FM97.5 / LIVE

‘ახალგაზრდული საკრებულოებისთვის’ ახალგაზრდებს არჩევენ

მთავარისაზოგადოება 19.11.2015
არასამთავრობო ორგანიზაციამ „ადამიანი კანონი თავისუფლება“ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში პროექტისთვის „ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში“ ახალგაზრდების შერჩევა დაიწყო.

‘ახალგაზრდული საკრებულოებისთვის’ ახალგაზრდებს არჩევენ

რესურსცენტრებთან მჭირდო თანამშრომლობის საფუძველზე მოსწავლეებს, რომლებიც არიან X, XI ან XII კლასებში და აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება, ჩაუტარდებათ ტესტირება და მიეცემათ შანსი გახდნენ „ახალგაზრდული საკრებულოს“ წევრები.

„პროექტის „ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში“ საშუალებით უამრავი განათლებული და ენერგიული ახალგაზრდა გამოიკვეთა. თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მათ შეძლეს საკუთარი თავის წარმოჩენა და დამტკიცება იმისა, რომ მათში დიდი პოტენციალია. ჩვენს ორგანიზაციას ნამდვილად ეამაყება, რომ აღმოაჩინა და ასპარეზი მისცა ასეთ ახალგაზრდებს. დიდი სურვილი გვაქვს, რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ წარმოაჩინოს საკუთარი თავი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავად დაინახონ თუ რამდენად ნიჭიერი და ენერგიული ახალგაზრდები არიან მათ მუნიციპალიტეტში და ხელი შეუწყონ მათ განვითარებას“ , - აცხადებს ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჭულუხაძე.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ახალგაზრდული საკრებულოების ხელახალი დაკომპლექტება მოსწავლეების უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებამ გამოიწვია.

გიორგი ჭულუხაძის განმარტებით, „ახალგაზრდული საკრებულოს“ წევრების ნაწილი, რომლებიც უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ, გამოაკლდნენ პროექტს და ვეღარ აგრძელებენ მონაწილეობას, რადგან პროექტი მხოლოდ სკოლის მოსწავლეებზეა გათვლილი. აქედან გამომდინარე, თავისუფალი მანდატები ახალმა წევრებმა უნდა შეავსონ და ორგანიზაცია ახალგაზრდულ საკრებულოებს ახალი მოსწავლეებით დააკომპლექტებს.

თუმცა, იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სტუდენტები გახდნენ, ახალი ეტაპი დაიწყება და ისინი მჭიდროდ იქნებიან ჩართულები ორგანიზაციის სხვადასხვა აქტივობებში.


„მათთვის მოეწყობა სემინარები და ტრენინგები ადამიანის უფლებების, სამართლის, არჩევნების, საერთაშორისო ურთიერთობების, თვითმმართველობებისა და ქვეყნის საკონსტიტუციო მოწყობის თემებზე, რაც მათ ანალიტიკური აზროვნების უნარს გამოუმუშავებს და განათლების დონეს კიდევ უფრო აუმაღლებს“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალგაზრდული საკრებულოების წევრები საკრებულოს მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ
ბორჯომში ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარე აირჩიეს
‘შეიძლება შეცდომებს ჩვენ ვერ ვამჩნევთ და თქვენ დაინახოთ’, – ახალგაზრდული საკრებულოების მეორე ეტაპი
‘ახალგაზრდული იდეა’ ახალგაზრდებისთვის კონკურსს აცხადებს
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე აირჩიეს
ახალციხეში ახალგაზრდული ფორუმი მოეწყო
ადიგენში ახალგაზრდული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა ®