FM97.5 / LIVE

ახალგაზრდული საკრებულოების წევრები საკრებულოს მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ

მთავარიპოლიტიკა 14.04.2015
ახალციხის, ასპინძის, ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების ახალგაზრდული საკრებულოს წევრები სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს შეხვედნენ. შეხვედრაზე ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ საკრებულოს მუშაობის სპეციფიკაზე ისაუბრა.

ახალგაზრდული საკრებულოების წევრები საკრებულოს მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ

პრექტი „ახალგაზრდული საკრებულო“ საქართველოს მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში ხორციელდება. პროექტის ფარგლებში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს ტესტირება ჩაუტარდათ, რის საფუძველზეც მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდული საკრებულოები დაკომპლექტდა.

„ჩვენ თითოეულ მუნიციპალიტეტში გავმართეთ შეხვედრები და პროექტის პრეზენტაცია. ახალგაზრდული საკრებულო დაკომპლექტდა, იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც არიან წარმოდგენილები მოქმედი საკრებულოს წევრები. საპრეზენტაციო შეხვედრებზე შევპირდით ახალგაზრდებს, რომ გავაცნობდით, როგორც მხარის გუბერნატორს, ასევე იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც გარკვეულწილად ხელისშემწყობები იქნებიან იმ პროცესების, რომლებშიც ახალგაზრდები იქნებიან ჩართული“, – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლებას“ აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ მაღალდაძე.

ახალციხის მესამე საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს რეგიონის ოთხი მუნიციპალიტეტის, ახალციხის, ადიგენის ასპინძისა და ბორჯომის ახალგაზრდული საკრებულოს წევრები შეხვდნენ.

აკაკი მაჭუტაძის თქმით, პროექტი არამარტო ამ რეგიონისთვის, არამედ 64–ვე მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რადგან მომავალი თაობა აიმაღლებს საზოგადოებრივ თვითშეგნებას, ეცოდინებათ, როგორ ირჩევა სხვადასხვა საჯარო მოხელე.

„ეს იქნება ცენზი მომავალი ცხოვრებისთვის, რომ ახალგაზრდები ჩამოყალიბდნენ და გადაწყვიტონ რა პროფესიას დაეუფლონ“, – ამბობს აკაკი მაჭუტაძე.

დარბაზში შეკრებილ მოსწავლეებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ საკრებულოს მუშაობის სპეციფიკა გააცნო.

„მომავალში თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ საქმიანობა საკრებულოში გააგრძელონ, ეს პროექტი მათ მისცემს ძალიან დიდ გამოცდილებას“, – ამბობს გიორგი ფერაძე.

17 წლის ასპინძელი მაგდა ლონდარიძე, ფიქრობს, რომ აღნიშნული პროექტი ახალგაზრდებისთვის საკმაოდ ნაყოფიერი იქნება: „ყოველდღიური რუტინული შრომა სკოლაში არის მეტად დამღლელი, სამოქალაქო განათლების დონეზე ეს პროექტი თითოეულ ჩვენგანს ძალიან ბევრს მოგვცემს. ვფიქრობ, რომ ახალგაზრდებისთვის პიროვნული განვითარების კუთხით, ასევე მუნიციპალურ დონეზე, ადგილობრივი პრობლემების გადაწყვეტაში ჩვენ გარკვეულ როლს ვითამაშებთ“.

პროექტი ექვსთვიანია. ნიკოლოზ მაღალდაძის თქმით, მის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი.

„იქნება არაერთი ტრენინგი, როგორც ევროპასთან ინტეგრაციის თემაზე, ასევე არჩევნების მნიშვნელობაზე, კავკასიოლოგიის და ასე შემდეგ. ყველა ინფრასტრუქტურულ ღონისძიებაში ჩაერთვებიან ახალგაზრდები. დაგეგმილია გაცვლითი პროგრამებიც და ვფიქრობთ, რომ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც გამორჩეულები იქნებიან საკუთარი მოტივაციით და მიდგომით ამ პროექტისადმი, საზღვარგარეთ გავიყვანთ“, – ამბობს ნიკოლოზ მაღალდაძე.

ახალგაზრდული საკრებულოების წევრები საკრებულოს მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘შეიძლება შეცდომებს ჩვენ ვერ ვამჩნევთ და თქვენ დაინახოთ’, – ახალგაზრდული საკრებულოების მეორე ეტაპი
ბორჯომში ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარე აირჩიეს
‘ახალგაზრდული საკრებულოებისთვის’ ახალგაზრდებს არჩევენ
ადიგენში ახალგაზრდული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა ®
'უთხარი არა დისკრიმინაციას'- ახალგაზრდული პროგრამა ახალციხეში
რეგიონის პრობლემების მოგვარებაში ახალგაზრდები ერთვებიან
სამოქალაქო კლუბებმა ახალგაზრდული ბანაკის შედეგები შეაჯამეს