FM97.5 / LIVE

აწყურში დაკავებულებთან საპროცესო გარიგება გაფორმდა

მთავარისამართალი 17.04.2015
აწყურში დაკავებულმა ხუთმა პირმა, რომლებსაც სხვისი ნივთის დაზიანებასა და პოლიციის წარმომადგენლებზე თავდასხმას ედავებოდნენ, დანაშაული აღიარეს და პროკურატურასთან საპროცესო გარიგება გააფორმეს.

აწყურში დაკავებულებთან საპროცესო გარიგება გაფორმდა
პროკურატურასთან გაფორმებული საპროცესო ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა 16 აპრილს დაამტკიცა. ამ დღეს, ბრალდებულების საქმეზე წინა სასამართლო სხდომა უნდა გამართულიყო. თუმცა, რადგან უკვე პროკურატურასთან გაფორმებული საპროცესო გარიგება არსებობდა, მოსამართლეს მისი დამტკიცება მოუხდა.

ხუთი ბრალდებულიდან სამი თამაზ გაჩეჩილაძე, ნუგზარ გაჩეჩილაძე და ავთანდილ გაჩეჩილაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ორმა, სიმონ აბულაძემ და გიორგი სააკიანმა კი სასჯელაღსრულების დაწესებულება მანამდე დატოვეს, რადგან მათ აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული ჰქონდათ გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით.

გაჩეჩილაძეებს ბრალდების მხარე სსკ–ის 353–ე მუხლის პირველი ნაწილითა და 187–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ედავებოდა. 187–ე სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, 353–ე კი პოლიცილის ან სხვა ორგანოს წარმომადგენლის მიმართ თავდასხმას. ეს მძიმე კატეგორიის დანაშაულს განეკუთვნება და თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ითვალისწინებს.
სააკიანსა და აბულაძეს ბრალს მხოლოდ 353–ე მუხლით სდებენ. მათ საპროცესო შეთანხმების თანახმად ოთხი წელი პირობითი მსჯავრი და 3 000 ლარი ჯარიმა დაეკისრათ.

გაჩეჩილაძეები კი ხუთწლიანი პირობითი მსჯავრისა და 3 000–ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

„მათ ჯარიმა უკვე გადაიხადეს“, – აცხადებს აწურლების ადვოკატი ნოდარ აკოფაშვილი.

შეგახსენებთ, რომ აწყურში ხუთი ადგილობრივი სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 20 თებერვალს დააკავეს. მანამდე კი 4 თებერვალს, აწყურში ადგილობრივები და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ამავე დღეს აწყურლებმა ახალციხის რაიონულ სამმართველოსთან აქცია გამართეს და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ზეწოლაში დაადანაშაულეს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აწყურში დაკავებული 5 პიროვნებიდან 3–ს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ბიზნესმენ ოთარ თათეშვილთან საპროცესო გაფორმდა
„ახალციხის მელიორაციის“ ყოფილ უფროსს საპროცესო გაუფორმეს
ახალქალაქის ბაზრის დირექტორი და კონტროლიორი პატიმრობიდან გაათავისუფლეს
სამმართველოსთან აწყურის მცხოვრებლების აქცია დასრულდა
ახალგაზრდებმა, რომლებიც სამხარეო სამმართველოს უფროსის მოადგილეს ცემაში ადანაშაულებდნენ, ბრალი აღიარეს
'ნიუ პროჯექტის' დირექტორთან საპროცესო გაფორმდა