FM97.5 / LIVE

მინი ფეხბურთში, სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული ახალციხის გუნდი გახდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.04.2018
„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა – 2018“–ის ფარგლებში, მინი ფეხბურთში პირველობა სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით, ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა.

მინი ფეხბურთში, სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული ახალციხის გუნდი გახდა
სპორტული ღონისძიება ახალციხის სასპორტო სკოლაში, დღეს 15 აპრილს ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ნინოწმინდის და ბორჯომის საჯარო სკოლების გუნდებმა მიიღეს.

ფინალში ერთმანეთს ახალციხის და ასპინძის საჯარო სკოლების გუნდები დაუპირისპირდნენ. გამარჯვება ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის გუნდმა მოპოვა და მეტოქე ანგარიშით 6:0 დაამარცხა.

"პირველად ნინოწმინდის გუნდს ვეთამაშეთ და 7:1 მოვიგეთ, შემდეგ ასპინძის გუნდს შევხვდით და 6:0 დავამარცხეთ. იმედი მაქვს ზონალურ თამაშშიც კარგ შედეგს ვაჩვენებთ", – ამბობს ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლე ოთო ელიოსიძე.

„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა – 2018“–ის ფარგლებში დასრულდა რეგიონული ჩემპიონატი. სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით პირველ ადგილზე გასული გუნდები სხვა რეგიონების გამარჯვებულ გუნდებს დაუპირისპირდებიან.

ზონალური თამაშები მაისში, თბილისში ჩატარდება. ფინალურ თამაშში კი, რომელიც ივნისში გაიმართება საქართველოს მასშტაბით გამარჯვებული გამოვლინდება. 2018 წლის ჩემპიონის სტატუსის მქონეები 2019 წლის ჩემპიონებს სუპერფინალში შეხვდებიან და 2020 წელს მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატის საგზურისათვის იბრძოლებენ.

მინი ფეხბურთში, სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული ახალციხის გუნდი გახდა

მინი ფეხბურთში, სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული ახალციხის გუნდი გახდა

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში  მაგიდის ჩოგბურთში 'სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018' გაიმართა
მძლეოსნობაში რეგიონის პირველობა ასპინძის და ბორჯომის სკოლების გუნდებმა მოიპოვეს
კალათბურთში პირველი ადგილი ბორჯომისა და ნინოწმინდის სკოლების გუნდებმა დაიკავეს
რეგიონული ტურნირი მინი ფეხბურთში
ფრენბურთში რეგიონის პირველობა ახალქალაქის და ასპინძის გუნდებმა მოიპოვეს
მძლეოსნობაში ‘სასკოლო ოლიმპიადის’ ფინალში ახალციხის ორი გუნდი გადავიდა
სასკოლო სპორტული ოლიმპიადისთვის მზადება დაიწყო