FM97.5 / LIVE

სპორტის სამინისტრო სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას იწყებს

მთავარისაზოგადოება » განათლება 06.03.2015
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელშეწყობით, მასშტაბურ სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას იწყებს.

სპორტის სამინისტრო სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას იწყებს

ოლიმპიურ შეჯიბრებებში 11 ქალაქის - თბილისის, ბათუმის, მცხეთის,გორის, რუსთავის, თელავის, ახალციხის, ქუთაისის, ოზურგეთის, ზუგდიდის და ამბროლაურის სკოლების გუნდები ჩაერთვებიან.

სასკოლო გუნდები ერთმანეთს სპორტის 4 სახეობაში - კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, მინიფეხბურთსა და მძლეოსნობაში შეეჯიბრებიან. შეჯიბრებები გაიმართება მხიარულ სტარტებშიც.

ოლიმპიადა 15 მარტს მცხეთაში საზეიმოდ გაიხსნება, ხოლო ფინალური თამაშები დაგეგმილია ანაკლიის „მომავლის ბანაკში", სადაც სპორტულ შეჯიბრებებთან ერთად, კულტურული და გასართობი სანახაობაც გაიმართება.

პროექტის სპონსორია კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო".

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფინალში გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას მიიღებენ 2016 წლის სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატებში, რომლებიც ხორვატიაში, ესტონეთში, ისრაელსა და უნგრეთში გაიმართება.

"ოლიმპიადის შეჯიბრებები ჩატარდება საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის სისტემითა და მოთხოვნებით, შეჯიბრებებში წარმოდგენილი სპორტის შესაბამისი სახეობების ეროვნული და საერთაშორისო ფედერაციების მოქმედი წესების მიხედვით და ოლიმპიადის საშეჯიბრო დებულების შესაბამისად", – აცხადებენ სამინისტროში.

მასშტაბური სასკოლო სპორტული ოლიმპიადა წელს პირველად იმართება.პროექტი საპილოტეა. მომავალ წელს ოლიმპიადაში საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლის ჩართვა იგეგმება.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ დღესვე გამოაცხადა კონკურსი, რომელიც სპეციალურად სასკოლო სპორტული ოლიმპიადისთვის სლოგანის შექმნას ითვალისწინებს.

"სპეციალურად სასკოლო სპორტული ოლიმპიადისთვის იქმნება ჰიმნიც, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარვუდგენთ", – აცხადებენ სამინისტროში.

[SKnews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ოფიციალურად გაიხსნა
სასკოლო სპორტული ოლიმპიადისთვის მზადება დაიწყო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის კვირეული ახალციხეში
ახალციხეში  მაგიდის ჩოგბურთში 'სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018' გაიმართა
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ბორჯომში
ახალციხეში სასკოლო სპორტული ოლიმპიდის კვირეული დასრულდა
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020 იწყება