FM97.5 / LIVE

ახალციხეში სასკოლო სპორტული ოლიმპიდის კვირეული დასრულდა

მთავარისაზოგადოება » განათლება 23.04.2015
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, ახალციხეში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში მიმდინარე მხიარული სტარტების რეგიონულ ფინალს დაესწრო და ახალციხის სკოლებს შორის მიმდინარე სპორტული შეჯიბრებების გამარჯვებულები დააჯილდოვა.

ახალციხეში სასკოლო სპორტული ოლიმპიდის კვირეული დასრულდა
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში მიმდინარე მხიარულ სტარტებში მონაწილეობას ახალციხის პირველი და მეხუთე საჯარო სკოლა, ასევე ფერსისა და მუსხის საჯარო სკოლები მონაწილეობდნენ.

მხიარულ სტარტებში მეოთხე ადგილი 23 ქულით პირველმა საჯარო სკოლამ დაიკავა, მესამე ადგილი 32 ქულით ფერსის საჯარო სკოლამ აიღო, მეორე ადგილზე 39 ქულით მუსხის საჯარო სკოლა გავიდა, პირველი ადგილი კი 40 ქულით მეხუთე საჯარო სკოლამ აიღო.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა მაგიდის ჩოგბურთში, მინი – ფეხბურთში, კალათბურთში, მძლეოსნობასა და მხიარულ სტარტებში გამარჯვებულ გუნდებს თასი, მედლები, სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცა, რომელიც ქალაქ ახალციხის მერიამ შეიძინა.
ახალციხეში სასკოლო სპორტული ოლიმპიდის კვირეული დასრულდა
ლევან ყიფიანის თქმით, რეგიონის გამარჯვებულები 2015 წლის ზაფხულში, ანაკლიის მომავლის ბანაკში, ერთმანეთს საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებულების გამოსავლენად შეეჯიბრებიან. ოლიმპიადის გამარჯვებულები კი 2016 წელს გაემგზავრებიან სკოლების მსოფლიო ჩემპიონატებზე სპორტის სახეობების მიხედვით: მინი – ფეხბურთში გამარჯვებულები ხორვატიაში, კალათბურთში გამარჯვებულები ესტონეთში, მაგიდის ჩოგბურთში გამარჯვებული მოსწავლეები ისრაელში, ხოლო გარბენში გამარჯვებულები უნგრეთში.

„საპილოტე 10 რეგიონული ცენტრი შევარჩიეთ, რომელთა გამარჯვებულებიც ანაკლიაში საფინალო ეტაპში მიიღებენ მონაწილეობას, ხოლო სექტემბრიდან უკვე ყველა სკოლა ჩაერთვება ამ პროექტში, რომელიც ძალიან დიდ მასშტაბებს იღებს. მინდა მივულოცო ზოგადად ახალციხეს და მეხუთე საჯარო სკოლას გამარჯვება“, – ამბობს ლევან ყიფიანი.

მხიარულ სტარტებს სამცხე – ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და ქალაქ ახალციხის მერიის და გამგეობის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

„აღნიშნული ინიციატივა არის ძალიან კარგი, რადგან ეს არის ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების საფუძველი. ეს პროექტი კიდევ გაგრძელდება, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება მხარს დაუჭერს“, – ამბობს აკაკი მაჭუტაძე.

მინისტრმა ახალციხის სპორტულ სკოლას ტაეკვონდოს, ძიუდოს და ფეხბურთის სექციებისთვის სპორტული ინვენტარი გადასცა.

ახალციხეში სასკოლო ოლიმპიური თამაშების საფინალო კვირეული მაგიდის ჩოგბურთში, მინი – ფეხბურთში, კალათბურთში, მძლეოსნობასა და მხიარულ სტარტებში 20 აპრილს დაიწყო და დღეს, 23 აპრილს დასრულდა.

მინი – ფეხბურთში ერთმანეთს პირველი და მეხუთე საჯარო სკოლები შეხვდნენ, სადაც გამარჯვება პირველი საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. მაგიდის ჩოგბურთში ჩემპიონები გახდნენ ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეები გიორგი ბერიძე და ლიკა კაველიძე. კალათბურთში გოგონებს შორის ფინალში იასპარეზეს მეხუთე და მეორე საჯარო სკოლებმა. გამარჯვება საჯარიმო სროლებში მეორე საჯარო სკოლამ მოიპოვა. ბიჭებს შორის ფინალში კი ერთმანეთს მეხუთე და პირველი საჯარო სკოლები დაუპირისპირდნენ, ანგარიშით 10:4 გაიმარჯვა მეხუთე საჯარო სკოლამ. მძლეოსნურ გარბენში მესამე ადგილზე ვალეს საჯარო სკოლა გავიდა, მეორე ადგილზე ახალციხის მეორე საჯარო სკოლა, ხოლო პირველი ადგილი ახალციხის პირველმა საჯარო სკოლამ დაიკავა.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით მიმდინარეობს. ოლიმპიადის ფარგლებში საქართველოს რეგიონების სხვადასხვა ქალაქებში შეჯიბრებები გრძელდება.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის კვირეული დასრულდა [photo]
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის კვირეული ახალციხეში
'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა
ახალციხეში 'მხიარულ სტარტებში' ფერსის სკოლამ გაიმარჯვა
მინი ფეხბურთში, სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული ახალციხის გუნდი გახდა
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ბორჯომში
ახალციხის პირველი საჯარო სკოლა ‘მხიარულ სტარტებში’ საქართველოს ჩემპიონია