FM97.5 / LIVE

აუტიზმის დღესთან დაკავშირებით ახალციხის ციხე ლურჯად განათდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.04.2017
დღეს, 2 აპრილს მსოფლიო აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღინიშნავს, ამასათან დაკავშირებით საღამოს ახალციხის ციხე ლურჯად განათდება.

აუტიზმის დღესთან დაკავშირებით  ახალციხის ციხე  ლურჯად განათდება
„ეს უკვე ტრადიციაა, ყოველწელს ვუერთდებით ამ დღეს და წელსაც მერიის ინიციატივით, მხოლოდ ერთი დღე, ციხეს ლურჯად გავანათებთ“–გვითხრა ახალციხის ციხის დირექტორმა ზაზა თამარაშვილმა.

2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2007 წელს გამოაცხადა. ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო.

ამ დღეს, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში ღირსშესანიშნაობები ლურჯ ფერში ნათდება, რაც „Light It Up Blue“ კამპანიის ნაწილია და საზოგადოებაში აუტიზმის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებას ემსახურება.

აუტიზმის მსოფლიო დღის მიზანია, გაიზარდოს აუტიზმის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა და ხელი შეეწყოს გადაწყვეტილების მიმღებ დაინტერესებულ სახელისუფლებო ორგანოებს, შეასრულონ საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულება, უზრუნველყონ აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების რეალიზება.

რა არის აუტიზმი?
აუტიზმი სპექტრული აშლილობაა, რომელიც ხელს უშლის ბავშვის ვერბალური და არა-ვერბალური კომუნიკაციის დამყარების, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესებს.

აუტიზმის მქონე ყველა ადამიანს განსხვავებული მახასიათებლები გააჩნიათ; თუმცა, ისინი სამ მთავარ ჯგუფად ერთიანდება:

• საზოგადოებასთან ურთიერთობის პრობლემა;
• საზოგადოებასთან ინტეგრაციის პრობლემა;
• საზოგადოებაში საკუთარი როლის წარმოსახვის პრობლემა.

მიუხედავად იმისა, რომ აუტიზმის მქონე ყველა ადამიანს საერთო სამი პრობლემა აწუხებს, ეს მდგომარეობა სხვადასხვაგვარ გავლენას ახდენს მათზე. ზოგიერთს შეუძლია შედარებით “ყოველდღიური” ცხოვრებით იცხოვროს მაშინ, როდესაც სხვები მთელი ცხოვრების მანძილზე სპეციალისტის დახმარებას საჭიროებენ.

აღსანიშნავია, რომ აუტიზმის მქონე ადამიანებს ხშირად ახასიათებთ რუტინის სიყვარული, მომატებული მგრძნობელობა, განსაკუთრებული ინტერესები და შემეცნების დაქვეითებული უნარი.

ფაქტები აუტიზმის შესახებ:
• ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ყოველი 160 ბავშვიდან 1 ბავშვს აუტიზმი აღენიშნება;
• აუტიზმის შემთხვევები ბიჭებში ოთხჯერ უფრო ხშირია ვიდრე გოგონებში;
• აუტიზმის სიმპტომები, ჩვეულებრივ, თავს იჩენენ ბავშვის ცხოვრების პირველი 5 წლის განმავლობაში;
• იგი აღინიშნება ყველა რასისა და სოციალური მდგომარეობის პირთა შორის;
• აუტიზმის გამომწვევი მიზეზი დადგენილი არ არის;
• არსებობს მტკიცებაზე დაფუძნებული ფსიქო-სოციალური ინტერვენციები, რომლებიც დადებითად მოქმედებს კომუნიკაციის უნარებისა და საზოგადოებრივი ქცევების ჩამოყალიბებაში.
• აუტიზმის მქონე ადამიანები ხშირად ხდებიან სტიგმის, დისკრიმინაციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის მსხვერპლნი.
• აუტიზმის მქონე ადამიანების მხარდასაჭერად აუცილებელია სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება საზოგადოების ყველა დონეზე.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეა
2 აპრილი აუტიზმის მსოფლიო დღეა
ახალციხის ციხე ლურჯ ფერში განათდა [Photo]
ომბუდსმენი მოუწოდებს სახელმწიფოს იზრუნოს აუტიზმის  მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე
ახალციხის მერია 'მწვანე სახლს' ესტუმრა
აუტიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ომბუდსმენი  ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებს მიმართავს
რა იცით აუტიზმის შესახებ [Video]