FM97.5 / LIVE
რაიონული სამმართველოს შენობასთან აწყურელები აქციას მართავენ

რაიონული სამმართველოს შენობასთან აწყურელები აქციას მართავენ

მთავარისაზოგადოება 04.02.2015
ახალციხეში, რაიონული სამმართველოს შენობასთან, სოფელ აწყურში მცხოვრები 30-მდე ადამიანი აქციას მართავს, პარალელურად, აწყურის დანარჩენ მცხოვრებთა ნაწილს გადაკეტილი აქვს ახალციხე - თბილისის ცენტრალური მაგისტრალის აწყურის მონაკვეთი.

რაიონული სამმართველოს შენობასთან აწყურელები აქციას მართავენ

აწყურელები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლების მიერ მოსახლეობის ხშირ კონტროლსა და მოჭრილი შეშის გამო დაჯარიმებას აპროტესტებენ.

აქციის პარალელურად, ამ წუთებში ახალციხის რაიონულ სამმართველოში აწყურში მცხოვრებ ნუგზარ გაჩეჩილაძეს ჰკითხავენ. გაჩეჩილაძე დღეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებისა და აწყურელებს შორის მომხდარი შელაპარაკებისას დააკავეს.

დღეს, 4 თებერვალს, აწყურში დაპირისპირება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლების გამოჩენას მოჰყვა. როგორც სამმართველოსთან შეკრებილები ამბობენ, ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები თითქმის ყოველ დღე, ჩხრეკის ორდერის გარეშე, შედიან მათ ეზოებში და თუ რაიმე ხე მასალას აღმოაჩენენ, ხალხს აჯარიმებენ. მათივე თქმით, ჯარიმდებიან იმ შემთხვევაშიც, თუ საშეშე ან სამასალე მერქანი კანონიერად, ბილეთით აქვთ ტყიდან გამოტანილი.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარში ამბობს, რომ დღეს ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა აწყურში, გაჩეჩილაძის ეზოში მოჭრილი ხე ნახეს. ამის შემდეგ, მათსა და ნუგზარ გაჩეჩილაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო. ადგილობრივების თქმით, გარმოსდამცველმა ნუგზარ გაჩეჩილაძეს მოსთხოვა დაედასტურებინა რომ ხე მისი იყო, რასაც გაჩეჩილაძე უარყოფდა. კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩხუბში თანასოფლელებიც ჩაერთვნენ და შეხლა- შემოხლისას დაზიანდა გარემოსდამცველების მანქანა.

„ამ დროს ადგილზე მოვიდა საპატრულო პოლიცია და ნუგზარ გაჩეჩილაძე პოლიციაში წამოიყვანეს“, - გვიამბობს აქციის მონაწილე.

გაჩეჩილაძის წამოყვანისთანავე, ახალციხეში წამოვიდა აწყურში მცხოვრები 30-მდე ადამიანი. ყველა მათგანი უკვე 2 საათია სამმართველოს შონობასთან დგას. პარალელურად, სოფელში გადაკეტეს ახალციხე - თბილისის ცენტრალური მაგისტრალის აწყურის მონაკვეთი.

როგორც ადგილობრივი ნანა გუჯიშვილი „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელოფონო საუბარში ამბობს, ამ დრომდე გზა გადაკეტილი აქვს 40-მდე ადამიანს.

აწყურლების მოთხოვნაა პოლიციაში მყოფი ნუგზარ გაჩეჩილაძე უპირობოდ გაათავისუფლონ, არ დააკისრონ არანაირი ჯარიმა, გარემოსდამცველებმა კი ადგილობრივების ტერორი შეწყვიტონ.

„სოფელში უკანონოდ არაფერი ხდება, ბილეთის გარეშე შეშას ვერავინ გამოიტანს. მიუხედავად ამისა, სოფელში თითქმის ყოველ დღე ადგილობრიოვები გასათბობად მოტამნილი შეშის გამო დატერორებული ყავთ“, - გვეუბნება ადგილობრივი ალექსანდრე მარტინენკო.

შეკრებილები ამბობენ, რომ არ დაიშლებიან ვიდრე არ გამოუშვებენ გაჩეჩილაძეს.

რაიონული სამმართველოს შენობასთან აწყურელები აქციას მართავენ

რაიონული სამმართველოს შენობასთან აწყურელები აქციას მართავენ

რაიონული სამმართველოს შენობასთან აწყურელები აქციას მართავენ

რაიონული სამმართველოს შენობასთან აწყურელები აქციას მართავენ

[თამუნა უჩიძე, ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამმართველოსთან აწყურის მცხოვრებლების აქცია დასრულდა
გარემოს დაცვის სამინისტრო აწყურში მომხდარ ინციდენტზე
აწყურში 5 ადგილობრივი დააკავეს
აწყურში დაკავებულებთან საპროცესო გარიგება გაფორმდა
აწყურში ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
აწყურსა და საკირეში უკანონოდ მოჭრილი მრგვალი მორი და სახერხი აღმოაჩინეს
რეორგანიზაცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამცხე–ჯავახეთის სამმართველოში