FM97.5 / LIVE

წლის საუკეთესო გამოგონებად ახალციხელი ახალგაზრდების ‘მულტიკლიმატიზატორი’ დასახელდა

მთავარიგანათლება, საზოგადოება 04.01.2016
ახალციხელმა გამომგონებლებმა გაიმარჯვეს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის კონკურსის - "წლის საუკეთესო" - ნომინაციაში: "წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ახალ ინოვაციებსა და ტექნოლოგიებში".

წლის საუკეთესო გამოგონებად ახალციხელი ახალგაზრდების ‘მულტიკლიმატიზატორი’ დასახელდა

საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კონკურსი „წლის საუკეთესო“ წელს პირველად ჩაატარა. როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელში განმარტავენ ტელეკომპანიამ გამოარჩია 2015 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები 12 სხვადასხვა სფეროში, სულ 36 ნომინანტი და მათგან უკვე საზოგადოებამ შეარჩია 12 ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, ადამიანი და ინსტიტუცია. ხმის მიცემა შესაძლებელი იყო ზარებით, სოციალური ქსელით საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე და ასევე, იყო გამოკითხვა. კონკურსზე 30.000–ზე მეტი ხმა შევიდა.

ირაკლი კაპანაძისა და კარლო ხუციშვილის გამოგონებამ გაიმარჯვა ნომინაციაში "წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ახალ ინოვაციებსა და ტექნოლოგიებში".

ირაკლი და კარლო პროექტით "მულტიკლიმატიზატორი" 2014 -15 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის (Millennium Innovations Award - MIA) გამარჯვებულები არიან. 2015 წლის აპრილში, მათ მონაწილეობა მიიღეს აშშ-ის კონრადის ფონდის ინოვაციების სამიტში, ნასას კენედის კოსმოსურ ცენტრში.

შეგახსენებთ, ახალციხეში მცხოვრებმა მეათე კლასის მოსწავლეებმა ირაკლი კაპანაძემ და კარლო ხუციშვილმა მულტიკლიმატიზატორი გამოიგონეს. მოწყობილობა ფერმერებს მიწის ტენიანობის, ტემპერატურისა და მოსალოდნელი ამინდის შესახებ აცნობებს.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘წლის საუკეთესო’ – ორი ნომინანტი სამცხე–ჯავახეთიდან
ახალციხელი გამომგონებლის წარმატება საერთაშორისო ოლიმპიადაზე
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ კონკურსს იწყებს
ახალციხელი გამომგონებლები
პრემიერ-მინისტრი ახალციხელ გამომგონებლებს შეხვდა
ახალციხელი გამომგონებლები ინტელის საერთაშორისო გამოფენაში მიიღებენ მონაწილეობას
‘გამოგონება  პრობლემების საპასუხოდ ჩნდება’–კარლო ხუციშვილის მარტივი და რთული ქმნილებები