FM97.5 / LIVE

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის კვირეული ახალციხეში

მთავარისაზოგადოება 20.04.2015
ახალციხეში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის კვირეული მიმდინარეობს. ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სპორტის ოთხ სახეობასა და მხიარულ სტარტებში გამარჯვებული მოსწავლეები ანაკლიაში გაემგზავრებიან.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის კვირეული ახალციხეში
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრში მიმდინარეობს. სპორტულ ღონისძიებებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ატარებენ.

შეჯიბრებები სპორტის ოთხ სახეობაში, მაგიდის ჩოგბურთში, მინი–ფეხბურთში, კალათბურთსა და მძლეოსნობაში ტარდება. ასევე დაგეგმილია მხიარული სტარტები. ოლიმპიადაში ახალციხის ექვსი საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ, სოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეები მძლეოსნობასა და მხიარულ სტარტებში ჩაერთვებიან.

დღეს, 20 აპრილს ახალციხის საჯარო სკოლების მოსწავლეები ერთმანეთს მაგიდის ჩოგბურთში შეეჯიბრნენ. დღესვე დაგეგმილია შეჯიბრი მინი–ფეხბურთშიც. გამარჯვებულებს მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ.

„დღეს მიმდინარეობს შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთში, ერთმანეთს ხვდებიან გოგონები და ბიჭები, ამის შემდეგ გაიმართება შეჯიბრი მინი–ფეხბურთში, ხვალ ფინალში ითამაშებენ კალათბურთელები, როგორც ბიჭები, ასევე გოგონები. 22 აპრილს იქნება მძლეოსნური გარბენი და 23 აპრილს მხიარული სტარტების საფინალო შეხვედრა“, – ამბობს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პროექტის კოორდინატორი კონსტანტინე ამირეჯიბი.

მისივე თქმით, სპორტის სახეობები ისეა შერჩეული, რომ ოლიმპიადაში ყველა ასაკის ბავშვი ჩაერთოს.

„მაღალ სტანდარტებს არ ვითხოვთ, ამ ოლიმპიადის მთავარი მიზანია, რაც შეიძლება ბევრი ბავშვი იღებდეს მონაწილეობას. მომავლაში პროექტი გაფართოვდება და ყველა მუნიციპალიტეტი ჩაერთვება“, – ამბობს კონსტანტინე ამირეჯიბი.

რეგიონულ ცენტრებში ჩატარებულ შეჯიბრებზე პირველ ადგილზე გასული მოსწავლეები ანაკლიაში გაემგზავრებიან. სადაც საქართველოს მასშტაბით გამარჯვებულებს შეხვდებიან, საბოლოოდ გამარჯვებულები კი გაემგზავრებიან მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაზე, რომელიც 2016 წელსაა დაგეგმილი.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეს ლევან ყიფიანი ესტუმრება
ახალციხეში სასკოლო სპორტული ოლიმპიდის კვირეული დასრულდა
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ბორჯომში
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ოფიციალურად გაიხსნა
ბორჯომში სპორტულ  ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს
სპორტის სამინისტრო სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას იწყებს
მინი ფეხბურთში, სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული ახალციხის გუნდი გახდა