FM97.5 / LIVE

აწყურში 5 ადგილობრივი დააკავეს

მთავარისამართალი 21.02.2015
გუშინ, 20 თებერვალს, სამართალდამცველებმა აწყურში მცხოვრები 5 პიროვნება დააკავეს. გამოძიება მათ პოლიცილის ან სხვა ორგანოს წარმომადგენლის მიმართ თავდასხმას ედავება.

აწყურში 5 ადგილობრივი დააკავეს
აწყურელების აქცია სამმართველოს შენობასთან. 4 თებერვალი, 2015წ.

5-ვე ადგილობროვი, თ.გ, ნ.გ, ს.მ., გ.ს. და ა.გ, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საკუთარ სახლებში დააკავა. დაკავებულებს ბრალი დღეს, 21 თებერვალს, დაახლოებით ნახევარი საათის წინ, 20:00 საათზე წარუდგინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 5-ვე მათგანი სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დააკავეს.
საქმე ეხება მიმდინარე წლის 4 თებერვალს, აწყურში, ადგილობრივებსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის მომხდარ ინციდენტს.

შეგახსენებთ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 4 თებერვალს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში უკანონოდ მოჭრილი 49 ხის მორი ნახეს. როცა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნანახი მასალის აზომვა, ტერიტორიის დადგენა და სახეობის იდენტიფიცირება დაიწყეს, იქ ადგილობრივები შეგროვდნენ. მალევე ვითარება დაიძაბა, შეხლა-შემოხლისას დაზიანდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კუთვნილი ავტომანქანა.

სამართალდამცველებმა, რომლებიც ადგილზე გარემოსდამცველებმა გამოიძახეს, ერთ-ერთი ადგილობრივი დააკავეს. ამის შემდეგ, აწყურის მცხოვრებთა ნაწილმა აწყურში თბილისი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის აწყურის მონაკვეთი გადაკეტა, ნაწილი კი ახალციხეში წამოვიდა და სამმართველოს შენობასთან რამდენიმე საათის განმავლობაში მართავდა აქციას. აქცია მას შემდეგ დასრულდა, რაც დაკავებული გაათავისუფლეს. მაშინ შსს-ში განმარტეს, რომ ნ.გ. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო და არ დაუკითხავთ.

5 დაკავებულიდან 2-ს ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე იცავს. ბარძიმაძე აცხადებს, რომ 5-ვე სასამართლოს განჩინებით დააკავეს, რისი აუცილებლობაც არ იყო: „სახლებში იჯდნენ, სასამართლო განჩინება საერთოდ არ იყო საჭირო“.

ბარძიმაძის დაცვის ქვეშ მყოფები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. ბარძიმაძის ინფორმაციით, დანაშაულს არც დანარჩენი სამი დაკავებული აღიარებს.
5 დაკავებულიდან 4 ახალციხის დროებითი მოთავსბის იზოლატორშია მოთავსებული, ერთი კი ბორჯომის.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გარემოს დაცვის სამინისტრო აწყურში მომხდარ ინციდენტზე
სამმართველოსთან აწყურის მცხოვრებლების აქცია დასრულდა
რაიონული სამმართველოს შენობასთან აწყურელები აქციას მართავენ
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ტერიტორიები დაასუფთავეს
აწყურში ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

აწყურსა და საკირეში უკანონოდ მოჭრილი მრგვალი მორი და სახერხი აღმოაჩინეს