FM97.5 / LIVE

რეგიონის პრობლემების მოგვარებაში ახალგაზრდები ერთვებიან

მთავარისაზოგადოება 24.04.2013
ახალგაზრდების თვალით დანახული პრობლემები რეგიონში და საკითხები, რომელთა მოგვარებაშიც მათთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებიც აქტიურად ჩაერთვებიან

რეგიონის პრობლემების მოგვარებაში ახალგაზრდები ერთვებიან

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, დღეს, სამოქალაქო კლუბის წევრებმა ოთხ მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემის და მათი გადაჭრის გზების შესახებ პრეზენტაცია გამართეს.

პრეზენტაციას ესწრებობნენ ოთხი მუნიციპალიტეტის ბორჯომის, ასპინძის, ახალციხის და ადიგენის, ასევე ადგილობრივი არასამთავრობო, ბანკების და
დამფინანსებელი ორგანიზაციის წარმომადგენლები.

პროექტი დაფინანსებულია ამერიკული ორგანიზაცია PH International ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ. მასში ჩართული იყო სამცხე-ჯავახეთის 61 საჯარო სკოლა.

დღევანდელ ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ ოთხი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები ადიგენიდან, ბორჯომიდან, ასპინძიდან და ახალციხიდან.

- ’დღეს საკმაოდ საინტერესო პროგრამები წარმოგვიდგინეს სამოქალაქო კლუბის წევრებმა. წარმატებად მიმაჩნია ის, რომ მათ პროექტებზე მუშაობაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან’ -ამბობს სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მცირე გრანტების კორდინატორი ინგა ქიბროწაშვილი.

დღევენდელ ღონისძიებას ორგანიზებას უწევდა ახალციხეში არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია ’ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი.’

დღევანდელ ფორუმზე წარმოდგენილი ახლციხის გუნდი არაფორმალური განათლების სფეროზე მუშაობდა, ადიგენის გუნდმა ადგილობრივ თვითმართველობასთან თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელა, ბორჯომის გუნდმა გარემოს დაცვის პრობლემები წარმოადგინა, ასპინძის გუნდმა კი ტურიზმის განვითარების შესახებ ისაუბრა.

კლუბის წევრებმა დამსწრე საზოგადოებას აღნიშნული თემბის შესახებ საპროექტო იდეები გააცნეს.

- ’ოთხივე პროექტი დაფინანსებულია ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის მიერ 90 დოლარის ოდენობით, ასევე ადგილობრივი მუნიციპალტეტების წარმომადგენლებმა გამოთქვეს სურვილი, რომ გამოყონ გარკვეული თანხა. პროექტი 20 მაისს დამთავრდება’, - ამბობს სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის კოორდინატორი ახალციხეში მარინე სუდაძე.

- ’ბორჯომში ეკოლოგიური პრობლემების შესახებ ჩვენი წარმოდგენილი პროექტით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დავაინტერესეთ და დაგვპირდნენ, რომ ამ მიმართულებით პრობლემების მოგვარებაზე ჩვენთან ერთად იზრუნებენ’, - ამბობს ბორჯომის სამოქალაქო კლუბის წარმომადგენელი მარიამ გელაშვილი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში სპორტის და ახალგაზრდობის ურთიერთობათა სამსახურის წამყვანი სპეციალისტის აკაკი ჩადუნელის თქმით, ახალგაზრდების მიერ წამოწეული საკითხი მათი მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია: ’ცოტა პროექტს სჭირდება დახვეწა. ხელმძღვანელობას საქმის კურსში ჩავაყენებ და აუცილებლად გამოვნახავთ სახსრებს მათ დასახმარებლად’.

ღონისძიების ბოლოს სკოლის მოსწავლეებს და პროექტში მონაწილე ორგანიზაციებს მალიერების სერთიპიკატებიგადაეცათ.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართება
ხვალ ახალციხეში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართება
სამოქალაქო კლუბებმა ახალგაზრდული ბანაკის შედეგები შეაჯამეს
“ახალგაზრდულმა ცენტრმა” პროექტის შედეგები შეაჯამა
ახალციხეში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა
ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა შუალედური ანგარიში წარადგინა
ახალგაზრდული ცენტრის წლიური ანგარიში