FM97.5 / LIVE

აწყურში დაკავებული 5 პიროვნებიდან 3–ს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

მთავარისამართალი 22.02.2015
დღეს, 22 თებერვალს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში, სოფელ აწყურში დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. ხუთი დაკავებულიდან სამს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა, ორს კი გირაო შეუფარდეს.

აწყურში დაკავებული 5 პიროვნებიდან 3–ს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
აწყურში დაკავებულების სასამართლო პროცესი. 22 თებერვალი, 2015წ.

ახალციხის რაიონულ სასამართლოში პროცესი დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა. ნ. ა. და თ. გაჩეჩილაძეებს, პროკურატურა ბრალს, სსკ–ის 353-ე მუხლითა და სსკ–ის 187–ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სდებს. 187–ე სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, 353–ე კი პოლიცილის ან სხვა ორგანოს წარმომადგენლის მიმართ თავდასხმას. ეს მძიმე კატეგორიის დანაშაულს განეკუთვნება და თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ითვალისწინებს.

ასევე, 353–ე მუხლით ედებათ ბრალი გაჩეჩილაძეებთან ერთად დაკავებულ გ.სააკიანსა და ს.მოდებაძეს.

პროკურორის განცხადებით, ბრალდებულებმა 2015 წლის 4 თებერვალს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს, მას შემდეგ, რაც მათ აწყურში უკანონოდ მოჭრილი ხე აღმოაჩინეს, სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელების საშულება არ მისცეს. გაჩეჩილაძეებმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელს ალექსი ჩუტკერაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. (ექსპერტიზის დასკვნით, ჩუტკერაშვილმა მიიღო სხეულის დაზიანება მსუბუქი ხარისხით, ჯანმრთელობის მოუშლელად). შემდეგ, აწყურელებმა, ამავე სამსახურის ავტომობილი დააზიანეს და ახალციხე–თბილისის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს.

„სახეზე გვაქვს განზრახ მძიმე და განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენა. ისინი გარემოსდამცველებს დაახლოებით ერთი კვირით ადრე აფრთხილებდნენ, რომ სოფელში აღარ ჩასულიყვნენ. დაპირება შეასრულეს კიდეც, თავს დაესხნენ“, – განაცხადა სასამართლო დარბაზში პროკურორმა პეტრე მანველიშვილმა.

ბრალდების მხარემ გაჩეჩილაძეების მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მოითხოვა. სააკიანისა და მოდებაძის მიმართ კი შუამდგომლობა 10 ათასი ლარის გირაოს უზრუნველყოფამდე პატიმრობაზე დააყენა.

პროკურორის შუამდგომლობას არცერთი ბრალდებულის ადვოკატი არ დაეთანხმა. მათი განცხადებით, ყველა ბრალდებული, ვიდრე დააკავებდნენ, პოლიციაში დაკითხვაზე ყოველთვის ცხადდებოდა, მათ იცოდნენ, რომ საქმეზე ძიება იყო დაწყებული, თუმცა, არცერთს არც მიმალვა და არც მოწმეებზე ზეწოლა არ უცდია.

სააკიანისა და მოდებაძის ადვოკატის კახა მათოშვილის განაცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს, 10 ათასი ლარის გირაოს უზრუნველყოფა არ შეუძლიათ: „არცერთი არ მუშაობს. ამხელა ფული ერთად ნანახიც არ აქვთ. ვითხოვთ საპატიმრო გირაოს, 1000 ლარს“.

ა. გაჩეჩილაძისა და თ. გაჩეჩილაძის ადვოკატმა, ასევე, გირაო 5 ათასი ლარი ითხოვა მის გადახდამდე პატიმრობის გამოყენებით. 3 ათასი ლარი გირაო ითხოვა ნ. გაჩეჩილაძის ადვოკატმა მაია ქავთარაძემ.

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა არცერთი ადვოკატის თხოვნა არ დააკმაყოფილა. მან სრულად გაიზიარა პროკურორის შუამდგომლობა, შესაბამისად, გაჩეჩილაძეებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა, სააკიანსა და მოდებაძეს კი გირაო 10 ათასი ლარი შეეფარდათ.

წინა სასამართლო სხდომა 16 აპრილს 14:00 საათზე დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ აწყურში ხუთი ადგილობრივი სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 20 თებერვალს დააკავეს.

აწყურში დაკავებული 5 პიროვნებიდან 3–ს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
აწყურში დაკავებულების სასამართლო პროცესი. 22 თებერვალი, 2015წ.

აწყურში დაკავებული 5 პიროვნებიდან 3–ს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
აწყურში დაკავებულების სასამართლო პროცესი. 22 თებერვალი, 2015წ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აწყურში დაკავებულებთან საპროცესო გარიგება გაფორმდა
პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდათ
ბიზნესმენ ოთარ თათეშვილს აღკვეთის ღონისძიებად 250 ათასი ლარი გირაო შეეფარდა
ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს
აწყურში 5 ადგილობრივი დააკავეს
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მანქანის დაწვის საქმეზე დაკითხულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ახალქალაქში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად გირაო 3000–3000 ლარი შეეფარდათ