FM97.5 / LIVE

'უთხარი არა დისკრიმინაციას'- ახალგაზრდული პროგრამა ახალციხეში

მთავარისაზოგადოება 16.04.2014
ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 12-დან 19 აპრილის ჩათვლით, ახალციხე საქართველოს, ალბანეთის, უკრაინის, ესპანეთის, პოლონეთისა და იტალიის 30 ახალგაზრდას მასპინძლობს.

'უთხარი არა დისკრიმინაციას'- ახალგაზრდული პროგრამა ახალციხეში
ექვსი ქვეყნის ხუთ-ხუთი ახალგაზრდა ახალციხეში ერთი კვირის განმავლობაში დარჩება. ამ დროის განმავლობაში რამდენიმე შეხვედრაა დაგეგმილი. ახალგაზრდები ისაუბრებენ თუ რა მდგომარეობაა მათ ქვეყანაში დისკრიმინაციის კუთხით და როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა.

„სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს, ძირითადად სტუდენტებს, საშუალება აქვთ გაეცნონ ამ ქვეყნების კულტურას. ამავდროულად პროექტები არის კონკურეტულ თემებზე, გვაქვს გარკვეული აქტივობები, რაც თითოეულ მონაწილეს საშუალებას აძლევს, დისკრიმინირებული ადამიანების ადგილას წარმოიდგინოს თავი“, - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკონომიკის მაგისტრთა კლუბის" ახალგაზრდების სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის უფროსი ჯონი სამხარაძე.

მისივე განმარტებით, ახალციხე, მასპინძელ ქალაქად, შემთხვევით არ შერჩეულა: „ახალციხეში ცხოვრობს, როგორც ქართველი, ასევე სომეხი, ებრაელი, რუსი ეროვნების მოსახლეობა. გვინდოდა ჩამოსული ახალგაზრდებისთვის გვეჩვენებინა, რომ საქართველოში არსებობს ქალაქი, სადაც თანაცხოვრობენ სხვადასხვა ეროვნების და აღმსარებლობის ადამიანები. ეს ნიშნავს, რომ არ აქვს მნიშვნელობა რომელი აღმსარებლობის ადამიანი ხარ, რა ეროვნება გაქვს, ყოველთვის შეგვიძლია შევქმნათ ისეთი საზოგადოება, სადაც ყველას უფლება დაცული იქნება“.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები დღეს, 16 აპრილს კერძო სკოლა „მზექას“ მოსწავლეებს შეხვდნენ. შემდეგ კი მეხუთე საჯარო სკოლაში გადაინაცვლეს.

„ჩვენი მიზანია, რომ ქართველ ახალგაზრდებს სხვადასხვა ქვეყნების ახალგაზრდებთან ჰქონდეთ ურთიერთობა. ასევე საშუალება გვაქვს, რომ 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდები ამ პროექტის ფარგლებში წავიყვანოთ სხვადასხვა ქვეყნებში“, - ამბობს იგი.

ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამოქალაქო კლუბებმა ახალგაზრდული ბანაკის შედეგები შეაჯამეს
ახალგაზრდული საკრებულოების წევრები საკრებულოს მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ
„ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ ახალი პროგრამა დაიწყო
ახალციხეში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა
მოსწავლეების კონფერენცია ინტეგრაციის თემაზე
‘ახალგაზრდული საკრებულოებისთვის’ ახალგაზრდებს არჩევენ
ახალციხეში ახალგაზრდული ფორუმი მოეწყო