FM97.5 / LIVE

ახალციხის მერია 'მწვანე სახლს' ესტუმრა

მთავარისაზოგადოება 02.04.2016
აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღესთან დაკავშირებით, ახალციხის მერია ‘მწვანე სახლის’ ახალციხის ფილიალს ესტუმრა.

ახალციხის მერია 'მწვანე სახლს' ესტუმრა

მერიის წარმომადგენლებმა ‘მწვანე სახლის’ ბენეფიციარებს ტკბილეული და საჩუქრები მიუტანეს და თანადგომას დაჰპირდნენ.

„კარგი იქნება არამარტო სახელმწიფოს მხრიდან ყურადღება, არამედ სხვა სექტორების მხრიდანაც, რადგან ბავშვები ყველა სიახლეს პოზიტიურად ხვდებიან“, – ამბობს „მწვანე სახლის“ ახალციხის ფილიალის დირექტორი ელისო თათეშვილი.

„მწვანე სახლი ახალციხის ფილიალი“ 2011 წელს გაიხსნა. ცენტრის გახსნის სურვილი ელისო თათეშვილს და მის მეუღლეს გაუჩნდათ. მათ თავად ჰყავთ აუტისტი შვილი და როგორც ელისო თათეშვილი ამბობს, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ დღეს ახალციხეში მსგავსი ცენტრი არსებობს. მათ ცენტრის გახსნაში კათოლიკე მონაზვნები, წმინდა ნინოს დები დაეხმარნენ.

„მონაზვნებმა საფრანგეთში სხვადასხვა ფონდები და დონორი ორგანიზაციები მოიძიეს და დღესდღეობით მათი დახმარებით არსებობს ეს ცენტრი“, – ამბობს ელისო თათეშვილი.

'მწვანე სახლის' ახალციხის ფილიალს 18 ბენეფიციარი ჰყავს. სარეაბილიტაციო ცენტრი დღესაც საფრანგეთიდან მიღებული შემოწირულობებით არსებობს.

შეგახსენებთ, 2 აპრილს მსოფლიო აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღინიშნავს. წელს ამ დღის სლოგანია: „პატივისცემა, მიმღებლობა, ჩართულობა“. კამპანიის მიზანია აუტიზმის შესახებ პოზიტიური და სასარგებლო ინფორმაციის გავრცელება.

2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2007 წელს გამოაცხადა. ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო.

2 აპრილს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში ღირსშესანიშნაობები ლურჯ ფერში ნათდება, რაც „Light It Up Blue“ კამპანიის ნაწილია და საზოგადოებაში აუტიზმის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებას ემსახურება.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერიამ აუტიზმის დღე ‘მწვანე სახლში’ აღნიშნა
ახალციხის ციხე ლურჯ ფერში განათდა [Photo]
2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეა
აუტიზმის დღესთან დაკავშირებით  ახალციხის ციხე  ლურჯად განათდება
აუტიზმის მსოფლიო დღეს ახალციხეში დისკუსია გაიმართა [Video]
მწვანე სახლში’ აუტიზმის დღე აღნიშნეს
"აუტიზმი და საზოგადოება" – დისკუსია ახალციხეში