FM97.5 / LIVE

ახალქალაქის ბაზრის დირექტორი და კონტროლიორი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

მთავარისიახლე, სამართალი 27.03.2019
ახალქალაქის ბაზრის დირექტორისა და კონტროლიორის გამატყუნებელი განაჩენი მათმა ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩირა, თუმცა ვიდრე მეორე ინსტანციაში მოსამართლე განაჩენს გამოიტანდა, მსჯავრდებულებთან პროკურატურამ საპროცესო გარიგება გააფორმა.

ახალქალაქის ბაზრის დირექტორი და კონტროლიორი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ახალქალაქის ბაზრის დირექტორს არარატ საჰარიანს და კონტროლიორ მერუჟან ოგანესიანს 2000–2000 ლარიანი ჯარიმა, ასევე პირობითი მსჯავრი შეეფარდათ. მსჯავრდებულები მოსამართლემ სააპელაციო სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა.

„საქმე იყო ძალიან სუსტი. მაგათთვის არც ოთხი წელი არ უნდა მიეცათ და უნდა გაეშვათ სახლში. საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა ბრალდებულების წინააღმდეგ, ამიტომ პროკურატურას თავიდანვე უარი უნდა ეთქვა ბრალზე. მიხვდნენ რომ გავამართებდით და ამიტომ შემოგვთავაზეს საპროცესო“, – ამბობს მსჯავრდებულების ადვოკატი ვაჟა ლონდარიძე.

მისივე თქმით, ოგანესიანს პირობითი მსჯავრი ერთი თვით, საჰარიანს კი ერთ წელი შეეფარდა.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შპს „ახალქალაქის აგრარული ბაზრის“ დირექტორი 21 მაისს დააკავა. საქმის მასალების მიხედვით, საჰარიანი უფროს კონტროლიორთან ერთად მოქმედებდა. პროკურატურის მტკიცებით ბაზრის დირექტორმა მოიჯარე პირს 1000 ლარი გამოართვა, ამავე ბრალდებით ოგანესიანიც დააკავეს. ორივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 221–ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით ედებოდათ, რაც ჯგუფურად კომერციულ მოსყიდვას გულისხმობს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის ბაზრის დირექტორი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
ახალქალაქის ბაზრის დირექტორი სასამართლო დარბაზში ხმაურის ფონზე დააკავეს [Video]
ახალქალაქის ბაზრის უფროსს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ახალქალაქის ბაზრის უფროსი დააკავეს
ახალქალაქის ბაზრის კონტროლიორი დააკავეს
პროკურორი: ‘ახალქალაქის ბაზრის კონტროლიორი დირექტორთან ერთად მოქმედებდა’
ახალქალაქში ბაზრის დირექტორისა და კონტროლიორის გათავისუფლებას ითხოვენ [Video]