსის მიზანია მეცნიერებითა და ინოვაციით დაინტერესებული, გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენა, მათი წახალისება, სწავლის დონის ამაღლების, ტექნიკური პროგრესის მიმართ მოზარდთა ინტერესის გაღვივების, მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.



[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხელი გამომგონებლის წარმატება საერთაშორისო ოლიმპიადაზე
‘გამოგონება  პრობლემების საპასუხოდ ჩნდება’–კარლო ხუციშვილის მარტივი და რთული ქმნილებები
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი მონაწილეობას გამოფენაში მიიღებს [R]


განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს
ცნობილია ‘ფოტო სინთეზის’ გამარჯვებულები სამცხე–ჯავახეთიდან
წლის საუკეთესო გამოგონებად ახალციხელი ახალგაზრდების ‘მულტიკლიმატიზატორი’ დასახელდა
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ კონკურსს იწყებს